/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ბროწეული - მითი და სინამდვილე

ბროწეული - მითი და სინამდვილე
ჩემს 5 წლის შვილიშვილს აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ექიმმა რეკომენდაცია მოგვცა - ბროწეულის წვენი მიეცითო. თქვენ რას გვირჩევთ? ბროწეული ოდითგან სისხლნაკლულობის სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. ასეა თუ არა სინამდვილეში? ბროწეული მართლაც ძალიან სასარგებლოა. ეს ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ბროწეულის ნაყოფში არის ჩ და PP ვიტამინები, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის. მაგრამ იმედი, რომ ბროწეული ჰემოგლობინის დონის აწევაში დაგვეხმარება, ამაოა - რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი მხოლოდ ხორციდან, განსაკუთრებით - წითელი ხორციდან (კურდღელი, ხბო, ძროხა). სამაგიეროდ, ბროწეულს შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. სამხრეთის ქვეყნებში, ისევე როგორც ჩვენში, ბროწეულის მარცვლებსა და წვენს კულინარიაში იყენებენ.

როგორ შევარჩიოთ კარგი ნაყოფი?

ბროწეულის კანი უნდა იყოს სუფთა, პრიალა, გლუვი, თანაბრად შეფერილი, მუქი წითელი, ხელის დაჭერისას უნდა იდრიკებოდეს. ნუ შეიძენთ კანდახეთქილ ნაყოფს. სახლში მიტანისას გადაავლეთ წყალი და დაჭერით სუფთა დანით, რომ ბაქტერიები შიგნით არ შეიტანოთ. ბროწეულის ნაყოფი ზამთარშიც შეიძლება შევიძინოთ. თუ შენახვის წესებს დავიცავთ, მას არათუ არ მოაკლდება - მოემატება კიდეც სასარგებლო თვისებები, მწკლარტე გემოს დაკარგავს, ხოლო ვიტამინებსა და ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეიძლება თუ არა, აღმოვფხვრათ რკინის ნაკლებობა?

რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის ნაკლებობას სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა განაპირობებს. თავად რკინის ნაკლებობა კი ორგანიზმში რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აღგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების გაფერმკრთალებით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება. შედარებით მოზრდილები ამ სიმპტომებთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, ხშირ გულის წასვლას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სწავლასა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას. რკინის ნაკლებობის შესავსებად საჭიროა რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა დიეტათერაპიასთან ერთად. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ძროხისა და ხბოს ხორცი, ძროხის ენა და ღვიძლი, კურდღლის ხორცი. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინით მდიდარია, მაგრამ ამ ელემენტზე მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან მცენარეული რკინა ძნელი ასათვისებელია. ასე რომ, ვაშლის, ჭარხლის, ბროწეულის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს. რკინის პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისი შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება. თუმცა თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ დავადგინეთ და აღმოვფხვერით, რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფსიქოლოგებმა დაასახელეს 3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი შვებულებაში შეიძლება დაავადდეს
ფსიქოლოგებმა დაასახელეს 3 ნიშანი იმისა, რომ ადამიანი შვებულებაში შეიძლება დაავადდეს
ამას ფსიქოლოგები „დამსვენებლის სინდრომს“ უწოდებენ.
სრულად
ექიმი ასახელებს თირკმელებისთვის საშიშ პროდუქტებს
ექიმი ასახელებს თირკმელებისთვის საშიშ პროდუქტებს
La Nacion: ჭარბი მარილი, გაზიანი სასმელები და ცხოველური ცილები შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს თირკმელებისათვის.
სრულად
ივნისის ბოლომდე საქართველოში ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი რისკია მოსალოდნელია
ივნისის ბოლომდე საქართველოში ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალი რისკია მოსალოდნელია
ულტრაიისფერი გამოსხივება: როგორ დავიცვათ თავი მაღალი რისკის დღეებში.
სრულად
კონდიცირებული ოთახიდან სიცხეში უეცრად გასვლისას იზრდება სითბური დარტყმის რისკი
კონდიცირებული ოთახიდან სიცხეში უეცრად გასვლისას იზრდება სითბური დარტყმის რისკი
კონდიციონერმა შეიძლება გააუარესოს იმუნური სისტემის ფუნქციონირება.
სრულად
მთვარეული მამაკაცი სამშენებლო ამწეზე აძვრა და 126 მეტრის სიმაღლეზე გაიღვიძა
მთვარეული მამაკაცი სამშენებლო ამწეზე აძვრა და 126 მეტრის სიმაღლეზე გაიღვიძა
მალაიზიაში მძინარე მამაკაცი სამშენებლო ამწეზე, 126 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, იტყობინება SCMP.
სრულად
საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?
საჭმლის მონელების სირთულეები – როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს სიმსუბუქის შენარჩუნებაში?
ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ბროწეული - მითი და სინამდვილე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები