ზეთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზეთი

გაცხელებისას ნედლეულიდან მეტი ზეთი გამოდის, თუმცა იმავდროულად იზრდება ზეთში კანცეროგენული ნივთიერებების მოხვედრის შანსიც, ამიტომ დაიხსომეთ: ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხელი დაწნეხვით მიღებული. გამოწურვის შემდეგ ზეთს წმენდენ. თუ ამისთვის გამოიყენეს მხოლოდ ფიზიკური მეთოდები (გაფილტვრა, სალექარში გაჩერება და ნალექის მოშორება) - ზეთის ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ხშირად მიმართავენ ზეთის ქიმიურ გაწმენდას ანუ რაფინირებას. ექსტრაქციით მიღებული ზეთები სრულ რაფინაციას ექვემდებარება. რაფინირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ასეთი გაწმენდის გარეშე ზეთი დიდხანს არ ინახება და კულინარიულ დამუშავებასაც ცუდად იტანს (გაცხელებისას შეიძლება აქაფდეს), თუმცა ქიმიური გაწმენდისას ზეთი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ქიმიური დამუშავებისას ზეთში არასასურველი ქიმიური ნივთიერებებიც მოხვდეს, ამიტომ რაფინირებული ზეთი უკვე აღარ არის ისეთი სასარგებლო, როგორიც მანამდე იყო. ზოგჯერ ზეთის ეტიკეტზე ასეთ წარწერას წააწყდებით: "გავლილი აქვს მხოლოდ ჰიდრატაცია", ან "მხოლოდ ვინთერიზაცია", "დეზოდორაციის გარეშე", "არომატიზაციის გარეშე". ეს ტერმინები ქიმიური გაწმენდის (რაფინირების) სტადიებს ასახავს. ამ წარწერებით მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ ზეთს ქიმიური გაწმენდის სრული ციკლი კი არა, მისი მხოლოდ ნაწილი აქვს გავლილი, ანუ სრულად რაფინირებულ ზეთზე უკეთესია, უფრო სასარგებლოა.

როგორ ავირჩიოთ

ზეთის არჩევის ზოგადი წესები ასეთია:

  • თუ ზეთი გაუცხელებლად (მაგალითად, სალათის შესაკაზმად) უნდა გამოიყენოთ, ეცადეთ, არარაფინირებული (ან არასრულად რაფინირებული) შეიძინოთ, ხოლო თუ რამის შესაწვავად გინდათ, რაფინირებულის შეძენა ჯობს.
  • აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი - მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებული კი უფრო ნაკლებ ხანს: 3-8 თვეს. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები - ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ შენახვის ვადა გასული არ იყოს! გაფუჭებული ზეთი ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია!
  • მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა, გამჭვირვალე იყოს, არ ჰქონდეს ნალექი. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.
  • თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრით სჯობს სხვას. საქმე ის არის, რომ ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, ეს ნივთიერება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებშია. ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტს. ის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულია ზეითუნის ზეთის რამდენიმე სორტი:
  • Virgin Olive Oil. ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.
  • Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) - რაფინირებული ზეითუნის ზეთია. ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil, ისეა დამუშავებული, რომ მისი რამდენიმეჯერ გაცხელებაც კი შეიძლება - მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.
  • Pure Olive Oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
  • Pomace Olive Oil - ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისგან ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.


ყველაზე სასარგებლოა Virgin Olive Oil (ამავე დროს ის ყველაზე ძვირიც ღირს). მაგრამ თუ ზეთის გაცხელებას, მასში რამის შეწვას გეგმავთ, რა თქმა უნდა, ჯობს, Refined Olive Oil შეიძინოთ, სასურველია Light Olive Oil ტიპისა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთის ნარევს ასაღებენ. თუ ასეთი საეჭვო ზეთის შეძენა შემოგთავაზეს, გირჩევთ, ჯერ ცოტაოდენი შეიძინოთ და 2-3 დღით მაცივარში შედგათ - სუფთა ზეითუნის ზეთი 2-3 დღის შემდეგ თეთრ ნალექს გაიკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაქრება. თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება. ასე იოლად მიხვდებით, ზეითუნის ზეთი სუფთაა თუ სხვა ზეთი აქვს შერეული. კიდევ ერთი: ზეითუნის ზეთი ყოველთვის ყვითელი არ არის. მისი ფერი იმ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, სადაც ზეითუნი მოიყვანეს და ყვითლიდან მწვანემდე იცვლება. არარაფინირებული ზეითუნის ზეთი Virgin Olive Oil შენახვის დროსაც იცვლის ფერს.

როგორ შევინახოთ და გამოვიყენოთ

  • იმისთვის, რომ ზეთმა სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, იგი უნდა შევინახოთ სიბნელეში, დავიცვათ მეტალებსა და წყალთან კონტაქტისგან.
  • ზეთის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა 5-დან 20 გრადუსამდეა.
  • არარაფინირებული ზეთი უმჯობესია მაცივარში შევინახოთ მინის ჭურჭლით.
  • გახსნილ ბოთლში ზეთი უფრო სწრაფად ფუჭდება. ამიტომ ზეთის ბოთლის გახსნის შემდეგ ეცადეთ, ზეთი 1-1,5 თვის მანძილზე გამოიყენოთ.
  • გახსნილ ბოთლს თავზე ყოველთვის დაახურეთ, რათა ზეთი ჟანგბადისა და ტენისგან დაიცვათ.
  • ნუ იყიდით იმაზე მეტ ზეთს, ვიდრე მისი შენახვის ვადის გასვლამდე მოიხმართ. თუ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, ვადაგასული ზეთი მაშინვე უნდა გადაღვაროთ.
  • გაცხელებისას ზეთში კანცეროგენული და ტოქსიკური ნივთიერებები წარმოიქმნება. ამიტომ ზეთის რამდენჯერმე გაცხელება არ შეიძლება! ერთხელ შესაწვავად გამოყენებული ზეთი უნდა გადაასხათ!

ზეთი გამოსაყენებლად უვარგისია, თუკი:

  • მწარე ან მძაღე გემო აქვს (შესაძლოა, ეს გემო მხოლოდ ზეთის გაცხელების შემდეგ იგრძნოთ). ასეთი ზეთი ან ძველია, ან უვარგისი, ამძაღებული ნედლეულისგან არის დამზადებული.
  • თუ გაცხელებისას ზეთს თევზის სუნი აუვიდა, ეს ნიშნავს, რომ ზეთი მიღებულია ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით და უხარისხოა. ის არ მოგწამლავთ, მაგრამ არც გარგებთ.

მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მასალების მიხედვით.