როგორ მოვიქცეთ ტონზილიტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიქცეთ ტონზილიტის დროს

- ტონზილიტი ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელსაც ხახის რკალის ერთი ან რამდენიმე ლიმფოიდური წარმონაქმნის (ხშირად - სასის ნუშურების) ანთება ახასიათებს. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს. მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ბაქტერია, ა ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, იწვევს, შედარებით იშვიათად - ვირუსი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია. ნუშურების ლორწოვან გარსში გამომწვევი შეიძლება მოხვდეს ჰაერწვეთოვანი და ალიმენტური გზით, ასევე - პირდაპირი კონტაქტის დროსაც. გარდა ამისა, დაავადება შეიძლება გამოიწვიონ იმ მიკრობებმა და ვირუსებმა, რომლებიც მუდამ ბინადრობენ ხახის ლორწოვან გარსზე. ამას ექიმები აუტოინფექციას ვუწოდებთ. აუტოინფიცირების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ადამიანის პირობითპათოგენური ან პათოგენური მიკროფლორის პათოგენურობის მომატება.

აუტოინფიცირება ყველაზე ხშირად ხდება ქრონიკული ტონზილიტის დროს.

- როგორია მწვავე ტონზილიტის კლინიკური სურათი?

- მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-390C-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის ტკივილით, რომელიც ყლაპვისას ძლიერდება. ხშირად ამ სიმპტომებს სახსრებისა და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვები შესაძლოა შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები - ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ნუშურებში - სწრაფად ქრება. ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა, - ამიტომ საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორის (ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები) გამო მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.


- ქრონიკული ტონზილიტის კლინიკური სურათი როგორიღაა?

- ქრონიკული ტონზილიტი იშვიათად იწყება ანგინის გარეშე. მის განვითარებას ხშირად ხელს უწყობს მუდმივი აუტოინფიცირება ინფექციის ქრონიკული კერებიდან (კარიესული კბილები, ცხვირსა და მის დანამატ წიაღებში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები), ასევე - ბაქტერიული და ქსოვილოვანი ადგილობრივი და ზოგადი აუტოალერგია. ქრონიკული ტონზილიტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხშირი ანგინა ანამნეზში. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმა არ შეიძლება გამწვავების პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ყველა ფარინგოსკოპიური სიმპტომი ასახავს პროცესის სიმწვავეს და არა მის ქრონიკულ მიმდინარეობას. სასის ნუშურების ქრონიკული ანთების ობიექტური ნიშნების შეფასება მიზანშეწონილია მწვავე პროცესის დასრულებიდან მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ. ქრონიკული ტონზილიტი უმეტესად წელიწადში 2-3-ჯერ მწვავდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ანგინა წელიწადში 5-6-ჯერაც კი განვითარდეს. ზოგჯერ ის შედარებით იშვიათია - 1-2 ეპიზოდი 3-4 წლის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს ჩივილები, წესისამებრ, მკვეთრად გამოხატული არ არის. ყველაზე ხშირად აღინიშნება ხშირი ანგინა ანამნეზში. ავადმყოფი უჩივის არასასიამოვნო სუნს პირიდან, ყლაპვისას ყელში უსიამოვნო ან უცხო სხეულის შეგრძნებას, სიმშრალეს, ჩხვლეტას, თუმცა ეს არა მარტო ქრონიკული ტონზილიტის, არამედ ფარინგიტის სხვადასხვა ფორმის ნიშნებიც არის. ხშირად უჩივიან ადვილად დაღლას, მოთენთილობას, თავის ტკივილს, შრომის უნარის დაქვეითებას, სუბფებრილურ ტემპერატურას, სახსრების ტკივილს, გულისცემის გახშირებას, ტკივილს გულის არეში. ბავშვებისთვის დამახასიათებელია ყურში ჩხვლეტის ან სუსტი გამჭოლი ტკივილის შეგრძნება, მაშინ როდესაც ოტოსკოპიური სურათი ნორმაშია. ნუშურების ზომას დაავადების დიაგნოსტიკისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მოზრდილებში ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურები უმეტესად მცირე ზომისაა. ბავშვებს ნუშურები ხშირად გადიდებული აქვთ, მაგრამ ამ ასაკისთვის ისედაც დამახასიათებელია ხახის ლიმფადენოიდური აპარატის ჰიპერპლაზია,  მათ შორის - სასის ნუშურებისაც. ქრონიკული ანთების დროს, განსაკუთრებით - ბავშვებში, ნუშურები შეიძლება ფაშარი იყოს. ნუშურა ჯირკვლის ეპითელური საფარველიდან ხშირად ჩანს 1-2 მმ დიამეტრის მოყვითალო მრგვალი წარმონაქმნები. ქრონიკული ტონზილიტის გავრცელებული და ყურადსაღები ნიშანია ნუშურების ლაკუნებში (თავისებურ ჩაღრმავებებში) საცობების სახით არსებული ჩირქოვანი შიგთავსი, რომელსაც ზოგჯერ უსიამოვნო სუნი აქვს. ქრონიკული ტონზილიტის ადგილობრივი ნიშნებიდან უნდა ვახსენოთ რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება. ქრონიკული ტონზილიტი კომპენსირებულიც შეიძლება იყოს და დეკომპენსირებულიც. კომპენსირებული ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურების დამცავი ფუნქციის დაქვეითება შექცევადია, ვლინდება ქრონიკული ანთების ადგილობრივი ნიშნებით და მკურნალობის შედეგად შესაძლოა აღდგეს. ქრონიკულ დეკომპენსირებულ ტონზილიტს ახასიათებს ნუშურების ფუნქციის ღრმა, შეუქცევადი დარღვევები, ხშირი გამწვავება, ადგილობრივი ჩირქოვან-ანთებითი და ზოგადი გართულებები. ქრონიკული კომპენსირებული ტონზილიტის ნიშანია ხშირი (წელიწადში რამდენიმე) ანგინა. ასეთი ანგინის შემდეგ დიდხანს გრძელდება სიცხე, ზოგადი სისუსტე, მოთენთილობა, დაღლილობა. სასის ნუშურები გადიდებულია (ზოგჯერ, პირიქით, დაპატარავებული), ლაკუნებში ჩანს საცობები, რომლებსაც უსიამოვნო სუნი აქვს. ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს პერიოდულ, მფრინავ ტკივილებს სახსრებსა და გულის არეში. გამოკვლევის დროს ზოგჯერ ვლინდება გართულებები თირკმელების მხრივ. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის განსაზღვრულ ეტაპზე ანგინა ხშირდება (მწვავდება წელიწადში, სულ ცოტა, 3-ჯერ), სასის ნუშურების ირგვლივ შეინიშნება ქსოვილების ანთება (მაგალითად, პარატონზილარული აბსცესი), იმატებს შემაწუხებელი დაღლილობა, სხეულის ტემპერატურა ოდნავ მომატებულია. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის ერთ-ერთი ნიშანია გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების მხრივ, მაგალითად, რევმატიზმი, გლომერულონეფრიტი.


- როგორ მკურნალობენ მწვავე და ქრონიკულ ტონზილიტს?

- მწვავე და ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია:

  • ანთებითი პროცესის ხასიათზე (მწვავე, ქრონიკულის გამწვავება, დუნედ მიმდინარე ქორნიკული ფორმა);
  • ანთების ტიპზე (კატარული, ჩირქოვანი, ფლეგმონოზური);
  • ანთების გამომწვევზე (სტრეპტოკოკი, სპიროქეტა, ბაცილა, ვირუსი, სოკო).

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანგინა ან პირველადია, - სასის ნუშურებში დამოუკიდებლად განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესი, - ან მეორეული, რომელიც სხვა, მაგალითად, სისხლის დაავადების გამოვლინებას წარმოადგენს. ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმმა უნდა აირჩიოს მკურნალობის ტაქტიკა და განსაზღვროს, როდის ოპერაციაა უმჯობესი და როდის - კონსერვატიული თერაპია.

- რა კრიტერიუმებს ეფუძნება ექიმის არჩევანი?

- ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა ნაჩვენებია გაურთულებელი ქრონიკული ტონზილიტის დროს, აგრეთვე მაშინ, როდესაც ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გამო ოპერაციული მკურნალობა შეიძლება გადავდოთ; თუ ავადმყოფს ადრე არ უმკურნალია ან აშკარაა ტონზილიტის ადგილობრივი გამოვლინებები - ჩირქოვანი საცობები ნუშურებში, პირიდან უსიამოვნო სუნი. ქრონიკული ტონზილიტის კონსერვატიული მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს ლაკუნების გამორეცხვასა და ჩირქოვანი საცობების მოშორებას. ეფექტიანია ფიზიოთერაპიული პროცედურები: ულტრაბგერითი თერაპია, ულტრაიისფერი დასხივება, ლაზეროთერაპია. კონსერვატიული მკურნალობა ეფექტიანად მიიჩნევა, თუ:

ა) ანგინით ავადობა შეწყდა;

ბ) გაქრა ან შესამჩნევად შემცირდა ქრონიკული ტონზილიტის ობიექტური ნიშნები;

გ) შესამჩნევად შემცირდა ქრონიკული ტონზილიტით გამოწვეული ზოგადი ალერგიულ-ტოქსიკური გამოვლინებები.

მკურნალობის ეფექტი შეიძლება გავზარდოთ იმუნომასტიმულირებელი მცენარეული ექსტრაქტებით, რომლებიც ასტიმულირებენ ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს და ზრდიან მაკროფაგებისა და გრანულოციტების ფაგოციტურ აქტივობას. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ტონზილექტომია – ნუშურების ამოკვეთა. ტონზილექტომიის აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადება, II-III ხარისხის გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, მძიმე შაქრიანი დაიბეტი, სისხლისა და სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს სისხლდენა, მწვავე ზოგადი დაავადებები, ქრონიკული დაავადებების გამწვავება. დროებით უკუჩვენებად მიიჩნევა კარიესული კბილების არსებობა, ღრძილების ანთება, ორსულობის უკანასკნელი თვეები. შედარებითი უკუჩვენებაა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის მკვეთრად გამოხატული ატროფიული პროცესი. მომღერლებმა ტონზილექტომიისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან მან შესაძლოა ხმის სიმაღლისა და ტემბრის ცვლილება გამოიწვიოს.

- რას გულისხმობს ტონზილიტის პროფილაქტიკა?

- ორგანიზმის გაკაჟებას, ინფექციისა და გარემოს არასასურველი ფაქტორებისადმი მისი მედეგობის ამაღლებას, ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დაცვას, რაციონალურ კვებას. ძალზე მნიშვნელოვანია ცხვირისა და პირის ღრუს სანაცია.