შესაფერისი სათამაშო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შესაფერისი სათამაშო

სათამაშოები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ:

  • სათამაშოები, რომლებიც მოქმედებას მოითხოვს. ასეთია ყველანაირი მაგიდის სათამაშო, ბურთები, კონსტრუქტორები, კუბები, თოჯინები, საბავშვო თოჯინები, ავეჯი;
  • გულის გასახარი სათამაშოები: პლუშის დათვები, კურდღლები, მუსიკალური სათამაშოები. მათ განსაკუთრებული დანიშნულება თითქოს არ აქვთ, მაგრამ თვალსა და გულს ახარებენ, სულს აამებენ;
  • სუვენირები - თაბაშირის ფიგურები, ყულაბები, მაგნიტები, ხის ფიგურები. მათ ვუცქერით და ესა თუ ის ადგილი ან ის პიროვნება გვახსენდება, რომელმაც სათამაშო გვაჩუქა.

ბავშვს სამივე სახის სათამაშოები სჭირდება, თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. უბრალოდ, დაფიქრდით, რა ტიპის სათამაშო გინდათ აჩუქოთ პატარას ამჯერად. როცა მიზანი გარკვეულია, საჩუქრის არჩევა გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, განმავითარებელი სათამაშოების შერჩევა სახუმარო საქმე არ არის. მშობლებს ვერ გადაუწყვეტიათ, ნაადრევი ხომ არ არის ამა თუ იმ სათამაშოს ყიდვა, მართლაც საინტერესო იქნება თუ არა ის ბავშვისთვის. მოდი, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით ვცადოთ სიტუაციაში გარკვევა.

ერთ წლამდე

ამ ასაკში განსაკუთრებით კარგია სათამაშოები, რომლებიც გრძნობის ორგანოთა (მხედველობა, სმენა, ტაქტილური შეგრძნება), წვრილი და მსხვილი მოტორიკის, ყურადღებისა და აზროვნების განვითარებისკენ არის მიმართული. დაბადებიდან ერთი წლამდე პერიოდი სამყაროს განსაკურებით აქტიური შეცნობის ხანაა. მართალია, პატარას ჯერ არ შეუძლია, საგნებით განახორციელოს რთული ქმედებები, ითამაშოს საინტერესო (მშობლების აზრით) თამაშები, მაგრამ ის ყოველდღიურად კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს, როცა აქნევს ჩხაკუნას, ათვალიერებს ორნამენტებს ხალიჩაზე ან აშენებს პირამიდას. პატარა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, ყოველი ახალი სათამაშო მის ცხოვრებაში პირველად ჩნდება! სამყაროს აქტიურად ათვისებაში დასახმარებლად კარგი იქნება, თუ პატარას კაშკაშა პლასტიკის ან ქსოვილისგან დამზადებულ სათამაშოებს აჩუქებთ.

სათამაშო "ხალიჩები" - ალბათ შეგიმჩნევიათ ფერადი, ნახატებიანი ქსოვილი, რომელზეც სათამაშოებია მიმაგრებული. მათი მომხიბვლელობა სწორედ მრავალფუნქციურობაა. ისინი ააქტიურებენ შეგრძნებებს, ბიძგს აძლევენ სხვადასხვა ქმედებას. კაშკაშა "ხალიჩები" ლამაზი სურათებით, ზედ მიკერებული ჩხაკუნებით, რბილი რეზინებით, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვლებით დიდხანს მიიპყრობენ პატარა ბავშვის ყურადღებას.

ჩხაკუნები ისეა შექმნილი, რომ ადვილია მათი ხელში აღება. ამავე დროს, ისინი ძალიან ლამაზი, გამძლე და უსაფრთხოა. ახალშობილს ხომ სულაც არ სჭირდება წვრილი დეკორატიული ელემენტები. ისიც საკმარისია, რომ სათამაშოს აქვს კაშკაშა ფერი, შესაფერისი ზომა და სასიამოვნო ტექსტურა. ანალოგიური სათამაშოები ასწავლიან ბავშვს საგანზე კონცენტრირებას, იპყრობენ ყურადღებას, აღვიძებენ პირველ ქმედებებს - დაჭერას, შერხევას, სტიმულს აძლევენ პირველ არჩევანს.

მოძრავი დასაკიდებელი სათამაშოები - ეს არის გირლანდა, რომელსაც საწოლზე ვამაგრებთ. მარტივი მოწყობილობის წყალობით სათამაშო ლამაზი მელოდიის თანხლებით ტრიალებს. ნელა მოძრავ სათამაშოს ბავშვი ძალაუნებურად უყურებს, აკვირდება, ხელებით ეპოტინება. ამავე დროს ნაზი და სასიამოვნო მუსიკა პატარას აწყნარებს, ამშვიდებს.

სათამაშოები მარტივი მექანიზმით - ეს არის პლასტიკური მასალისგან დამზადებული ცხოველები, მანქანები, ადამიანები, რომლებსაც ლამაზი ღილაკი აქვთ. საკმარისია, ღილაკს თითი დავაჭიროთ და სათამაშოც "ცოცხლდება", მღერის, ცეკვავს... ამ ტიპის სათამაშოები შესანიშნავად წვრთნიან ბავშვებს, აჩვევენ თამაშის წესებს. ავითარებენ მსხვილ და წვრილ მოტორიკას, აზროვნებას, გვეხმარებიან ყურადღების კონცენტრირებაში და უამრავ დადებით ემოციას გვჩუქნიან.

პირამიდები და კუბები - კუბებისა და პირამიდების კაშკაშა ფერები და ნახატები სტიმულს აძლევენ მხედველობით აღქმას, მათ შორის - ფორმისას, რადგან მსგავს სათამაშოებში ფორმა მკაცრად არის შემოსაზღვრული და ადვილი ასათვისებელია. პირამიდებისა და კუბების ზომა და ფორმა მოხერხებულია ბავშვის ხელისთვის. ამ თამაშების წყალობით ცოტათი მოზრდილ ბავშვს თავად უჩნდება პირველი კონსტრუქტორული იდეები, სხვადასხვაგვარი სახლისა და კოშკის აგების სურვილი. პირამიდა შეუცვლელი ტრენაჟორია სივრცითი და კონსტრუქციული აზროვნების განვითარებისთვის და საგნებით რთული მანიპულირების უნარის ჩამოყალიბებისთვის. კუბები ახალბედა მშენებელს ეხმარებიან სივრცითი კოორდინაციის ჩამოყალიბებაში და ხელებით ზუსტი მოძრაობების გამომუშავებაში, გარდა ამისა, კუბებისა და პირამიდების წყალობით ადვილად შეიძლება ავითვისოთ ფერის, რაოდენობის ცნებები და დათვლაც ვისწავლოთ.


ერთიდან ორ წლამდე

ამ ასაკში ბავშვისთვის გამიზნულ მარტივ გასართობებს ემატება მრავალფუნქციური სათამაშოები და თამაშები, რომლებიც ბავშვს ყოველმხრივ განვითარებაში ეხმარებიან. ერთი წლის ბავშვს შეუძლია თავი დიდად ჩათვალოს, ვინაიდან მან უკვე ძალიან ბევრი რამ იცის!

მოზაიკა - პლასტიკისგან დამზადებული კუბები და სპეციალური "ხალიჩა" - ბავშვს სხვადასხვა ორნამენტის შექმნისას წვრილი მოტორიკის გამომუშავებაში დაეხმარებიან და წარმოსახვასაც მისცემენ ბიძგს.

თოჯინები, ჯარისკაცების ფიგურები, მანქანები. პატარა ბავშვებს ყველაზე მეტად იტაცებთ მოზრდილების მიბაძვა, ამ თვალსაზრისით კი ყველაზე მეტად სწორედ დასახელებული სათამაშოები დაგვეხმარება. ადამიანებისა და ცხოველებს ფიგურები ავითარებენ ბავშვის ემოციურ სფეროს, ასწავლიან მას მოზრდილთა ცხოვრების ელემენტებს.

საქანაო ცხენი, დიდი მანქანა, ფეხბურთი და სათამაშო ავეჯი ბავშვს საშუალებას აძლევენ, თავად შექმნას საკუთარი სათამაშო სივრცე. ქანაობის, მანქანის ტარებისა და თამაშის დროს ბავშვს უვითარდება კუნთები, კოორდინაცია და, უბრალოდ, კარგად ატარებს დროს.

2 წლის შემდეგ

ამ ასაკის პატარებს უკვე ნამდვილი "მოზრდილთა" თამაში სჭირდებათ, ამიტომ რაღაც უფრო სერიოზული უნდა ავირჩიოთ.

საბავშვო დომინო: ბავშვს უკვე შეუძლია აითვისოს თამაშის გარკვეული წესები. ეს ავითარებს ნებისყოფას, შედეგზე ორიენტაციას და თვითკონტროლს. თავდაპირველად დომინო ისე ააწყვეთ, რომ სწორი ხაზის ფორმა მისცეთ. როგორც კი ახალგაზრდა "მოთამაშე" ამ მეთოდს აითვისებს, დავალება გაართულეთ.

ფეხბურთი, ჰოკეი - ეს თამაშები განსაკუთრებით ზედგამოჭრილია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ერთ ადგილზე ჯდომა უჭირთ. თამაში ხომ ნამდვილი ფეხბურთის ან ჰოკეის შემცირებული ვარიანტია. თამაშის დროს ბავშვი სწავლობს საკუთარი სხეულის ფლობას, ღირსეულ კონკურენციას, ეს კი სათანადო მზადებაა ზრდასრული ცხოვრებისთვის.

პაზლები. თავდაპირველად ბავშვს 8-10 დეტალისგან შემდგარი პაზლი შესთავაზეთ. თუ პატარამ ამ მარტივ დავალებას თავი გაართვა, დეტალების რაოდენობა 30-50-მდე გაზარდეთ. მთავარი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის სურათის კაშკაშა ფერები, მკვეთრი გამოსახულება და გასაგები სიუჟეტი.

კონსტრუქტორები. მაღაზიაში სრულიად სხვადასხვა ტიპის კონსტრუქტორებს ნახავთ. თქვენი შვილისათვის შესაფერისი რომ შეარჩიოთ, დაფიქრდით, რა იზიდავს თქვენს პატარას. კონსტრუირებისას პატარა სწავლობს სივრცეში ორიენტირებას, სრულყოფს ხელებით მოძრაობას, ავითარებს აზროვნებას.

"მოზრდილთა" ნივთები - ეს ის ნივთებია, რომლებიც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის იმიტირებას ახდენენ - პატარა სამზარეულოები, მტვერსასრუტები, უთოები, სამშენებლო მასალები. ამ სათამაშოებით თამაშის დროს ბავშვს უყალიბდება არა მარტო ყოფითი ჩვევები, არამედ ითვისებს აუცილებელ სოციალურ როლს, რაც სწორ ფსიქიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. არის შემთხვევები, როცა გოგონას მშენებლის ნაკრები იზიდავს, ხოლო ვაჟს - სამზარეულოსი. ამ დროს დაძაბვა და ნერვიულობა არ ღირს. რაც უფრო მეტ როლს მოირგებს პატარა ბავშვობისას, მით უფრო ფართო იქნება მისი უნარი და ცხოვრებისეული ინტერესები ზრდასრულ ასაკში. მთავარი წესი კი სათამაშოს შერჩევისას ერთია - მას ბავშვისათვის სიხარული უნდა მოჰქონდეს. ასე რომ, ითამაშეთ და განვითარდით!