კენგურუ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კენგურუ

ვიდრე ბავშვს კენგურუში ჩასვამდეთ, გირჩევთ, ორთოპედს აჩვენოთ. მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ შეიძლება კენგურუს გამოყენება. საქმე ის არის, რომ არსებობს თანდაყოლილი პათოლოგია - მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, სხვაგვარად - ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. თუ პატარას ეს დაავადება აქვს, კენგურუში მისი ხშირად და დიდხანს ჩასმა მიზანშეწონილი არ არის. კენგურუში ჯდომისას ბავშვს ტერფები გარეთ განეზიდება, მისი ხშირი გამოყენება კი ტერფების მყარ განზიდვასა და ვალგირებას (გარეთ გამრუდებას) განაპირობებს. ამის თავიდან ასაცილებლად პატარა სეირნობის შემდეგ მუცელზე ისე დააწვინეთ, რომ ტერფები საწოლიდან (ლეიბიდან, მაგიდიდან) გადმოკიდებული ჰქონდეს.

ასეთი პოზა კენგურუში დიდხანს ჯდომის შემდეგ ბარძაყის მომზიდველი კუნთების დაჭიმულობის პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. ორ თვემდე მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარების შესახებ სრულ ინფორმაციას გვაწვდის სახსრის ექოსკოპიური გამოკვლევა. ორთოპედთან კონსულტაციისას შეიტყობთ, რა ასაკიდან და რამდენი ხნით შეგიძლიათ ასეირნოთ თქვენი პატარა.

ცოტა რამ მენჯ-ბარძაყის პათოლოგიის შესახებ

მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გავრცელებული დაავადებაა. ის ყოველი 1000 ახალშობილიდან 2-3-ს აღენიშნება, გოგონებში 5-ჯერ უფრო ხშირია და უპირატესად მენჯ-ბარძაყის მარცხენა სახსარს აზიანებს. დისპლაზია მთელი სახსრის, მისი ყველა ელემენტის განვითარების მანკია. ბარძაყის თავის ცდომის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ბარძაყის ამოვარდნილობას, ქვემოამოვარდნილობას და წინაამოვარდნილობას. ახალშობილის სახსრის ფორმირება ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დროულ დაწყებას.

განურჩევლად მშობლის სურვილისა, პროფილაქტიკის მიზნით ყოველ ახალშობილს უნდა ჩაუტარდეს ორთოპედისა და ნევროლოგის კონსულტაცია და სახსრის ულტრაბგერითი კვლევა. მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიის ამოცნობაში დიდი როლის შესრულება შეუძლია მშობელს. აი, რა უნდა იცოდეს მან. მენჯ-ბარძაყის სახსრის დიასპლაზიის მთავარი ნიშნებია:

  • ბარძაყის პასიური განზიდვის შეზღუდვა; დააწვინეთ ჩვილი ზურგზე. ფეხები მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსარში სწორი კუთხით მოუხარეთ და აქეთ-იქით, მარჯვნივ-მარცხნივ მსუბუქად გადაუწიეთ. დაზიანებული სახსრის მხარეს განზიდვა შეზღუდული იქნება. თუ პატარა ჭირვეულობს და ზურგზე წოლისას ბარძაყის განზიდვის საშუალებას არ გაძლევთ, დააწვინეთ მუცელზე მხოხავ პოზაში, ფეხები მუხლებში მოუხარეთ და მსუბუქად უბიძგეთ ფეხისგულებზე. დაზიანებული სახსრის მხარეს მოძრაობა შეზღუდული იქნება.
  • ბარძაყებისა და დუნდულების ნაოჭთა ასიმეტრია; დააწვინეთ ბავშვი მუცელზე და ფეხები გაუჭიმეთ. შესამჩნევი იქნება კანის ნაკეცების, ნაოჭების ასიმეტრია.
  • შიგნითა როტაცია - ბარძაყის შებრუნება შიგნით (ეს სიმპტომი იშვიათია);
  • კიდურის დამოკლება;

ეს შედარებით მოზრდილ ასაკშია შესამჩნევი. ბავშვი გვიან იდგამს ფეხს და აქვს სიარულის დამახასიათებელი, ბატისებური მანერა.

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობა სიცოცხლის პირველსავე დღეს იწყება. ფართოდ გამოიყენება ფუნქციონალური მეთოდი, რომელიც მდებარეობით მკურნალობას ითვალისწინებს. პატარას ფეხები მენჯ-ბარძაყის სახსარში მაქსიმალურად აქვს გადაშლილი. ამის მიღწევა შეიძლება, თუ ბავშვს ჩავაცმევთ ორ პამპერსს ან დავადებთ სპეციალურ სალტეებს. ისინი ისე ედება, რომ ფეხები მაქსიმალურად იყოს განზიდული. სალტეებს ორთოპედი ადებს, მშობლებმა კი ზედმიწევნით უნდა შეასრულონ მისი რეკომენდაციები.

თუ ექიმმა სალტეებით მკურნალობა საჭიროდ არ მიიჩნია, გირჩევთ ფართო გადახვევას ორი ან რამდენიმე საფენით: პატარას ფეხებს შორის რამდენიმეჯერ მოკეცილი საფენი უნდა ამოუდოთ. ფეხები ამ დროს მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსარში და 60-80 გრადუსით არის განზიდული აქეთ-იქით. ამ მდგომარეობაში ფეხებს პამპერსის, მესამე საფენის ან მჭიდრო შარვლის საშუალებით აფიქსირებენ. ასეთი გადახვევა რეკომენდებულია უკლებლივ ყველა ჩვილისთვის, რადგან ფეხების მსგავსი მდებარეობისას მენჯ-ბარძაყის სახსრის სწორი განვითარებისთვის ოპტიმალური პირობები იქმნება.

მომდევნო აუცილებელი პირობაა ბავშვის სწორად დაჭერა: პატარა ფართოდ გაშლილი ფეხებით წელზე გყავთ შემოხვეული, თავად კი ხელებს ზურგზე ხვევთ და მჭიდროდ იკრავთ მკერდზე.

მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობისას მკურნალობის მთავარი საშუალება სამკურნალო ფიზკულტურაა. ვარჯიშები ორგვარია: ზოგადი და სპეციალური.

ზოგადი ვარჯიშები დაბადებისთანავე იწყება და ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება - მისი ფსიქომოტორული განვითარების შესაბამისად რთულდება. სპეციალური ვარჯიშები ხელს უწყობს მენჯ-ბარძაყის სახსრის, ბარძაყისა და დუნდულა კუნთების სწორ განვითარებას.

ბავშვის ასაკის გათვალისწინებით გამოიყენება პასიური (1 წლამდე) და აქტიური (1-3 წელი) ვარჯიშები.

წლამდე ვარჯიში და მასაჟი შერწყმულად ტარდება. გამოიყენება კლასიკური მასაჟის ილეთები - ხელსმა, წელის კუნთების, დუნდულების, ბარძაყის წინა-უკანა-გვერდითი ზედაპირების დამუშავება, ასევე წერტილოვანი მასაჟი - დუნდულა კუნთების ბარძაყის სხივთან შეერთების ადგილას, ბარძაყის მომზიდველი კუნთების მოსადუნებელი მასაჟი.

ეფექტურია თბილი აბაზანები, წყალქვეშა მასაჟი, პარაფინის აპლიკაციები, ტალახის აბაზანები, ზღვის მარილისა და წიწვების აბაზანები. 3 თვეს გადაცილებულ პატარებს სამკურნალო ფიზკულტურა დღეში 3-5-ჯერ, 5-10 წუთის განმავლობაში უტარდებათ. ამიტომ აუცილებელია, თვით მშობელი დაეუფლოს მასაჟისა და ვარჯიშის ჩატარების ტექნიკას.

რეკომენდებული არ არის:

  • ბავშვის ხელში დაჭერა ისე, რომ გვერდზე ფეხებჩამოკიდებული თქვენს თეძოს ეყრდნობოდეს - ამ დროს პატარას წელი ასიმეტრიულად უჭირავს.
  • კენგურუთი ყოველდღიურად და დიდხანს ტარება.