მამაკაცის გარდერობის აუცილებელი მინიმუმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის გარდერობის აუცილებელი მინიმუმი

ღამეული ცხოვრების წესისათვის მისაღებია კლუბური ცასუალ სტილი. ამ სტილის ტანსაცმელზე ძნელია თქვა რაიმე კონკრეტული. საქმე ის არის, რომ კლუბებში მოსიარულეთა ტანსაცმელი იმდენად მრავალფეროვანია, რომ საერთო სტილისტიკის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, მაგრამ მისი ძირითადი ხაზი ადვილად შეიძლება დავიჭიროთ: თუ ეს ჯინსია, უნდა იყოს გახეხილი, დახვრეტილი, დაკერილი, შემკული იმ დეტალებით, რითაც ასე უყვართ ცნობილ დიზაინერებს თავიანთი თაყვანისმცემლების გახარება და გაოცება. იგივე ითქმის ტანსაცმლის დანარჩენ ელემენტებზეც. ნებადართულია ყველაფერი: თუ საქმე ფეხსაცმელს ეხება - კეტებიდან დაწყებული, გალაქული ფეხსაცმლით დამთავრებული, თუ ტანსაცმელს - ფერადი მაისურებიდან კლასიკურ კოსტიუმამდე. ასეთ ფართო არჩევანს თავისი პლუსები აქვს:

  • საკუთარი ინდივიდუალურობის ხაზგასმის შესაძლებლობა;
  • კრეატიულობის გამოვლენის შესაძლებლობა;
  • სხვადასხვა სტილის სამოსის კომბინაციის შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, ადვილად შეძლებთ შეადგინოთ თქვენი საღამოს გარდერობი კლუბში წასასვლელად. ჯინსი - როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასურველია, სხვადასხვა დეტალით იყოს გაფორმებული. მაისური - მკვეთრი, ფერადი, უმჯობესია რამდენიმე, სხვადასხვა ფერისა, სხვადასხვანაირად მოხატული. თუმცა უბრალო თეთრი მაისური და ჯინსი უკვე კლასიკაა და ყოველთვის წარმატებული ვარიანტია. ფეხსაცმელი - ნებისმიერი გარდერობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. კლუბისთვის ფეხსაცმლის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მკვეთრ და უჩვეულო მოდელებს. კოსტიუმი - ეს შეიძლება იყოს წელზე მომდგარი მოკლე პიჯაკი და ვიწრო შარვალი, რაც მეტად მომგებიანად წარმოგაჩენთ. ფერთა გამას საზღვრები არ აქვს - შეიძლება როგორც კლასიკური შავი, ასევე ლურჯისა და იისფერის მკვეთრი შეხამება. არჩევანი თქვენზეა. ცასუალ სტილი ყველაზე მარტივი, მოხერხებული და აქტუალურია ყოველდღიურ ცხოვრებაში. გარდერობში ყველას აქვს ტანსაცმელი, რომელიც ასეთად შეიძლება განვიხილოთ. ცასუალ, უპირველეს ყოვლისა, კომფორტულია - რბილი, სასიამოვნო ქსოვილი, მოხერხებული ფეხსაცმელი და უბრალო თარგები. ასე რომ, ტანსაცმლის არჩევისას გირჩევთ ყურადღება სწორედ ამ კრიტერიუმებზე გაამახვილოთ. აუცილებელი მინიმუმი ტანსაცმლისა, რომლის საშუალებითაც იოლად შექმნით თქვენს ინდივიდუალურ ცასუალ სტილს, ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:

  • რასაკვირველია, პირველი და აუცილებელი ელემენტია ჯინსი. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერისა და პრაქტიკულად ნებისმიერი თარგისა; კარგად უნდა იყოს მორგებული და ქმნიდეს კომფორტის განცდას. ამჟამად აქტუალურია გალიფე, ვიწრო და ბოლოში დავიწროებული ჯინსი, კომბინეზონები და, რასაკვირველია, კლასიკა.
  • გვერდს ვერ ავუვლით 2-3 ბამბის მაისურს. საყელო შეიძლება იყოს მრგვალი, V-ს მაგვარი, კვადრატული ან ოვალური. რაც შეეხება ფერს, ამ სეზონზე აქტუალურია ბეჟის ყველა ელფერი, რძისფერიდან ტერაკოტამდე.

გრილ, ღრუბლიან საღამოს გაგათბობთ რბილი, თბილი, მოხერხებული კარდიგანი, რომელიც მაისურზე შეიძლება შემოიცვათ. მთავარია კარდიგანისა და მაისურის ფერი ერთმანეთს ეხამებოდეს. შესაძლებელია მეტად ორიგინალური და მოდური სახის შექმნა კონტრასტული ფერების, მაგალითად, ლურჯისა და წითლის, მწვანისა და იისფერის, ცისფერისა და ვარდისფერის, ყვითლისა და იისფერის შეხამებით. და, რასაკვირველია, ფეხსაცმელი. ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შეუძლია, ყველაზე უბადრუკი ჩაცმულობაც კი გაამრავალფეროვნოს, მკვეთრი და მოდური გახადოს. ცასუალ სტილის ფეხსაცმელი - ეს პირველ რიგში მოხერხებული ფეხსაცმელია. რაც შეეხება მოდელს, ეს შეიძლება იყოს როგორც მაღალყელიანი წაღა ან ჩექმა ზამთარში, ასევე კედები და სანდლები ზაფხულში. ფერთა გამა ვარირებს შავიდან თეთრამდე, ბეჟის, ყავისფერის, რუხის ჩათვლით. აქსესუარებიდან, რომლებიც თქვენს სტილს განუმეორებელს გახდის, შეიძლება შევარჩიოთ შარფი. სხვა შესაძლო ვარიანტებია სამაჯური, მოდური საათი, ძეწკვი, მედალიონი. ასევე შესანიშნავი დამატება იქნება კეპი, შლაპა, თუნდაც ნაქსოვი ქუდი.