მამაკაცთან ურთიერთობის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცთან ურთიერთობის საიდუმლო

4. ვაიძულოთ უფროსი, მოგვიმატოს ხელფასი;

5. გადავაჩვიოთ შვილი სიგარეტს და მივაჩვიოთ საკუთარი თავის მოვლას?

ამისთვის მამაკაცს ისე უნდა ვკითხულობდეთ, როგორც მსუბუქ დეტექტივს.

 

რა აღიზიანებთ მამაკაცებს?

კარდინალურად მნიშვნელოვანია მოსალოდნელი რისხვის გამოცნობა და პრევენციული ზომების მიღება.

როდესაც მამაკაცი გაღიზიანებულია, არ არის საჭირო ბედის გამოცდა. სიტუაციის კონტექსტიდან გამომდინარე, ის ან დაგიღრიალებთ, ან რამე სხვა სისაძაგლეს ჩაიდენს. გინდათ ეს? რასაკვირველია, არა, ამიტომაც უნდა შეგეძლოთ ექსტრემიზმის მოსალოდნელი შეტევის ნიშნების ამოცნობა და გარემოების შესატყვისად მოქცევა.

  • შეიძლება, რაიმე ნუგბარი მიაწოდოთ. საკვები მას რულს მოჰგვრის. მაძღარი მამაკაცები კი არ იკბინებიან.
  • შეიძლება, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანოთ, კერძოდ, იმაზე, როგორი რესპექტაბელურია ის. მამაკაცს მაშინვე გამოუკეთდება გუნება და თვალებს მილულავს, კბენის სურვილიც გადაუვლის.

რომელ ვარიანტს აირჩევთ, თქვენი ნებაა. მთავარია, ელვის სისწრაფით შეაფასოთ სიტუაცია და იგი თვითდინებაზე არ მიუშვათ. ყველა მამაკაცს ჰგონია, რომ მას ყველაფერი შეუძლია. საკუთარი თავის პატივისმცემელი ნებისმიერი ქალის ღირსების საქმეა, მამაკაცმა ეს "ყველაფერი" შეძლოს. რასაკვირველია, მისთვის. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ მამაკაცის სახეს - ყველაზე გაწონასწორებულ მამაკაცსაც კი თვალის დახამხამებაში გასცემს მიმიკა. თუ თქვენი მოსმენისას თვალები მილულა, თავი უკან გადააგდო და ღრმად ამოიხვნეშა, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ღიზიანდება, მაგრამ მზად არ არის გაღიზიანების დემონსტრირებისათვის.

ამ წუთებში ის დაახლოებით ასე ფიქრობს: "აი, დაიწყო! სადამდე შეიძლება?!", "ყელში ამოვიდა ერთი და იგივე...", "მოკლედ არ შეუძლია?" იქნებ უბრალოდ ეძინება? თუ ასეა, თქვენი სიტყვები განსაკუთრებით გააღიზიანებს. ყოველ შემთხვევაში, გუნებას ნამდვილად ვერ გამოუკეთებს. თუ მამაკაცმა თვალები მილულა, მაგრამ თავი სწორად, ოდნავ დაძაბულად უჭირავს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ის მობილიზებას ცდილობს, მაგრამ გაღიზიანებულია და ამის დამალვას არც აპირებს.

ცხვირის ისე ამოძრავება, რომ პირი და წარბები უმოძრაოდ დარჩეს, ყველას არ შეუძლია, თუმცა არის ერთი მიმიკა, რომელიც უსიტყვოდ გადმოსცემს გაღიზიანებას. ეს არის ნესტოების დაბერვა.

თუ პარტნიორს სახეზე დამცინავი გამომეტყველება აღებეჭდა, ფაქტია, მას თქვენი არ სჯერა.

მჭიდროდ მოკუმული პირი ფეთქებადი ბრაზის გამოხატულება შეიძლება იყოს. ტუჩის დაშვებული კუთხეები იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი მომხდარით უკმაყოფილოა. გაღიზიანების აშკარა დემონსტრირებაა მაგიდაზე, სავარძლის საზურგეზე ან ნებისმიერ ზედაპირზე თითების კაკუნი, მაგრამ ეს გაღიზიანება გამოწვეულია არა თქვენი სიტყვებით, არამედ იმით, რომ არ უსმენთ მას ან არ გესმით მისი. მუშტად შეკრული ხელის მტევანი შესაბამისი ჟესტიკულაციითა და მიმიკით ასევე ბრაზის გამოხატულებაა. გადაჯვარედინებული ხელები და გულისხმიერი ღიმილი საგულდაგულოდ შენიღბულ გაღიზიანებაზე მიანიშნებს.