რატომ დიდდება სათესლე ჯირკვალი
- სათესლე ჯირკვლის კიბო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის მიმართაც მიდრეკილი არიან 18-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცები. ამ დროს შესაძლოა სათესლე პარკში პალპაციით ისინჯებოდეს მცირე სიმკვრივე - ეს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პირველი ნიშანია. მეორე კი სათესლე ჯირკვლის გადიდებაა. შესაძლოა მცირედი შეშუპებაც. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
- ინფექციური დაავადებები, უპირველესად - ეპიდიდიმიტი. დაავადების განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს გადაჭარბებულმა სქესობრივმა აქტივობამ და სქესობრივი პარტნიორის ხშირმა ცვლამ.
- ჰიდროცელე. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სათესლე ჯირკვლის არეში გროვდება სითხე. შესაძლოა, მიმდინარეობდეს პრაქტიკულად უსიმპტომოდ, ერთადერთი შესამჩნევი ცვლილება სათესლე პარკის გადიდებაა. შესაძლოა ზეწოლისა და დისკომფორტის შეგრძნებაც სათესლე პარკში.
- თიაქარი. სტატისტიკურად ის უმეტესად მარჯვენა სათესლე პარკში წარმოიშობა, შესაბამისად, დიდდება მარჯვენა სათესლე ჯირკვალი. თუმცა სათესლე ჯირკვლის თიაქარი ზრდასრულ ასაკში იშვიათია - ეს უფრო ბავშვთა დაავადებაა.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მაგალითად, ქლამიდიოზი.
- სათესლე ჯირკვალი ქირურგიული ჩარევის შემდეგაც შეიძლება გადიდდეს (მაგალითად, პროსტატის ადენომის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ). ამ დროს მასში მიმდინარეობს მცირე ანთებითი პროცესი, რომელსაც ჩააცხრობს ანტიბიოტიკები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.
- ზოგიერთი უროლოგიური პროცედურის შემდეგ. ეს საშიში არ არის.
გარდა ამისა, სათესლე ჯირკვლის გადიდებას იწვევს ტრავმა, დაჟეჟილობა. ტრავმა იმით არის საშიში, რომ გადიდებული სათესლე ჯირკვლის არეში შეიძლება განვითარდეს წყალმანკი. ამრიგად, ჯირკვლის ზომისა და ფორმის ნებისმიერი ცვლილებისას, მით უმეტეს - თუ ამას თან ახლავს ტკივილი, აუცილებლად უნდა ეჩვენოთ ექიმ უროლოგს. ვიზიტის გადადებას აზრი არ აქვს.