/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

რატომ ირღვევა შარდვის პროცესი ქალის ორგანიზმში

რატომ ირღვევა შარდვის პროცესი ქალის ორგანიზმში
- რამდენად ხშირია ქალებში შარდის შეუკავებლობა?

- შარდის შეუკავებლობა და ქრონიკული ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება - ქალის ორი უდიდესი უროლოგიური პრობლემაა. ორივე საკმაოდ არის გავრცელებული.

- რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?

- ძირითადად - შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება, რაც ასაკობრივი ცვლილებების ბრალია.

სფინქტერის მოდუნებას ხელს უწყობს მშობიარობა, საშვილოსნოს დაწევა და სხვა ფაქტორები. კლინიკური მონაცემების მიხედვით, შარდის შეუკავებლობის მქონე მოხუცი პაციენტები შეიძლება 4 ჯგუფად დავყოთ. აქედან ქალებში ხშირია:

  • დაძაბვის შეუკავებლობა - შარდის უნებლიე გამოყოფა, მაგალითად, ცემინებისა და ხველისას. ამ ტიპის შეუკავებლობა უმეტესად საშვილოსნოს დაწევის, შედარებით იშვიათად კი შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანების ბრალია. დაწეული საშვილოსნო ედება შარდის ბუშტს და თუ ის სავსეა, მცირედი დაძაბვაც კი საკმარისია შარდის გამოყოფისთვის;
  • იმპერატიული შეუკავებლობა - ამ დროს ქალი ვერ ახერხებს თავის შეკავებას და მოშარდვის სურვილის გაჩენისთანავე შარდავს ისე, რომ ვერც კი ასწრებს საპირფარეშომდე მისვლას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არსებობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ორი პიკი. პირველი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რაც შარდის შეუკავებლობას იწვევს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედები ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია, გაივლის, მაგრამ დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს.

მეორე პიკი მოდის საშუალო ასაკზე და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს ხდება იმ იოგებისა და კუნთების მოდუნება, რომლებიც უზრუნველყოფს შარდის შეკავებას.

- რას უჩივის ამ დროს ქალი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ საზრდულში მაქვს ტკივილი ქრონიკული ოღონდ ყრუ ძლიერი არა 2 წლის წინ ვიყავი გადაღებაზე საკვერცხების გადამიღო ექიმა მითხრა ანთება გქონდა და არ არის ბოლომდე გამქრალი გამომიწერა წამლები ნემსები გავაკეთე ისე როგორც ექიმა მითხრა კი მიშველა მარა მერე 1 წლის მერე ისევ ამტკივდა უროლოგთან ვიყავი ხელით ეემამოწმა და მითხრა მარცხენა საკვერცხეში გაქვს ოდნავ ვენა გასიებული ვარიკოცელი გაქვსო მარა თუ არმოიმატა არ არის საშიში და საოპერაციო ჩემ ძმასაც აქვს ოღონდ არტკივა და მე საიდან მაქვა ეს ყრუ ქრონიკული ტკივილი ვერ ვხდები რასმირჩევთ ?</p>

- შარდის ბუშტის დაცლის უეცარ და ძლიერ სურვილს, რომლის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ასევე - შარდვის გახშირებას დღის განმავლობაში და ნიქტურიას - ღამით ერთ ჯერზე მეტად მოშარდვის სურვილს. მიზეზთაგან განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას მენოპაუზასთან კავშირი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ესტროგენის (ქალური ჰორმონის) ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს დეტრუზორის შეკუმშვის დარღვევა და მისი აქტივობის მომატება.

შარდის შეუკავებლობით დაავადებული ქალის ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია - იგი მიჯაჭვულია საპირფარეშოს და საფენებს, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდოს სითხის მიღება და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ეს ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას.

- როგორ მკურნალობენ შარდის შეუკავებლობას?

- მოხუცებში შარდის შეუკავებლობის ხელშემწყობი შექცევადი ფაქტორებია საშარდე გზების ინფექცია, ზოგიერთი მედიკამენტი, ატროფიული ვაგინიტი, დუნე ცხოვრების სტილი, ყაბზობა.

შეუქცევადი ფაქტორებია ნერვული სისტემის დაავადებები, ნერვკუნთოვანი დაავადებები, გულის უკმარისობა და სხვა. ასეთ პაციენტებს ენიშნებათ მხოლოდ პირველი რიგის მკურნალობა, რადგან სპეციალური მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია და ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს თანდართული ტკივილი, ჰემატურია, მორეციდივე ინფექცია, სიმსივნე მენჯის ღრუში ან იტარებს სხივურ თერაპიას.

დაძაბვის შეუკავებლობის შემთხვევაში ასაკოვან ქალებს პირველი რიგის მკურნალობის მეთოდად ენიშნებათ მენჯის კუნთის ვარჯიშები, დამატებითი ვაგინალური კონუსები, ფიზიოთერაპიის კურსი.

კონსერვატიული მკურნალობის (ანტიმუსკარინული პრეპარატების) უშედეგობის შემთხვევაში მიმართავენ ნეიროსტიმულაციას, მენჯის ნერვების ბლოკადას, შარდის ბუშტის აუგმენტაციას, თუმცა ეს იშვიათად ხდება საჭირო - შარდის იმპერატიული შეუკავებლობა კარგად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას.

როდესაც შარდის შეუკავებლობა განპირობებულია სფინქტერის დაზიანებით, მიმართავენ მის ქირურგიულ კორექციას ენდოსკოპიული ან ღია წესით. შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ მოწოდებულია მინიმალურად ტრავმული - სლინგური ოპერაციები, რომელთა მიზანია მოდუნებული და დაზიანებული იოგების აღდგენა-რემოდელირება. თუ დაწეულია საშოს კედლებიც, მიზანშეწონილია ერთი ჩარევით ორივე ოპერაციის გაკეთება - სლინგურისა შარდის შეუკავებლობის გამო და საშოს კედლების პლასტიკისა სპეციალური პოლიპროპილენის ბადით.

- შესაძლებელია თუ არა შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა?

- ქალებში შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა გულისხმობს 40-50 წლიდან პერიოდულ ვიზიტს გინეკოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში - უროლოგის კონსულტაციებს.

- რატომ არიან ქალები განწყობილი საშარდე გზების ინფექციების მიმართ?

- ქალებში ხშირია საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, რაც მათი საშარდე გზების ანატომიური თავისებურებებით არის გამოწვეული. ამ დროს გამომწვევი ადვილად ხვდება შარდის ბუშტში, შემდეგ - შარდსაწვეთებში, ბოლოს კი - თირკმლის ფიალებში.

საშარდე გზებს ანატომიურად და ფიზიოლოგიურად მჭიდრო კავშირი აქვს რეპროდუქციულ სისტემასთან. ამ კავშირს განაპირობებს:

  • მოკლე ურეთრა;
  • შარდსადინარის სიახლოვე სწორ ნაწლავსა და გარეთა სასქესო ორგანოებთან;
  • ჰორმონული ფონის ცვლილება.

გარდა ამისა, ორსულობის დროს მომხდარი ცვლილებები ხელს უწყობს შარდის შეგუბებას და ართულებს მის გადინებას. გაგანიერებულია თირკმლის ფიალები, დაგრძელებულია შარდსაწვეთები, დაქვეითებულია საშარდე გზების კუნთოვანი შრის ტონუსი. შარდის დენას ართულებს ორსული საშვილოსნოს მექანიკური ზეწოლაც. ამის შედეგად ორსულთა მესამედს უვითარდება შარდის უკუშეტყორცნა შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში, რაც ხელს უწყობს ინფექციის გამომწვევის გავრცელებას საშარდე გზების ზედა ნაწილებში.

კომენტარები (3)
tamuna
yuradgebac mivaqcie da dgemdec davdivar konsultaciaze.zogma infeqciaze mimkurnala,zogma mshibiatobis dros dazianebulia da gaukeravi dautovebiato da nawiburi aqvso,sheukaveblobaa tu ara is8c ar ician imit9m rom xan maaqvs xan ara.
თარიღი : 17-02-2019
tamo
ყურადგებაც მივაქციე და 5 წელია უშედეგოდ ვმკურნალობ,ვერაფერი ვერ გამიგეს,ვერ გაიგეს ტუ რა იწვევს ამ პრობლემას
თარიღი : 17-10-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?
რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?
რაში მდგომარეობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სირთულე?
სრულად
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში  საჭირო გახდეს ღია  წესით ოპერაციის ჩატარება“
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში საჭირო გახდეს ღია წესით ოპერაციის ჩატარება“
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი, გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი,
სრულად
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა და მცირე ტრავმაც კი იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს თავად სათესლე ჯირკვალში ან მის დანამატებში.
სრულად
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ
შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი.
სრულად
შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები
შარდის შეკავების მიზეზებზე, შესაძლო გართულებებზე, პროფილ­აქტიკის, დიანგოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება
სრულად
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?
ბოლო დროს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და ეს ხდება იმის გამო,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : უროლოგია

მოგესალმებით.ვარ 39 წლის მქონდა ტკივილები და დისკომფორტი შარდის ბუშტის, ექოსკოპიაზე გამოჩნდა გადიდება პროსტ. ჯირკვლის 45სმ.³ პროსტ.სეკრეტის კვლევისას ამოვიდა ოქროსფ. სტაფილოკ და სტრეპტოკ. agalactiae , B ჯგ. მცირე ზრდით ,დამინიშნეს დოქსიციკლინი დღეში 2× , 15დღე, ფლუკონაზოლი 4ც. სამ დგეში 1, პროსტენალი 1 ც. 2 ჯერ 15 დღე. გადამოწმებაზე ამოვიდა სტაფილოკ. უხვი ზრდით , სტრეპტოკ.მცირე ზრდ და მიკოპლაზმა ჰომინის-დადებითი. დაინიშნა 1 პაკეტი ფოსფომიცინი+ფლუკონაზოლი ყოველ მესამე დღეს, 6 პაკეტი.მკურნალობის პროცესში აქა იქ კვლავ იყო ტკივილი და ჩივილები. ბოლო ანალიზზე- hylococcus epidermidis -უმნიშვნ. ზრდით. ექიმმა განკურნებული ხარო და ტამსულოზინი დამინიშნა 1 თვე. დგეში 1×. აგილაგებს ჩივილებსო. ორი კვირა გავიდა,ეს ბოლო დღეებია, თითქმის მთელი დგის განმავლობაში მაქვს შემაწუხებელი ტკივილები მოშარდვის შემდეგ და მთელი დღე გრზელდება.იქნებ მითხრათ,ეს ნორმალურია,ისევ იმ ბაქტერიებმა ხომ არ იჩინეს თავი?

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ ირღვევა შარდვის პროცესი ქალის ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ირღვევა შარდვის პროცესი ქალის ორგანიზმში

- შარდის შეუკავებლობა და ქრონიკული ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება - ქალის ორი უდიდესი უროლოგიური პრობლემაა. ორივე საკმაოდ არის გავრცელებული.

- რა იწვევს შარდის შეუკავებლობას?

- ძირითადად - შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანება, რაც ასაკობრივი ცვლილებების ბრალია.

სფინქტერის მოდუნებას ხელს უწყობს მშობიარობა, საშვილოსნოს დაწევა და სხვა ფაქტორები. კლინიკური მონაცემების მიხედვით, შარდის შეუკავებლობის მქონე მოხუცი პაციენტები შეიძლება 4 ჯგუფად დავყოთ. აქედან ქალებში ხშირია:

  • დაძაბვის შეუკავებლობა - შარდის უნებლიე გამოყოფა, მაგალითად, ცემინებისა და ხველისას. ამ ტიპის შეუკავებლობა უმეტესად საშვილოსნოს დაწევის, შედარებით იშვიათად კი შარდის ბუშტის სფინქტერის დაზიანების ბრალია. დაწეული საშვილოსნო ედება შარდის ბუშტს და თუ ის სავსეა, მცირედი დაძაბვაც კი საკმარისია შარდის გამოყოფისთვის;
  • იმპერატიული შეუკავებლობა - ამ დროს ქალი ვერ ახერხებს თავის შეკავებას და მოშარდვის სურვილის გაჩენისთანავე შარდავს ისე, რომ ვერც კი ასწრებს საპირფარეშომდე მისვლას.

არსებობს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის ორი პიკი. პირველი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს ზიანდება იოგები, ეშვება კუნთები, რაც შარდის შეუკავებლობას იწვევს. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედები ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია, გაივლის, მაგრამ დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს.

მეორე პიკი მოდის საშუალო ასაკზე და თან ახლავს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს ხდება იმ იოგებისა და კუნთების მოდუნება, რომლებიც უზრუნველყოფს შარდის შეკავებას.

- რას უჩივის ამ დროს ქალი?

- შარდის ბუშტის დაცლის უეცარ და ძლიერ სურვილს, რომლის მოთმენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ასევე - შარდვის გახშირებას დღის განმავლობაში და ნიქტურიას - ღამით ერთ ჯერზე მეტად მოშარდვის სურვილს. მიზეზთაგან განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას მენოპაუზასთან კავშირი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ესტროგენის (ქალური ჰორმონის) ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს დეტრუზორის შეკუმშვის დარღვევა და მისი აქტივობის მომატება.

შარდის შეუკავებლობით დაავადებული ქალის ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია - იგი მიჯაჭვულია საპირფარეშოს და საფენებს, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდოს სითხის მიღება და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ეს ყველაფერი მკვეთრად აუარესებს ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას.

- როგორ მკურნალობენ შარდის შეუკავებლობას?

- მოხუცებში შარდის შეუკავებლობის ხელშემწყობი შექცევადი ფაქტორებია საშარდე გზების ინფექცია, ზოგიერთი მედიკამენტი, ატროფიული ვაგინიტი, დუნე ცხოვრების სტილი, ყაბზობა.

შეუქცევადი ფაქტორებია ნერვული სისტემის დაავადებები, ნერვკუნთოვანი დაავადებები, გულის უკმარისობა და სხვა. ასეთ პაციენტებს ენიშნებათ მხოლოდ პირველი რიგის მკურნალობა, რადგან სპეციალური მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია და ნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს თანდართული ტკივილი, ჰემატურია, მორეციდივე ინფექცია, სიმსივნე მენჯის ღრუში ან იტარებს სხივურ თერაპიას.

დაძაბვის შეუკავებლობის შემთხვევაში ასაკოვან ქალებს პირველი რიგის მკურნალობის მეთოდად ენიშნებათ მენჯის კუნთის ვარჯიშები, დამატებითი ვაგინალური კონუსები, ფიზიოთერაპიის კურსი.

კონსერვატიული მკურნალობის (ანტიმუსკარინული პრეპარატების) უშედეგობის შემთხვევაში მიმართავენ ნეიროსტიმულაციას, მენჯის ნერვების ბლოკადას, შარდის ბუშტის აუგმენტაციას, თუმცა ეს იშვიათად ხდება საჭირო - შარდის იმპერატიული შეუკავებლობა კარგად ემორჩილება კონსერვატიულ მკურნალობას.

როდესაც შარდის შეუკავებლობა განპირობებულია სფინქტერის დაზიანებით, მიმართავენ მის ქირურგიულ კორექციას ენდოსკოპიული ან ღია წესით. შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ მოწოდებულია მინიმალურად ტრავმული - სლინგური ოპერაციები, რომელთა მიზანია მოდუნებული და დაზიანებული იოგების აღდგენა-რემოდელირება. თუ დაწეულია საშოს კედლებიც, მიზანშეწონილია ერთი ჩარევით ორივე ოპერაციის გაკეთება - სლინგურისა შარდის შეუკავებლობის გამო და საშოს კედლების პლასტიკისა სპეციალური პოლიპროპილენის ბადით.

- შესაძლებელია თუ არა შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა?

- ქალებში შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა გულისხმობს 40-50 წლიდან პერიოდულ ვიზიტს გინეკოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში - უროლოგის კონსულტაციებს.

- რატომ არიან ქალები განწყობილი საშარდე გზების ინფექციების მიმართ?

- ქალებში ხშირია საშარდე გზების აღმავალი ინფექცია, რაც მათი საშარდე გზების ანატომიური თავისებურებებით არის გამოწვეული. ამ დროს გამომწვევი ადვილად ხვდება შარდის ბუშტში, შემდეგ - შარდსაწვეთებში, ბოლოს კი - თირკმლის ფიალებში.

საშარდე გზებს ანატომიურად და ფიზიოლოგიურად მჭიდრო კავშირი აქვს რეპროდუქციულ სისტემასთან. ამ კავშირს განაპირობებს:

  • მოკლე ურეთრა;
  • შარდსადინარის სიახლოვე სწორ ნაწლავსა და გარეთა სასქესო ორგანოებთან;
  • ჰორმონული ფონის ცვლილება.

გარდა ამისა, ორსულობის დროს მომხდარი ცვლილებები ხელს უწყობს შარდის შეგუბებას და ართულებს მის გადინებას. გაგანიერებულია თირკმლის ფიალები, დაგრძელებულია შარდსაწვეთები, დაქვეითებულია საშარდე გზების კუნთოვანი შრის ტონუსი. შარდის დენას ართულებს ორსული საშვილოსნოს მექანიკური ზეწოლაც. ამის შედეგად ორსულთა მესამედს უვითარდება შარდის უკუშეტყორცნა შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთებში, რაც ხელს უწყობს ინფექციის გამომწვევის გავრცელებას საშარდე გზების ზედა ნაწილებში.


- რა უწყობს ხელს საშარდე გზების ინფექციების განვითარებას?

- საშარდე გზების ინფექციის რისკფაქტორებია:

  • უწესრიგო სქესობრივი ცხოვრება;
  • სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა;
  • პირადი და სქესობრივი ჰიგიენის წესების დაუცველობა;
  • სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებები (საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთება), ქრონიკული ანთების კერების არსებობა ორგანიზმში, ენდოკრინული პათოლოგია (შაქრიანი დიაბეტი), საშარდე სისტემის პათოლოგიები (შარდკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული ცისტიტი, თირკმლის განვითარების ანომალიები).

- ზემოთ ქრონიკული ცისტიტი ახსენეთ...

- ქრონიკული ცისტიტი სერიოზულ უროლოგიურ პრობლემად გვევლინება კლიმაქსურ ასაკში, როდესაც საგრძნობლად მცირდება სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების რაოდენობა. ქალის ჰორმონები მნიშვნელოვანია საშოს ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად, მათი დისბალანსი კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას შარდის ბუშტში. გარდა ამისა, ქალის ჰორმონები გავლენას ახდენს შარდის ბუშტის დამცავ საცხსა და ლორწოვან გარსზე, რომელთა დაზიანება ქრონიკული ცისტიტის გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორია. დამცავი საცხის აღდგენა შესამჩნევ უკეთესობას და განკურნებასაც კი იწვევს. ამგვარი მკურნალობის გარეშე შედეგის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, პათოლოგიური ცვლილებები წლიდან წლამდე პროგრესირებს და ვითარდება მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი მიკრო- და მაკროწყლულებით, შარდის ბუშტის ტევადობისა და ფუნქციის დაკარგვით. ამ დროს ქალი ყოველ 10-20 წუთში ერთხელ შარდავს, მისი ცხოვრების ხარისხი უკიდურესად მძიმდება და რჩება ერთადერთი გამოსავალი - უშუალოდ შარდის ბუშტის კედელში სპეციალური ნემსით იმ ნივთიერების შეყვანა, რომელიც ხელოვნურად ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას და ამცირებს ტკივილის მუდმივ შეგრძნებას.

ამრიგად, ქრონიკული ცისტიტი ძალზე აქტუალური პრობლემაა და მასთან ბრძოლა უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე მედიცინის საერთაშორისო პრინციპებს, რათა დრო ამაოდ არ დაიკარგოს უშედეგო მკურნალობაზე, რაც, სამწუხაროდ, ხშირია.

- რას გვეტყვით დეფლორაციის შემდგომ ცისტიტზე?

- სქესობრივი ცხოვრების საწყის პერიოდში ხშირია ცისტიტი და პიელიტი - თირკმლის ფიალების ანთება. შარდის ბუშტში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობა სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან ერთად საგრძნობლად იმატებს. ინფიცირების განმეორებითი ეპიზოდები ვლინდება სქესობრივი აქტიდან 24 საათის განმავლობაში. ამ დროს აუცილებელია გინეკოლოგის და/ან უროლოგის მონახულება.

დეფლორაციის შემდგომი ცისტიტის შემდეგ თითქმის ყოველი სქესობრივი აქტი იწვევს ცისტიტის გამწვავებას. ანტიბაქტერიულ მკურნალობას მხოლოდ დროებითი შედეგი აქვს და თანდათან უშედეგო ხდება. დეფლორაციის შემდგომი ცისტიტის მიზეზად დღეს ასახელებენ საშოში შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის ჩაბრუნებას.

ეს გამოწვეულია ქალის საშარდე სისტემის ანატომიური თავისებურებებით, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ. ამ თავისებურებათა გამო ყოველი სქესობრივი აქტის შემდეგ შარდსადენსა და შარდის ბუშტში გადადის საშოს ლორწო ბაქტერიული შიგთავსით, რაც ცისტიტის განვითარების და შემდეგ გამწვავების წინაპირობას ქნის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია მარტივი ქირურგიული ჩარევა. უამისოდ ცისტიტი შეიძენს მორეციდივე ხასიათს და წარმოიშობა პიელონეფრიტის განვითარების საფრთხე.

- რა თავისებურებები ახასიათებს ორსულთა საშარდე სისტემას?

- ორსულობის პირველ სამ თვეს და ბოლო რამდენიმე კვირას შარდვა ხშირდება. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლის ბრალია. გარდა ამისა, იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტი და შარდსადენი) ინფექციის განვითარების ალბათობაც. ბოლო წლებში მეანების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საშარდე გზების ინფექცია, რომელიც არცთუ იშვიათად პირველად იჩენს თავს ორსულობის დროს.

ექსტრაგენიტალური დაავადებებიდან შარდგამომყოფი გზების პათოლოგია ორსულებში მეორე ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ თავისი გართულებებითურთ, რომლებიც ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში ვითარდება. შარდგამომყოფი სისტემის ინფექციის სიხშირე ორსულებში 4-8%-ს შეადგენს.

საშარდე გზების განსაკუთრებით გავრცელებულ ანთებით დაავადებებს მიეკუთვნება უსიმპტომო ბაქტერიურია (შარდში დიდი რაოდენობით ბაქტერიების აღმოჩენა კლინიკური გამოხატულების გარეშე). ის შემთხვევათა 2-13%-ში გვხვდება, ხოლო შარდის ბუშტის ანთება (მწვავე ცისტიტი) და თირკმელების მწვავე ანთება (მწვავე პიელონეფრიტი) - 1-2%-ში.

საშარდე გზების ქვედა ნაწილების ანთებითი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება ურეთრიტი, მწვავე ცისტიტი, უსიმპტომო ბაქტერიურია.

- რა ხდება ლოგინობის ხანაში?

- ამ პერიოდში შარდის ბუშტი არასრულად იცლება, რაც ხელს უწყობს მიკრობების გამრავლებას და საშარდე გზების შემდგომ ინფიცირებას. სხვა მიზეზებიდან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მშობიარობისას შარდის ბუშტის ტრავმა და შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.

- როგორ შეიძლება, ორსულმა თავიდან აიცილოს ეს პათოლოგიები?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ორსულებს აქვთ განწყობა საშარდე გზების ინფექციის მიმართ, მიზანშეწონილია, ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე აყვანისას ყველა ორსულს ჩაუტარდეს სკრინინგული კვლევა, რაც შარდის ბაქტერიული ნათესის გამოკვლევას მოიცავს.

- უფრო დაწვრილებით, რას გვეტყვით მწვავე ცისტიტის შესახებ?

- მწვავე ცისტიტი ორსულებში საშარდე გზების ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა და უპირატესად ორსულობის პირველ ტრიმესტრში გვხვდება. მისი დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ ლაბორატულ მეთოდებს - სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს. პათოლოგიური ცვლილებები შეინიშნება შარდის ნალექში. გამოკვლეულ უნდა იქნეს თირკმელების გამომყოფი და ფილტრაციული უნარიც. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ულტრასონოგრაფიულ კვლევას. მკურნალობის სქემას, წამალს და მის დოზას არჩევს ექიმი. სასურველია, ანტიბაქტერიული მკურნალობა, შეძლებისდაგვარად, ორსულობის მე-12 კვირამდე გადაიდოს.

II ტრიმესტრში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამოქსიცილინ/კლავურონატი, მეორე თაობის ცეფალოსპორინები, III ტრიმესტრში მიზანშეწონილია მესამე-მეოთხე თაობის ცეფალოსპორინების გამოყენება.

ორსულებს, რომლებსაც აღმოუჩენენ უსიმპტომო ბაქტერიურიას, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა საშარდე გზების ფარულ დაავადებებზე. უსიმპტომო ბაქტერიურიის ათიდან დაახლოებით 3-4 შემთხვევაში ვითარდება მწვავე პიელონეფრიტი, ამიტომ აუცილებელია დროული პროფილაქტიკური მკურნალობა. მკურნალობის ეფექტურობა კონტროლდება შარდის დათესვით.