/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

პოლიურია და ხშირი შარდვა

პოლიურია და ხშირი შარდვა
ადამიანთა უმრავლესობა დღე-ღამეში 4-6-ჯერ შარდავს. შარდის გამოყოფა მეტწილად დღისით ხდება, ღამით კი ეს პროცესი უმეტესად ერთჯერადია.

გამოყოფილი შარდის რაოდენობა სხვადასხვაა - 700 მილილიტრიდან 3 ლიტრამდე. შარდვის გახშირება რამდენიმე სახისაა:

  • იზრდება გამოყოფილი შარდის მოცულობა, რასაც მედიცინის ენაზე პოლიურია ეწოდება;
  • ხშირდება შარდვა, თუმცა გამოყოფილი შარდის ჯამური მოცულობა უცვლელია;
  • შარდვაც ხშირდება და შარდის მოცულობაც იმატებს.

შარდვის გახშირებას შესაძლოა თან ახლდეს დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეკავების გაძნელება. ზოგჯერ პაციენტები ხშირ შარდვას უჩივიან, თუმცა მათ ეს შეგრძნება მხოლოდ იმიტომ უჩნდებათ, რომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ შარდის ბუშტის დაცლა, რეალურად კი გამოყოფილი შარდის მოცულობა უცვლელია. ღამით შარდვის გახშირებას მედიცინაში ნიქტურიას უწოდებენ. ის ზოგჯერ დაავადებაზე მიუთითებს, არცთუ იშვიათად კი იმის ბრალია, რომ ადამიანი საღამო ხანს ან უშუალოდ ძილის წინ იღებს სითხეს, ანდა დღის განმავლობაში იმაზე მეტ წყალს სვამს, ვიდრე სხვები.

მიზეზები

ამრიგად, შარდის რაოდენობის მომატება და შარდვის გახშირება, რომლის დროსაც ნორმალური რაოდენობის შარდი გამოიყოფა, სხვადასხვა რამაა. ბუნებრივია, მიზეზიც სხვადასხვა აქვს, თუმცა ამ ორ მდგომარეობას მაინც ერთად განიხილავენ, რადგან შეუძლებელია, დიდი რაოდენობის შარდი ისე გამოიყოს, შარდვა არ გახშირდეს.

შარდვის გახშირების მიზეზებია:

  • შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია, უმეტესად - ქალებსა და ბავშვებთან;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - გადიდება, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმსივნესთან, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (50 წლიდან);
  • ქვედა საშარდე გზებში კენჭის (კონკრემენტის) არსებობა.

შარდის რაოდენობის მომატებას იწვევს:

  • არაკონტროლირებული ან არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი. ეს პოლიურიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი არარსებობა არ გამორიცხავს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს. დიაგნოზი არ ემყარება კლინიკურ სიმპტომებს, შაქრიანი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ამ მდგომარეობას მედიცინაში პოლიდიფსია ეწოდება.

  • უშაქრო დიაბეტი - ამ დაავადების დროს დარღვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის პროდუქცია. ეს ჰორმონი უზრუნველყოფს თირკმლის მილაკებში სითხის უკუშეწოვას და არეგულირებს გამოყოფილი შარდის რაოდენობას. განასხვავებენ ორი ტიპის უშაქრო დიაბეტს. ცენტრალური ტიპის დიაბეტის დროს ჰორმონი ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება. ზოგჯერ თირკმელი სათანადოდ ვერ რეაგირებს ამ ჰორმონზე. ამ შემთხვევაში ნეფროგენულ (თირკმლისმიერ) უშაქრო დიაბეტზე საუბრობენ.

  • შარდმდენი პრეპარატების ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც აძლიერებს შარდის გამოყოფას (მაგალითად, ყავა, ალკოჰოლი).

  • თირკმლის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს შარდი თავდაპირველად ასევე დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ვინაიდან დარღვეულია სითხის უკუშეწოვა დაზიანებული თირკმლის მიერ.

გახშირებული შარდვისას საჭირო გამოკვლევები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გახშირებული შარდვისა და შარდის რაოდენობის მატების გამო ექიმს ბევრი მიმართავს. ზოგჯერ ეს პაციენტის მცდარი შთაბეჭდილებაა - შარდის რაოდენობის მატება გამოკვლევით არ დასტურდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩივილს საკმაოდ მძიმე დაავადება უდევს საფუძვლად, ამიტომ სასურველია ვიცოდეთ სიმპტომები, რომელთა იგნორირებაც საშიშია.

ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ხშირ შარდვას და შარდის რაოდენობის მომატებას თან ახლავს:

  • ქვედა კიდურების სისუსტე - არ არის გამორიცხული ზურგის ტვინის დაზიანება;
  • ტემპერატურის მომატება და წელის ტკივილი - სავარაუდოა საშარდე სისტემის ინფექცია;
  • სიმპტომების მოულოდნელი აღმოცენება ან აღმოცენება სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში;
  • ღამით ოფლიანობა, ხველა, წონის კლება, განსაკუთრებით - როცა პაციენტი მწეველია;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები.
შეკითხვა ექიმს
<p>-ვარ 19 წლის, არასდროს მქონია სექსი, ძირითადად იმის გამო ვიკავებ თავს სექსუალური ცხოვრების დაწყებისგან, რომ რაღაც გარკვეული შიში მაქვს, კერძოდ, როცა პენისის თავზე ჩუჩას ვიწევ და რამე მეხება ან ხელს ვიდებ, ჰიგიენის დაცვის მიზნით, საშინლად მტკივა, შიში კი იმაში მდგომარეობს, რომ აქტის შემდეგ ჩუჩა რომ გადავიდეს ეს ტკივილი სამუდამოდ დამრჩეს, შეიძლება აკვიატებული აზრია ან რეალური მიზეზი და იქნებ გამარკვიოთ ამ საკითხში.</p>

ექიმი გულდასმით კრებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ, ატარებს სრულყოფილ გასინჯვას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იბადება ეჭვი ამა თუ იმ დაავადების თაობაზე. ქვემოთ მიმოვიხილავთ შარდვის გახშირებისა და შარდის რაოდენობის მომატების გამომწვევ დაავადებებს და გაგაცნობთ მათ დამადასტურებელ სადიაგნოზო კვლევებს.

კომენტარები (4)
ketevan arjevanidze
გამარჯობათ მე ნიუიორკიდან გაწუხებთ,მყავს 5 წლის გოგონა,ერთი შელია რაც ქეთ ვცხოვრობთ,ბავშვს დაეწყო ხსშირი შარდვა და ვერ იკავებს შარდს,ვის არ მივმართეთ მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ,დაუდგინდა სისხლში ტყვია 17-პროცენტი,ვიმკურნალეთ და უკვე დგება თავის კალაპოტში,ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე,ვის მივმართო აღარ ვიცი,ბავშვიც ძალიან წუხს,სკოლაშიც პრობლემები გვაქვს უკვე,ხშირად დადის საჭირო ოთახში და გაკვეთილზე თითქმის არ ზის,ეხლა პამპერსი დავდივართ,მაგრამ იმდენი შარდის გამოყოფა აქვს რომ პამპერსიც არ ჰყოფნის,ანალიზები კარგი აქვს,გამოკვლევებიც გაუკეთდა საშარდე გზების და თირკმელების,ყველაფერი ნორმაში აქვს,ოქტომბრის შუა რიცხვებსში საშარდე მილში უნდა ჩაუდგან ზონდი რითიც მოხდება შიგნიტ საშარდე ბუშტის დათვალიერება.გთხოვთ ექიმო მირჩიეთ რა ვქნა,რა გზებს მივმართო.....მადლობთ
თარიღი : 22-09-2016
r
Bavshvebis shemtxvevashi vis mivmartot gamit aqvs xshiri shardva
თარიღი : 06-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : უროლოგია

-გამარჯობათ, 27 წლის მამაკაცი ვარ 110 წონა 1.86 სიმაღლე, მაწუხებს ასეთი რამ ამ ბოლო დროს როცა რამე უხერხულ მოძრაობას გავაკეთებ მაგალითად ბურთს ფეხს ამოვარტყავ ან რამე მსგავსი პროსტატის ადგილას რამოდენიმე წამიანი ძლიერი ტკივილი მაქვს შემდეგ ქრება და მერე რამდენიც არ უნდა მოვიქნიო ფეხი აღარ მტკივა მაგ ადგილას, ასევე როცა დავაცემინენ ზოგჯერ იშვიათად ზუსტად მაგ ადგილას მაქვს მოჭიმიმვის შეგრძნება და ძლიერი ტკივილი ეგეც რამოდენიმე წამიანი შემდეგ ისევ გაივლის თავისით, ბავშობაში მოშარდვის შემდეგ მქონდა ხოლმე მსგავსი ტკივილი აი ანუსის და სათესლეს შორის მიდამოში რამოდენიმე წამიანი ტკივილი ოღონდ ძალიან იშვიათად და ისიც მიშარდვის ბოლოს, ეხლა ცოტა გამიხშირდა მაგრამ შარდის შემდეგ არა უფრო უხერხულად თუ მოვიქნიე ფეხი ან დავაცემინე მაგ დროს მაქვს წამიერი ტკივილი, შარდვით ნორმალურად ვშარდავ არც სისხლის ამ წვა ან რამე მსგავსი არ მაქვს , შეგიძლიათ მითხრათ დაახლოებით რასთან მაქვს საქმე? გენეტიკაში საერთოდ არავის არ ააქვს პროსტატაზე რამე სერიოზული პრობლემა ან კიბო, დაახლოებით რა მჭირს ან რაუნდა იყოს მესმის კვლევების გარეშე რთულია თქმა, ზოგადად სისხლის საერთო ნორმალური მაქვს, ამ ბოლო დროს ბოლო 2’წელში წონაში თითქმის 30 კილო მოვიმატე არვიცი ეს კავშირშია თუარა, უბრალოდ მითხრარი რა ვარიანტებია რა შეიძლება რომმჭირდეს ან დიდი შანსია რო ეს მჭირს ან ის მჭიეს არვიცი იქნებ მითხრათ რამე სანამ ექიმთან მივალ. ზოგადად ნერვოზი მაქვს წლებია ესეც რომიცოდეთ არვიცი.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პოლიურია და ხშირი შარდვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლიურია და ხშირი შარდვა

გამოყოფილი შარდის რაოდენობა სხვადასხვაა - 700 მილილიტრიდან 3 ლიტრამდე. შარდვის გახშირება რამდენიმე სახისაა:

  • იზრდება გამოყოფილი შარდის მოცულობა, რასაც მედიცინის ენაზე პოლიურია ეწოდება;
  • ხშირდება შარდვა, თუმცა გამოყოფილი შარდის ჯამური მოცულობა უცვლელია;
  • შარდვაც ხშირდება და შარდის მოცულობაც იმატებს.

შარდვის გახშირებას შესაძლოა თან ახლდეს დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეკავების გაძნელება. ზოგჯერ პაციენტები ხშირ შარდვას უჩივიან, თუმცა მათ ეს შეგრძნება მხოლოდ იმიტომ უჩნდებათ, რომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ შარდის ბუშტის დაცლა, რეალურად კი გამოყოფილი შარდის მოცულობა უცვლელია. ღამით შარდვის გახშირებას მედიცინაში ნიქტურიას უწოდებენ. ის ზოგჯერ დაავადებაზე მიუთითებს, არცთუ იშვიათად კი იმის ბრალია, რომ ადამიანი საღამო ხანს ან უშუალოდ ძილის წინ იღებს სითხეს, ანდა დღის განმავლობაში იმაზე მეტ წყალს სვამს, ვიდრე სხვები.

მიზეზები

ამრიგად, შარდის რაოდენობის მომატება და შარდვის გახშირება, რომლის დროსაც ნორმალური რაოდენობის შარდი გამოიყოფა, სხვადასხვა რამაა. ბუნებრივია, მიზეზიც სხვადასხვა აქვს, თუმცა ამ ორ მდგომარეობას მაინც ერთად განიხილავენ, რადგან შეუძლებელია, დიდი რაოდენობის შარდი ისე გამოიყოს, შარდვა არ გახშირდეს.

შარდვის გახშირების მიზეზებია:

  • შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია, უმეტესად - ქალებსა და ბავშვებთან;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - გადიდება, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმსივნესთან, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (50 წლიდან);
  • ქვედა საშარდე გზებში კენჭის (კონკრემენტის) არსებობა.

შარდის რაოდენობის მომატებას იწვევს:

  • არაკონტროლირებული ან არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი. ეს პოლიურიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი არარსებობა არ გამორიცხავს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს. დიაგნოზი არ ემყარება კლინიკურ სიმპტომებს, შაქრიანი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

  • დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ამ მდგომარეობას მედიცინაში პოლიდიფსია ეწოდება.

  • უშაქრო დიაბეტი - ამ დაავადების დროს დარღვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის პროდუქცია. ეს ჰორმონი უზრუნველყოფს თირკმლის მილაკებში სითხის უკუშეწოვას და არეგულირებს გამოყოფილი შარდის რაოდენობას. განასხვავებენ ორი ტიპის უშაქრო დიაბეტს. ცენტრალური ტიპის დიაბეტის დროს ჰორმონი ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება. ზოგჯერ თირკმელი სათანადოდ ვერ რეაგირებს ამ ჰორმონზე. ამ შემთხვევაში ნეფროგენულ (თირკმლისმიერ) უშაქრო დიაბეტზე საუბრობენ.

  • შარდმდენი პრეპარატების ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც აძლიერებს შარდის გამოყოფას (მაგალითად, ყავა, ალკოჰოლი).

  • თირკმლის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს შარდი თავდაპირველად ასევე დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ვინაიდან დარღვეულია სითხის უკუშეწოვა დაზიანებული თირკმლის მიერ.

გახშირებული შარდვისას საჭირო გამოკვლევები

გახშირებული შარდვისა და შარდის რაოდენობის მატების გამო ექიმს ბევრი მიმართავს. ზოგჯერ ეს პაციენტის მცდარი შთაბეჭდილებაა - შარდის რაოდენობის მატება გამოკვლევით არ დასტურდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩივილს საკმაოდ მძიმე დაავადება უდევს საფუძვლად, ამიტომ სასურველია ვიცოდეთ სიმპტომები, რომელთა იგნორირებაც საშიშია.

ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ხშირ შარდვას და შარდის რაოდენობის მომატებას თან ახლავს:

  • ქვედა კიდურების სისუსტე - არ არის გამორიცხული ზურგის ტვინის დაზიანება;
  • ტემპერატურის მომატება და წელის ტკივილი - სავარაუდოა საშარდე სისტემის ინფექცია;
  • სიმპტომების მოულოდნელი აღმოცენება ან აღმოცენება სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში;
  • ღამით ოფლიანობა, ხველა, წონის კლება, განსაკუთრებით - როცა პაციენტი მწეველია;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები.

ექიმი გულდასმით კრებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ, ატარებს სრულყოფილ გასინჯვას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იბადება ეჭვი ამა თუ იმ დაავადების თაობაზე. ქვემოთ მიმოვიხილავთ შარდვის გახშირებისა და შარდის რაოდენობის მომატების გამომწვევ დაავადებებს და გაგაცნობთ მათ დამადასტურებელ სადიაგნოზო კვლევებს.


ხშირი შარდვის გამომწვევი დაავადებები

ცისტიტი - შარდის ბუშტის ინფექცია. ხშირია ქალებსა და გოგონებში. პაციენტი უჩივის გახშირებულ შარდვას, წვას და ტკივილს შარდვისას, ზოგჯერ - ტემპერატურის მომატებას, ტკივილს ზურგის ქვედა ნაწილში ან ბოქვენს ზემოთ. არ არის გამორიცხული სისხლიანი შარდვა და მძაფრსუნიანი შარდი. დიაგნოზს ადასტურებს შარდის საერთო ანალიზი, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ორსულობა - ორსულობის ბოლო პერიოდში შარდვა ბუნებრივადაც შეიძლება გახშირდეს, მაგრამ საშარდე გზების ინფექციის გამოსარიცხად მაინც ტარდება შარდის ანალიზი.

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (გადიდება) და სიმსივნე - ხშირია მამაკაცებში 50 წლიდან. ამ დროს შარდვა ნელ-ნელა ძნელდება, იკლებს, წყვეტილი ხდება შარდის ნაკადი, პაციენტს აქვს შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა სწორი ნაწლავიდან პროსტატის გამოკვლევა, სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა, ულტრასონოგრაფია, ზოგჯერ - ბიოფსიაც.

პროსტატიტი (პროსტატის ინფექცია ) - მას შესაძლოა თან ახლდეს ტემპერატურის მომატება, შარდვის გაძნელება, შარდვისას წვა, ზოგჯერ - სისხლიც. დიაგნოზი დასტურდება შარდისა და პროსტატის სეკრეტის გამოკვლევით.

რადიაციული ცისტიტი - ეს არის შარდის ბუშტის დაზიანება მენჯის არეში ლოკალიზებული სიმსივნის გამო დასხივების შედეგად. დიაგნოზს ადასტურებს ავადმყოფობის ისტორია, ზოგჯერ - ცისტოსკოპია.

კენჭები ქვედა საშარდე გზებში - იგულისხმება შემთხვევები, როცა კენჭი მთლიანად არ ახშობს შარდსადენ გზებს. ხშირად სიმპტომებს წინ უძრვის თირკმლის ჭვალი - შეტევითი ხასიათის უძლიერესი ტკივილი. დიაგნოზს ადასტურებს ექოსკოპია, ზოგჯერ - პიელოგრაფია, სპეციალური რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

შარდის მოცულობის მატების გამომწვევი დაავადებები

შაქრიანი დაიბეტი - დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფას თან ახლავს გაძლიერებული წყურვილი, მომატებული მადა. ზოგჯერ დაავადება დიაგნოსტირებულია, მაგრამ სიმპტომების დამძიმების მიზეზია არასათანადო მკურნალობა. დიაგნოზი ემყარება სისხლში გლუკოზის შემცველობის განსაზღვრას.

ცენტრალური უშაქრო დიაბეტი - ის შესაძლოა განვითარდეს თავის ტრავმის ან თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. თვალში საცემია უძლიერესი წყურვილი, წყლის უხვი მიღება, შარდის დაბალი ხვედრითი წონა. დიაგნოსტიკა ემყარება სპეციალურ ლაბორატორიულ კვლევებს.

ნეფროგენული (თირკმლისმიერი) უშაქრო დიაბეტი - ვითარდება თირკმელების დაზიანებით მიმდინარე ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, სიმსივნის, ამილოიდოზის, სარკოიდოზის, შაგრენის სინდრომის დროს, ასევე - თირკმლის დაზიანების გამომწვევი ზოგიერთი პრეპარატის მიღების ფონზეც.

ფსიქოლოგიური (ფსიქიკის) პრობლემები - პაციენტები ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სვამენ დიდი რაოდენობის წყალს. წყლის სმის კონტროლი ვითარებას გამოასწორებს. გარდა ამისა, შარდის რაოდენობის მატება შესაძლოა გამოიწვიოს შარდმდენების უკონტროლო, არამიზნობრივმა მიღებამ, მაგალითად, წონის დასაკლებად, დიდი რაოდენობის ყავის, სხვა კოფეინიანი სასმელების, ალკოჰოლის მიღებამ. ასეთი დასკვნა მაშინ შეიძლება გამოვიტანოთ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები გამოირიცხა ან არ არსებობს საფუძველი, მათი არსებობა ვივარაუდოთ.

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობა, უწინარესად, მიზეზის, ანუ პირველადი დაავადების აღმოფახვრას ითვალისწინებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის დონის მოწესრიგება ამ შემაწუხებელი სიმპტომის უკუგანვითარებას იწვევს. ასეთივე ვითარებაა საშარდე გზების ინფექციის დროს. ხშირად ეფექტურია ალკოჰოლის, კოფეინის მიღების შეზღუდვა.

როცა პაციენტი მოხუცია

ხშირ შარდვას განსაკუთრებით ხშირად უჩივიან ხანდაზმულები. მამაკაცებში ამის მიზეზია პროსტატის ჰიპერპლაზია, ქალებში - მენჯის კუნთების სისუსტე რამდენიმე მშობიარობის შემდეგ, ასევე - ესტროგენების დონის დაქვეითება მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის შემდეგ. ამას ემატება წნევის დამწევი პრეპარატების მიღება, რომელთა უმრავლესობა შარდმდენებს შეიცავს.

როგორ გავართვათ თავი პრობლემებს

დროულად მივმართოთ ექიმს დაავადების სიმპტომების არსებობისას. ვაკონტროლოთ შაქრიანი დიაბეტი. არ მივიღოთ ძილის წინ სითხე. თავი ვარიდოთ კოფეინიანი სასმელების მიღებას. არ მივიღოთ შარდმდენი ძილის წინ.