რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
    რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    ყაბზობას ასე ვშველი
    ყაბზობას ასე ვშველი
    ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
    სრულად

    ფიმოზი, ნაადრევი ეაკულაცია - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    ფიმოზი, ნაადრევი ეაკულაცია

    ნაადრევი ეაკულაცია ძალზე შემაწუხებელია როგორც მამაკაცისთვის, ასევე მისი პარტნიორისთვისაც. ასეთ დროს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა წუთს, წუთ-ნახევარს არ აღემატება, ამ მოკლე ხანში კი პარტნიორის დაკმაყოფილება, ცხადია, შეუძლებელია. ხშირად ნაადრევ ეაკულაციას უკავშირებენ ინფექციებს, პროსტატიტს, თვეობით, წლობით მკურნალობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. იხარჯება ფული, იკარება დრო...

    ნამდვილი მიზეზი კი შესაძლოა ფიზიოლოგიური ან ფსიქოლოგიური ხასიათისა იყოს.

    ფიზიოლოგიური მიზეზებიდან აღსანიშნავია ანთება, იშვიათი სქესობრივი კონტაქტი, სხვა დაავადებების გამო ისეთი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც აღგზნებაზე ახდენს გავლენას. ნაადრევი ეაკულაციის კიდევ ერთი მიზეზია სპეციფიკური ნივთიერების ნაკლოვანება თავის ტვინში. საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს. შესაბამისად, მკურნალობა გულისხმობს ისეთი პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც აღნიშნულ რეცეპტორებზე მოქმედებს.

    დაბოლოს, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომეტებული მგრძნობელობა. ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის მგრძნობელობა დროებით დაიკლებს და ამის ხარჯზე სქესობრივი აქტი გახანგრძლივდება.

    სპეციალური მკურნალობით შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3-13-ჯერ. მკურნალობის ეფექტი თვალსაჩინო გახდება 1-2 კვირის თავზე, ხოლო შედეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

    რა არის ფიმოზი? შეიძლება თუ არა, მან სქესობრივი აქტის სრულყოფილად ჩატარებას ხელი შეუშალოს? შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება?

    ფიმოზი ჩუჩის შევიწროებაა, რის გამოც ვერ ხერხდება მისი გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა. ეს მდგომარეობა იწვევს ჰიგიენურ პრობლემებს, შედეგად კი ასოს თავისა და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთებას - ბალანიტს და ბალანოპოსთიტს. ანთებითი პროცესი, თავის მხრივ, ქსოვილს ანაწიბურებს და უფრო მეტად ავიწროებს ჩუჩას.

    ფიმოზი მართლაც ართულებს სქესობრივი აქტის ჩატარებას, ვინაიდან ასოს თავზე ეროგენული ზონები მდებარეობს. შევიწროებული ჩუჩა, თუ ძალას დაატანთ, შეიძლება გადავიდეს, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდეს, წარმოიშვას ობსტრუქციული რგოლი, შედეგად კი ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპება - პარაფიმოზი. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო ოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ასოს თავის და ჩუჩის ნეკროზი. ფიმოზი ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს.

    ფიმოზს ოპერაციულად მკურნალობენ ადგილობრივი გაუტკივარების თანხლებით. პაციენტი იმ დღესვე ეწერება სახლში.