ცისტოცელე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტოცელე

მას სხვაგვარად შარდის ბუშტის თიაქარს, შარდის ბუშტის პროლაბირებასაც უწოდებენ. ამ დროს, ფაქტობრივად, საშოს წინა კედლის დაწევის გამო შარდის ბუშტის სამკუთხედი და ყელი ნორმალური მდებარეობიდან ქვემოთ ინაცვლებს. ეს პათოლოგია უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ქალებს აღენიშნებათ. მისი მექანიზმი დაკავშირებულია მცირე მენჯის დიაფრაგმის იოგოვანი აპარატის გაწელვა-შესუსტებასთან, მენჯის ძირის კუნთოვანი აპარატის ჰიპოტროფიასთან, რის გამოც საშოს წინა კედელი იბურცება. საშოს წინა კედლის გამობურცვის პარალელურად, ხდება შარდის ბუშტის ცდომა და შარდის გამომყოფი მილის დამოკლება. ქვედა საშარდე გზების ტოპოგრაფიის ასეთი ცვლილებები განაპირობებს ცისტოცელეს სიმპტომებს – შარდის გამოყოფის გაძნელებას ნარჩენ შარდთან ერთად, შარდის სტრესულ შეუკავებლობას მის სრულ შეუკავებლობამდე.

ცისტოცელეს გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები

ცისტოცელეს განვითარების ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია სამშობიარო ტრავმა შორისის გახეთქვით.

ხელშემწყობ ფაქტორებს შორის კი გამოიყოფა პაციენტის პროფესიული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დიდ ფიზიკურ დატვირთვასთან მუცლის პრესსა და მენჯის ძირზე, გადამეტებული დაძაბვა, მაგალითად, მშობიარობის პროცესში, ქრონიკული შეკრულობისას, სიმძიმეების აწევისას, ქრონიკული ხველისას და სხვა. ეს პათოლოგია ძირითადად ასაკოვანი და მრავალჯერ ნამშობიარები ქალების ხვედრია.

მცირე მენჯის ძირი წარმოდგენილია კუნთებისა და მყესების შრით, რომელიც სათანადო პოზიციაში აკავებს მენჯის ღრუს ორგანოებს – შარდის ბუშტს, საშვილოსნოს, მსხვილ და წვრილ ნაწლავებს. თუ ეს დამჭერი ქსოვილოვანი ძირი (ფსკერი) შესუსტდება და გაიწელება, ბუნებრივია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან ზოგიერთი ქვემოთ გადაინაცვლებს, ან სხვის პროლაბირებას მოახდენს, გარკვეული გამობურცულობის სახით (რექტოცელე – სწორი ნაწლავის გამობურცვა, ცისტოცელე – შარდის ბუშტის გამობურცვა).

ცისტოცელეს განვითარების რისკფაქტორები

  • მშობიარობა – ორსულობა და მშობიარობა, საზოგადოდ, ყველაზე ხშირი მიზეზებია ცისტოცელეს განვითარებისა. მშობიარობის დროს ხდება საშოს დამჭერი კუნთებისა და მყესების გადაძაბვა-გაჭიმვა, რაც ხელს უწყობს ნორმალურ პოზიციაში ორგანოთა შემაკავებელი ქსოვილის დასუსტება-გაწელვას.
  • დაბერება – ცისტოცელეს განვითარების რისკი იმატებს ასაკთან ერთად, რადგან მცირე მენჯის დიაფრაგმის გაწელვის ალბათობა იზრდება კუნთოვანი აპა­რ­ატის დაბერება-შესუსტებისა და თანდათანობით განლევის გამო. ცისტოცელე ხშირად აღმოცენდება მენოპაუზის დროს, როდესაც ესტროგენების (ქალის სასქესო ჰორმონების) შემცველობა ორგანიზმში იკლებს. ესტროგენები ფიზიოლოგიურად უზრუნველყოფენ კუნთოვანი სისტემის ტონუსს.
  • ჰისტერექტომია – საშვილოსნოს ამოკვეთა ხშირად იწვევს მცირე მენჯის ძირის კუნთოვანი შრის დასუსტებას.
  • გენეტიკური ფაქტორები – ქალების გარკვეული ნაწილი შედარებით სუსტი შემაერთებელი ქსოვილით (მათ შორის, მცირე მენჯის ღრუში) იბადება, რაც განაპირობებს კიდეც წინასწარგანწყობას ცისტოცელეს განვითარებისადმი. ამას ადასტურებს ის, რომ ყველა მრავალჯერ ნამშობიარებ ან დიდი ფიზიკური დატვირთვის მქონე ქალს არ აღენიშნება დასახელებული პათოლოგია.

რჩევები

  • ნუ ასწევთ სიმძიმეებს. ტვირთი სწორად ასწიეთ – ძირითადი დატვირთვა გადაანაწილეთ ფეხებზე და არა ზურგსა და წელზე.
  • ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თუ შეკრულობისკენ გაქვთ მიდრეკილება, თავი შეიკავეთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტებისაგან. იმკურნალეთ და არ დაუშვათ შეკრულობა!
  • არ მოსწიოთ! არ დაუშვათ ხანგრძლივად ხველა. აუცილებლად იმკურნალეთ, თუ ეს სიმპტომი ან ბრონქიტი გაწუხებთ.
  • აკონტროლეთ წონა. სხეულის მასის მომატება დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას.

ივარჯიშეთ

რეგულარულად შეასრულეთ მცირე მენჯის ძირის კუნთების გასამაგრებლად მოწოდებული კეგელის ვარჯიშები. ამით შარდის შეუკავებლობასაც აღმოფხვრით.

  1. მაქსიმალურად შესწიეთ მცირე მენჯის ძირის კუნთები, თითქოს აჩერებდეთ შარდვის პროცესს.
  2. შეინარჩუნეთ ეს კუნთები დაძაბული 5-6 წამით, შემდეგ მოდუნდით იმავე პერიოდის განმავლობაში.
  3. ვარჯიში 10-15-ჯერ გაიმეორეთ. დღის განმავლობაში კი 4-5-ჯერ მაინც შეასრულეთ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

მსუბუქი ფორმის ცისტოცელე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს. საშუალო და მძიმე ფორმის დროს კი, როდესაც ადამიანს აღენიშნება დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეუკავებლობა, სიმძიმის შეგრძნება საშოსა და მცირე მენჯის არეში, საშოს ნაპრალიდან მცირე გამობურცვა, შარდის ბუშტის განმეორებითი ინფექციები, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს და სხვა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მკურნალობა მოიცავს:

  • სამკურნალო-პროფილაქტიკურ ვარჯიშებს მენჯის ძირის გასამაგრებლად;
  • ესტროგენებით თერაპიას კუნთების ტონუსის ასამაღლებლად (აბები ან სპეციალური მალამოები ადგილობრივად);
  • ე.წ. ვაგინალური პესარიების – პლასტიკური ან რეზინის სპეციალური რგოლის ჩადგმას საშოში, შარდის ბუშტის უკანა და ზედა პოზიციაში დასაფიქსირებლად. ამავე მიზნით ზოგჯერ ქალებს დიდი ტამპონების გამოყენებასაც ურჩევენ.
  • ქირურგიულ ჩარევას საშოს წინა კედლის გამაგრება-პლასტიკისათვის.