/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

სათესლე ჯირკვლების ანომალიებისა და დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

სათესლე ჯირკვლების ანომალიებისა და დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ანომალიებზე, დაავადებებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე გვესაუბრება ლ. მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ჭავჭანიძე.

- ბატონო დავით, რა არის მამაკაცის სასქესო ჯირკვლები და რა ფუნქციას ასრულებენ?

- მამაკაცის სასქესო ჯირკვლები წყვილი ორგანოა, რომელიც სათესლე პარკში მდებარეობს და ასრულებს რეპროდუქციულ (სპერმატოგენეზი - გამოიმუშავებენ სასქესო უჯრედებს - სპერმატოზოიდებს) და ენდოკრინულ (წარმოქმნიან მამაკაცის სასქესო ჰორმონს - ტესტოსტერონს) ფუნქციას.

- სათესლე ჯირკვლების რა სახის ანომალიები არსებობს და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- სათესლე ჯირკვლების ანომალიები იყოფა:

  • მდებარეობით;
  • რაოდენობრივ;
  • სტრუქტურულ ანომალიებად.

მდებარეობითს განეკუთვნება - კრიპტორქიზმი, როდესაც სათესლე ჯირკვალი არ არის ჩამოსული სათესლე პარკში და შესაძლებელია ემბრიონული განვითარების დროს შეკავდეს საზარდულის არხში ან მუცლის ღრუში. ასეთ შემთხვევაში არსებობს შეკავებულ სათესლე ჯირკვალში სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ საზრდულში მაქვს ტკივილი ქრონიკული ოღონდ ყრუ ძლიერი არა 2 წლის წინ ვიყავი გადაღებაზე საკვერცხების გადამიღო ექიმა მითხრა ანთება გქონდა და არ არის ბოლომდე გამქრალი გამომიწერა წამლები ნემსები გავაკეთე ისე როგორც ექიმა მითხრა კი მიშველა მარა მერე 1 წლის მერე ისევ ამტკივდა უროლოგთან ვიყავი ხელით ეემამოწმა და მითხრა მარცხენა საკვერცხეში გაქვს ოდნავ ვენა გასიებული ვარიკოცელი გაქვსო მარა თუ არმოიმატა არ არის საშიში და საოპერაციო ჩემ ძმასაც აქვს ოღონდ არტკივა და მე საიდან მაქვა ეს ყრუ ქრონიკული ტკივილი ვერ ვხდები რასმირჩევთ ?</p>

რაოდენობრივი - ანორქიზმი, როდესაც არ აღინიშნება არც ერთი სათესლე ჯირკვალი და წარმოადგენს ჰიპოგონადიზმის მიზეზს.

მონორქიზმი - დაბადებით მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვალი.

პოლიორქიზმი - მესამე დამატებითი სათესლე ჯირკვალი სათესლე ბაგირაკისა და დანამატის გარეშე.

სტრუქტურული - ჰიპოპლაზია, განუვითარებელი სათესლე ჯირკვალი, შესაძლებელია იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი. ორმხრივის დროს დარღვეულია რეპროდუქციული და ენდოკრინული ფუნქცია.

- როგორ ხდება ანომალიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- დიაგნოსტიკა ემყარება სათესლე პარკის პალპაციას, ულტრაბგერით, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ კვლევას, ჩვენების მიხედვით, ლაპაროსკოპიას.

რაც შეეხება მკურნალობას - კრიპტორქიზმის დროს კეთდება ორქიდოპექსია - სათესლე ჯირკვლის ფიქსაცია სათესლე პარკში და ის უნდა გაკეთდეს ადრეულ ასაკში.

პოლიორქიზმის დროს - კვეთენ დამატებით სათესლე ჯირკვალს.

ანორქიზმის დროს - მიმართავენ ჰორმონოთერაპიას.

- რა პათოლოგიური პროცესები შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლებში და როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- სათესლე ჯირკვლებში განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებს განეკუთვნება:

  • სათესლე ჯირკვლების ტრავმა (ღია და დახურული);
  • სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა მისი მკვებავი სისხლძარღვების დახშობით;
  • ანთებითი პროცესები - ორქოეპიდიდიმიტი, ტუბერკულოზი;
  • სათესლე ჯირკვლის კიბო;
  • ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლისა და ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება), ჰიდროცელე (სათესლე ჯირკვლის გარსების წყალმანკი), სპერმატოცელე (სათესლე ჯირკვლის დანამატის ცისტა).

ტრავმის დროს ოპერაციული მკურნალობის ჩვენება განისაზღვრება ტრავმის სახისა და დაზიანების სიმძიმის მიხედვით. დიდი ზომის ტრავმული ჰემატომა ჯირკვლის სტრუქტურის დარღვევით ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით საჭიროებს ორქექტომიას.

სათესლე ჯირკვლის შემოგრეხის დროს ოპერაციული მკურნალობა ითვალისწინებს შემოგრეხილი ჯირკვლის გასწორებას, მისი სისხლის მიმოქცევის აღსადგენად და სათესლე პარკში ფიქსაციას, რაც უნდა განხორციელდეს შემოგრეხის დაწყებიდან 18-20 საათის განმავლობაში. დაგვიანების შემთხვევაში ჯირკვალში ვითარდება შეუქცევადი პროცესები, რაც, შესაძლებელია, ორქექტომიით დამთავრდეს.

ორქოეპიდიდიმიტი და ტუბერკულოზი საჭიროებს კონსერვატულ მკურნალობას (ანტიტუბერკულოზური და ანტიბიოტიკოთერაპია). კონსერვატული მკურნალობის უშედეგობისა და ჩირქოვანი პროცესით გართულების შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა - ორქექტომია.

სათესლე ჯირკვლის კიბოს დროს კეთდება ინგუინალური ორქექტომია, ანუ ჯირკვლის ამოკვეთა სათესლე ბაგირაკთან ერთად. სიმსივნის მორფოლოგიური ტიპის მიხედვით განისაზღვრება ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარება.

ვარიკოცელეს ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა ჯირკვლის არეში შემაწუხებელი ტკივილი და უშვილობა. ოპერაციულად კეთდება ვარიკოზული ვენების ლიგირება.

ჰიდროცელე და სპერმატოცელე არ არის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადება. ოპერაციული მკურნალობა განისაზღვრება მათი ზომისა და შესაძლო დისკომფორტის მიხედვით.

- რა შემთხვევებში კვეთენ ორივე სათესლე ჯირკვალს?

- ორივე სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა, ანუ ქირურგიული კასტრაცია, ნაჩვენებია ორმხრივი სიმსივნური დაავადების დროს; ასევე ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით მიღებული ტრავმის დროს, როდესაც დაზიანებულია მკვებავი სისხლძარღვები და ჯირკვლების პარენქიმა და მათი მთლიანობის აღდგენა ტექნიკურად შეუძლებელია.

ქირურგიული კასტრაცია კეთდება პროსტატის კიბოს შორს წასული შემთხვევების (T3, T4) დროსაც ტესტოსტერონის ბლოკირებისთვის, რომელიც პროსტატის კიბოს გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორია.

ქირურგიული კასტრაციის შემდეგ ვითარდება ჰიპოგონადიზმი - ერექციული დისფუნქცია და უნაყოფობა.

კასტრაციის შემდეგ ახალგაზრდა ასაკში შესაძლებელია ჰორმონოთერაპიის გამოყენება, რითაც შესაძლებელი ხდება მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნების შენარჩუნება, მაგრამ ვერ აღდგება რეპროდუქციული ფუნქცია.

კომენტარები (1)
თამარი
მყავს 15 წლია ვაჟი რომ დაიბადა ცალი სათესლე ჯირყვალი არ ქონდა ჩამოსული ხოლო რომელიც ჩამოსულო იყო ძალიან მცირე ზომის იყო .3 წლის ასაკში გაუკეთეთ ოპერაცია რათა სათესლე ჯირყვალი ჩამოეყვანათ მაგრამ მითხრეს რომ განუვითარებელი იყო და საჭირო გახდა ამოკვეთა. ჯირყვალი რომელიც ჩამოსული ქონდა ძალიან მცირე ზომისაა და თითქმის არ იზრდება .თუ შეიძლება მკურნალობა ან რა შეი?ლება გაკეთდეს რომ ჯირყვალმა სიდიდეში მოიმატოს.პერიოდულად გადაღებებს ვაკეთებთ ჯირყვალზე და სისხლის მიმოქცევა ნორმალური აქვს
თარიღი : 10-07-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნიორი
ნიორი
ნიორი (Allium sativum) – შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია.
სრულად
ოლეანდრი
ოლეანდრი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ეს მშვენიერი მცენარე ოლეანდრი.
სრულად
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი, როგორც ძირხვენა მცენარე, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნებისთვის.
სრულად
მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
ყაყაჩოსა სიწითლითა...
ყაყაჩოსა სიწითლითა...
„ყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებიაო“, – ბავშვობიდან გვახსოვს, ხოლო როგორ ამშვენებს ის მედიცინას, კულინარიას და ზოგიერთი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი სტატიდან შეიტყობთ.
სრულად
თუთა
თუთა
თუთა – თუთისებრთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სათესლე ჯირკვლების ანომალიებისა და დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები