/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

მეჭეჭების მკურნალობა

მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც

. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.

მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.

არსებობს აგრეთვე ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

იხილეთ აგრეთვე სტატია "მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად რომ არ გადაიქცეს"

კომენტარები (11)
lela
ბრტყელი მეჭეჭების სამკურნალო თუ იცით , დაწერეთ ძალიან გთხოვთ...
თარიღი : 04-04-2015
lela
ბრტყელი მეჭეჭისთვის თუ იცით რაიმე ეფექტური საშუალება?დაწერეთ გთხოვთ...
თარიღი : 04-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.

- ქალბატონო ქეთევან, რა არის ცისტიტი? აქვს თუ არა მისი განვითარებისთვის მნიშვნელობა სქესს?

- ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, რომელიც უმთავრესად შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს აზიანებს. მას სხვადასხვა მიკროორგანიზმმი იწვევს, ყველაზე ხშირად - ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, შედარებით იშვიათად - სხვადასხვა ვირუსი, ქლამიდია, ტრიქომონა, სოკო. ცისტიტის ნიშნებია ხშირი, მტკივნეული შარდვა, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მოშარდვის შემდეგ, ზოგჯერ - სისხლიანი შარდი. ცისტიტი გაცილებით ხშირად ემართებათ ქალებს. ამას ქალის შარდგამომყოფი არხის ანატომიური თავისებურება განაპირობებს - ის უფრო მოკლე და ფართოა, ვიდრე მამაკაცისა. გარდა ამისა, საშოსა და სწორი ნაწლავის ხვრელის სიახლოვის გამო შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელის ირგვლივ მრავალი მიკროორგანიზმი ხვდება. მამაკაცებს ცისტიტი უფრო იშვიათად ემართებათ. მათ ორგანიზმში ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს შარდსასქესო ტრაქტის სხვა ორგანოების (მაგალითად, პროსტატის) დაავადებები.

- რა გზით შეიძლება შეიჭრას დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი შარდის ბუშტში?

- შარდის ბუშტში მიკროორგანიზმი შეიძლება მოხვდეს:

. აღმავალი გზით, გარედან. ასეთი რამ ხდება შარდის გამომყოფი არხის ანომალიებისა და ანთებითი პროცესების დროს, როდესაც იქმნება პირობები შარდის ტურბულენტური ნაკადის წარმოქმნისა და ინფიცირებული შარდის ნაწილის უკან, შარდის ბუშტში გადასროლისთვის;

. დაღმავალი გზით - ინფექცია შარდის ბუშტში იჭრება თირკმელებში მიმდინარე ანთებითი პროცესის, ქრონიკული პიელონეფრიტის, პიონეფროზის დროს;

. ჰემატოგენური გზით - ინფექციური აგენტი შარდის ბუშტში ხვდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერიდან სისხლის მეშვეობით.Aასეთი გზით დასნებოვნება შედარებით იშვიათია;

. ლიმფოგენური გზით - შარდის ბუშტის ინფიცირება, ჩვეულებრივ, სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესის დროს ხდება.

საზოგადოდ, შარდის ბუშტის ლორწოვან გარსს საკმაოდ ძლიერი დამცველობითი უნარი აქვს. მასში ანთებითი პროცესი რომ განვითარდეს, აუცილებელია დამატებითი ფაქტორები. ცისტიტის განვითარებას ხელს უწყობს:

. შარდის ბუშტის კედლის სისხლმომარაგების დარღვევა;

. შარდის ბუშტის დაცლის დარღვევა;

. შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობა.

დიდ როლს ასრულებს ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება, ჰიპოვიტამინოზი, ორგანიზმის გადაღლა, მეზობელი ორგანოებისა და სისტემების ქრონიკული დაავადებები. ცისტიტი ვითარდება ასევე შარდის ბუშტის კედლის ქიმიური დაზიანებისას. ასეთი რამ ხდება, როდესაც შარდი შეიცავს რაიმე შენაერთს. არსებობს ალერგიული ცისტიტიც.

- როგორია ცისტიტის სიმპტომები?

- ცისტიტი შეიძლება იყოს მწვავეც და ქრონიკულიც. ის, ვინც ერთხელ მაინც გადაიტანა ეს დაავადება, დიდხანს დაიმახსოვრებს მის თანამდევ შეგრძნებებს. მწვავე ცისტიტისთვის, რომელსაც შესაძლოა წინ უძღვოდეს გაციება ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, დამახასიათებელია:

. ტკივილი შარდის ბუშტის საპროექციო არეში. მოჭერითი ხასიათის ტკივილი ვრცელდება მუცლის ქვემოთ და ზურგის ქვედა ნაწილში, საზარდულში, უკანა ტანისა და სასქესო ორგანოების არეში.

. ხშირი შარდვა. შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია აღიზიანებს ლორწოვან გარსს, რაც განაპირობებს შარდის ბუშტის მუდმივ შეკუმშვას - მოშარდვის ცრუ შეგრძნებას, რაც მეტად დამთრგუნველია. შარდი შეიძლება სულ რამდენიმე წვეთი წამოვიდეს, მოშარდვის პროცესი კი მტკივნეული ხდება - აღინიშნება წვის შეგრძნება მოშარდვამდე, მოშარდვის დროს ან მოშარდვის შემდეგ. შარდის ბუშტის ყელის ანთებისას ზოგჯერ შარდის შეკავებაც ძნელდება - ის თვითნებურად, უნებლიეთ გამოიყოფა.

. შარდში მომატებულია ლეიკოციტების, ნიტრიტების, ბაქტერიების რაოდენობა, ზოგჯერ მასში ერევა ჩირქი (პიურია), შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ძლიერი დაზიანებისას - სისხლი (ჰემატურია). ამ მინარევების გამო შარდი მღვრიეა და დამახასიათებელი სუნი აქვს.

ტემპერატურა, ჩვეულებრივ, არ არის მაღალი, თუმცა ხშირად ინფექცია შარდის ბუშტიდან თირკმელებისკენ ვრცელდება, რასაც თან სდევს შემცივნება, წელის ტკივილი და ტემპერატურის მომატება 39-40 გრადუსამდე. მწვავე ცისტიტი კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს. 1-2 კვირის შემდეგ ანთებითი პროცესი ქრება და ავადმყოფი გამოჯანმრთელდება. თუ 2-3 კვირის შემდეგ მწვავე ცისტიტის მოვლენები არ ალაგდა ან გამწვავება წელიწადში 2-3-ჯერ მეორდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ყალიბდება ქრონიკული ცისტიტის კლინიკური სურათი. ხშირად ქრონიკული ცისტიტი ვითარდება მეორეულად, შარდსასქესო სისტემის სხვა დაავადებების ფონზე, კერძოდ:

. შარდის ბუშტში კენჭების არსებობისას;

. შარდის ბუშტის სიმსივნისას;

. წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;

. ფიმოზის დროს;

. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს;

. ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის დროს.


ქრონიკული ცისტიტი კლინიკური გამოვლინებით მწვავეს ჰგავს, თუმცა ზემოთ აღწერილი სიმპტომები ამ დროს უფრო სუსტად არის გამოხატული. აქვე მინდა დავასახელო ეგრეთ წოდებული თაფლობის თვის ცისტიტი - დაავადება, რომელიც ხშირია გოგონებში საქალწულე აპკის დარღვევის, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ.

- რამდენად საშიშია ცისტიტი?

- თვითმკურნალობის მცდელობისას შესაძლოა ჯანმრთელობისათვის მეტად უსიამოვნო შედეგი მივიღოთ.Aარასწორი და არასაკმარისი მკურნალობა შარდის ბუშტთან ერთად მთელი ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს. დაავადებამ შესაძლოა ქრონიკული სახე მიიღოს, ჩამოყალიბდეს ქრონიკული ცისტიტი ან პიელონეფრიტი.

- როგორ სვამენ ცისტიტის დიაგნოზს?

- ცისტიტის დროს გამოკვლევა კომპლექსურია და მოიცავს დიაგნოსტიკის შემდეგ მეთოდებს:

. შარდის საერთო ანალიზს;

. შარდის ბაქტერიოლოგიურ კვლევასა და ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენას;

. საჭიროების შემთხვევაში - სხვა ინფექციური და პარაზიტული მიზეზების დადგენას;

. უროლოგის კონსულტაციას;

. გინეკოლოგის კონსულტაციას (რათა აღმოჩენილ იქნეს უროგინეკოლოგიური დაავადება - წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, საშოს კედლების დაწევა და სხვა);

. თირკმელებისა და შარდის ბუშტის ულტრაბგერით გამოკვლევას.

ვინაიდან ქრონიკული ცისტიტის მიზეზი ხშირად უროლოგიური დაავადებაა, დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ცისტოსკოპიაც, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მდგომარეობა. გამოკვლევის საფუძველზე ექიმი არჩევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდსა თუ საშუალებას.

- როგორ მკურნალობენ ცისტიტს? საჭიროა თუ არა კვებაში რაიმე შეზღუდვის დაწესება?

- ცისტიტის მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს რამდენიმე მიმართულებით:

. ანთების ჩასაქრობად;

. ცისტიტის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად;

. იმუნიტეტის ასამაღლებლად.

ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა გულისხმობს ანტიბიოტიკებისა და სამკურნალო პრეპარატების მიღებას. ცისტიტის გართულებათა თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკი შერჩეულ უნდა იქნეს ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხისა და მგრძნობელობის შესაბამისად. ანტიბიოტიკის თვითნებურმა მიღებამ შესაძლოა მიკროორგანიზმები პრეპარატების მიმართ გამძლე გახადოს და მკურნალობამ შედეგი აღარ გამოიღოს. ტკივილის დროს საჭიროა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება. განსაკუთრებით ძნელია ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა, რადგან ამ დროს დაზიანებულია შარდის ბუშტის შიდა ლორწოვანი გარსი. ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები, იმუნომასტიმულირებელი თერაპია. ცისტიტის მკურნალობის დროს იზღუდება მჟავე, ცხარე და ტკბილი კერძები. რეკომენდებულია სითხეების, შარდმდენი ნაყენების სმა.

- რას გულისხმობს ცისტიტის პროფილაქტიკა?

- ცისტიტის პროფილაქტიკისთვის და გამწვავების თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

. ერიდეთ გაციებას.

. საკმარისი რაოდენობით მიიღეთ სითხე.

. მისდიეთ სპორტს, ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, მაშინაც კი, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. როდესაც სხეულის მდგომარეობა დიდხანს არ იცვლება, შესაძლოა მცირე მენჯის ორგანოებში შეგუბებითი მოვლენები განვითარდეს, რაც ცისტიტის ერთ-ერთი წინაპირობაა.

. ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას (ყაბზობას, დიარეას). კუჭის მოქმედება რეგულარული უნდა იყოს.

. ნუ შეიკავებთ შარდს. შარდის გამოყოფის იძულებითი შეკავება შარდის ბუშტის ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს.

. გულდასმით დაიცავით სასქესო ორგანოების ჰიგიენა.

. სასქესო ორგანოთა დაავადების შემთხვევაში აუცილებლად იმკურნალეთ. რეგულარულად გაესინჯეთ გინეკოლოგსა და უროლოგს.

ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში შეძლებთ, თავიდან აიცილოთ ცისტიტის განვითარება და განმეორებითი გამწვავება.