ფიმოზი და ცირკუმციზია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფიმოზი და ცირკუმციზია

პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც. ახალშობილებში ფიმოზი ფიზიოლოგიურ მდგომარეობად ითვლება (ასოს თავზე ჩუჩის სრულად გადაწევა მხოლოდ ახალშობილ ვაჟთა 4%-შია შესაძლებელი, 90%-ში კი ეს მხოლოდ 3 წლის ასაკისთვის ხერხდება). აღნიშნული პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების, სმეგმის დაგროვებას. სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ნორმაზე მეტი რაოდენობით გროვდება, დაავადებათა გამომწვევ მიკრობებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნებათ. ამიტომაც აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა - ასოს თავის რეგულარული ბანა საპნითა და თბილი წყლით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ბალანოპოსტიტი - ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელსაც ხშირად ინფექციის აღმავალი მიმართულებით გავრცელება მოჰყვება. ამ დროს ანთებითი პროცესი შარდსადენ მილს და ზოგჯერ შარდის ბუშტსაც მოიცავს.

შეძენილი ფიმოზი ასოს ტრავმის ან განსაზღვრული დაავადების შედეგად ვითარდება. მოზრდილ მამაკაცებს ის შესაძლოა ბავშვობიდან ჰქონდეთ შემორჩენილი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში შეძენილი. აღნიშნულ პერიოდში, გარეთა სასქესო ორგანოების ინტენსიური ზრდის პროცესში, ზოგჯერ თავს იჩენს ერთგვარი შეუსაბამობა სასქესო ასოსა და ჩუჩის განვითარებას შორის - ჩუჩა ზომით ჩამორჩება ასოს გაზრდილ თავს. მისი სანათური იმდენად მცირეა, რომ მისი სრულად გადაწევა ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, დაავადება პროგრესირებს (ერექციის, მასტურბაციისა და სქესობრივი ცხოვრების გამო). ერექციის დროს ასოს თავი დიდდება, ჩუჩა ძნელად და გაჭირვებით იწელება, კიდეებზე მიკრონახეთქები უჩნდება. წესისამებრ, ისინი ძალიან მცირე ზომისაა, სისხლდენა არ ახასიათებს და თავდაპირველად დიდ უსიამოვნებას არ იწვევს, მაგრამ მიკრონახეთქების შეხორცებისას დაზიანებულ უბნებში მიკრონაწიბურები წარმოიქმნება. ნაწიბუროვანი (შემაერთებელი) ქსოვილი ნაკლებელასტიკურია, ამიტომაც ყოველი ახალი ნაწიბური უფრო მეტად აღრმავებს პათოლოგიურ პროცესს, უფრო მეტად ავიწროებს ჩუჩის სანათურს. დაავადების პროგრესირებისდა კვალად, შესაძლოა, ჩუჩის კიდემ სქესობრივი აქტის დროს უფრო და უფრო სერიოზული და სისხლმდენი დაზიანებანი განიცადოს. გამოხატული ფიმოზის დროს შარდის ბუშტის დაცლაც გაძნელებულია, რაც, თავის მხრივ, იწვევს შარდის ბუშტის კედლის გადაძაბვას, გაწელვას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებასა და კენჭების ჩამოყალიბებას. ფიმოზის გართულებათაგან აღსანიშნავია პარაფიმოზი - სასქესო ასოს თავის გაჭედვა ჩუჩაში, რის შედეგადაც ასოს თავი და ჩუჩა შუპდება. ასეთ დროს აუცილებელია დაუყოვნებელი ოპერაციული ჩარევა. ფიმოზის კიდევ ერთი სერიოზული გართულებაა ბალანოპოსტიტი - ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენ

 

ფიმოზის მკურნალობა

ფიმოზის მკურნალობა ამპუტაციას კი არა, ჩუჩის მოკვეთას ანუ ცირკუმციზიას გულისხმობს. მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ამჟამად არსებობს ცირკუმციზიის რამდენიმე ტიპი, რომლებიც სხვადასხვა ქირურგის მიერ არის შემუშავებული. ზოგადად კი განასხვავებენ სრულ და არასრულ ცირკუმციზიას, რომელთა დროსაც, შესაბამისად, ხდება ჩუჩის სრული ან ნაწილობრივი მოკვეთა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცედურა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სიფილისი, გენიტალური ჰერპესი  და სხვა) ალბათობასაც აქვეითებს. ცირკუმციზია აადვილებს სასქესო ასოს ჰიგიენას - სმეგმა ამ დროს გაცილებით ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა. რაც შეეხება ცირკუმციზიის უარყოფით შედეგებს:

  • თუ პროცედურა არასრულფასოვნად და არასტერილური ხელსაწყოებით ჩატარდა, ისევე, როგორც სხვა ქირურგიული მანიპულაციების დროს, სავსებით შესაძლებელია, ჭრილობა ანთებითი პროცესით გართულდეს. ჭრილობის დაჩირქებას ხელს უწყობს ანალური ხვრელის სიახლოვე და პოსტოპერაციულ პერიოდში ჰიგიენის წესების დაუცველობა.
  • ცირკუმციზიას ზოგჯერ სასქესო ასოს დეფორმაცია მოსდევს. პროცედურის არასწორად ჩატარება (კანის ნაოჭის საჭიროზე მეტი ნაწილის მოკვეთა) ასოს მფარავი კანის დაჭიმვას იწვევს და პენისის დეფორმაციას განაპირობებს.

ამ გართულებათა რისკი დახელოვნებული ქირურგების ხელში მინიმუმამდე დადის, ამიტომაც ნუ შეგაშინებთ ქირურგიული მანიპულაციის გართულების ალბათობა. გირჩევთ, გააცნობიეროთ ოპერაციული ჩარევის აუცილებლობა და ექიმ სპეციალისტს მიმართოთ. ამით თქვენი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.