/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

ვარიკოცელე

ვარიკოცელე
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.

დაავადება საკმაოდ ხშირია, ის ყოველი 100 მამაკაციდან 15-ს აღენიშნება. შევეცდებით, ქვემოთ დეტალურად ვისაუბროთ ვარიკოცელეს შესახებ.

როგორია ნორმა

მამაკაცის სასქესო სისტემაში წარმოიქმნება, ინახება და მოძრაობს სპერმა. სპერმა და ჰორმონი ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში პროდუცირდება. სათესლე ჯირკვლები მოთავსებულია სათესლე პარკში. ის არის კანის ნაოჭი, რომელიც სათესლე ჯირკვლებს „იჭერს“. სათესლე ბაგირაკის შემადგენლობაში შედის სათესლის გამომტანი სადინარი, სათესლის არტერიები, ვენური წნული, ნერვები და ლიმფური ძარღვები. სათესლის არტერიებით სისხლი მიედინება სათესლე ჯირკვლებისაკენ, ხოლო უკუდინება ვენური წნულის მეშვეობით ხორციელდება. გარდა ამისა, ვენური წნული უზრუნველყოფს სათესლის არტერიებით მიწოდებული სისხლის ტემპერატურის დაქვეითებას, „გაგრილებას“, სათესლე ჯირკვლებში შეღწევამდე. ასე ნარჩუნდება სათესლე ჯირკვალში დაბალი ტემპერატურა, რაც აუცილებელია სპერმის წარმოქმნისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რა არის ვარიკოცელე

ვარიკოცელე არის სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერება. ვიზუალურად ეს ქვედა კიდურებზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების მსგავსია. ჩვეულებრივ, ვარიკოცელე სქესობრივი მომწიფების ასაკში ფორმირდება და დროთა განმავლობაში პროგრესირებს. უფრო ხშირად ვარიკოცელე მარცხენა სათესლე ჯირკვალში ვითარდება. მიზეზი მარტივია - მამაკაცის ანატომია ორივე მხარეს ერთნაირი არ არის. მიუხედავად ამისა, ვარიკოცელე ზოგჯერ ორმხრივია, თუმცა ეს იშვიათია.

შეკითხვა ექიმს
<p>-დაუსრულებელი აქტის დროს სპერმას რა მოსდის?</p>

უმრავლეს შემთხვევაში ვარიკოცელე არ ქმნის არავითარ პრობლემას. იშვიათად ის შეიძლება გახდეს ტკივილის, სათესლე ჯირკვლის განვითარების დარღვევის ან მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი.

დაავადების სიმპტომები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაცთა უმეტეს ნაწილს ვარიკოცელეს დროს არ აქვს არავითარი სიმპტომი. მიუხედავად ამისა, ვარიკოცელე ექიმთათვის საყურადღებო მდგომარეობაა შემდეგი მიზეზების გამო - ის შეიძლება გახდეს მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის განვითარების შეფერხება. არსებული სტატისტიკის თანახმად, რეპროდუქციული პრობლემების მქონე 10 მამაკაციდან ოთხს ვარიკოცელე აქვს.

იშვიათად ვარიკოცელეს დროს პაციენტს აქვს ტკივილი, ის შეიძლება იყოს ძლიერი, მჭრელი ან ყრუ, უმნიშვნელო. ტკივილი ძლიერდება ხანგრძლივი დგომისა და ფიზიკური დატვირთვისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დატვირთვისას; იმატებს დღის ბოლოს, მცირდება ზურგზე წოლისას.

რატომ ვითარდება ვარიკოცელე?

ვარიკოცელეს მრავალ მიზეზზე საუბრობენ. შესაძლოა, დაავადების მიზეზი სათესლის ვენების სარქველთა არარსებობა ან მათი უკმარისობა იყოს. ზოგჯერ სისხლის დინება დუნეა, რაც ვენებში სისხლის შეგუბების და მათი გაგანიერების გამომწვევი ხდება. დიდი ყალიბის ვენები მარჯვენა და მარცხენა სათესლე ბაგირაკში სხვადასხვაგვარადაა განვითარებული, მარცხნივ უფრო მეტი წნევაა საჭირო, რათა სისხლი არ შეგუბდეს. იშვიათად ვარიკოცელეს მიზეზი შეიძლება გახდეს ვენურ სისტემაზე გადიდებული ლიმფური კვანძების ან მუცლის ღრუში არსებული წარმონაქმნების ზეწოლა. ამ დროს შესაძლოა სათესლის ვენები უეცრად გაგანიერდეს, რაც ხშირად საკმაოდ მტკივნეულია.

ხშირია თუ არა ვარიკოცელე

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარიკოცელე 100 მამაკაციდან 15-ს შეიძლება ჰქონდეს. ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, ამ თხუთმეტი მამაკაციდან რომელს ექნება ვარიკოცელესთან დაკავშირებული რეპროდუქციული (უნაყოფობის) პრობლემა. ცნობილია, რომ უნაყოფობის გამო გამოკვლეული 10 მამაკაციდან ოთხს შეიძლება ჰქონდეს ვარიკოცელე და სპერმის დაქვეითებული მოძრაობა. კავშირი ვარიკოცელესა და რაიმე სხვა დეფექტებს, ეთნიკურ კუთვნილებას, რასას ან დაბადების ადგილს შორის გამოვლენილი არ არის. მართალია, ვარიკოცელე ხშირად აღმოაჩნდება იმ მამაკაცებს, რომელთაც უნაყოფობის გამო იკვლევენ, მაგრამ დადგენილია, რომ ვარიკოცელეთი დაავადებული 10 მამაკაციდან რვას არ აქვს უნაყოფობის პრობლემა.

ვარიკოცელეს დიაგნოზი

ვარიკოცელეს პაციენტი ხშირად თავად აღმოაჩენს და აღწერს როგორც „დაკლაკნილი ვენების“ არსებობას. უროლოგები ვარიკოცელეს სინჯავენ პაციენტის ფეხზე დგომისას. ვენები უფრო მკვეთრად ვლინდება ღრმა ჩასუნთქვისას და სუნთქვის შეკავებისას.

ინსტრუმენტულ კვლევათაგან მნიშვნელოვანია სათესლე ჯირკვლის ულტრასონოგრაფია. ამ კვლევისას დგინდება სათესლე ჯირკვლების ზომაც.

ვარიკოცელეს მკურნალობა

ხშირად ვარიკოცელეს მკურნალობის აუცილებლობა არ არის. მკურნალობა იგეგმება იმ შემთხვევაში, როცა:

  • პაციენტს აქვს რეპროდუქციული პრობლემა;
  • სათესლე ჯირკვალი მტკივნეულია;
  • მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო ნელა ვითარდება, ვიდრე მარჯვენა. ასეთ შემთხვევაში იზრდება მომავალში რეპროდუქციული პრობლემების რისკი;

სამწუხაროდ, არ არსებობს ვარიკოცელეს სამკურნალო მედიკამენტური საშუალებები. მედიკამენტები შეიძლება გამოიყენონ ტკივილისას მის შესამცირებლად. სათანადო ჩვენებისას მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.

ქირურგიული მკურნალობა

არსებობს ვარიკოცელეს მკურნალობის სხვადასხვა ქირურგიული მეთოდი. ყველა მათგანი ეფუძნება ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენურ წნულში სისხლის ნაკადის ბლოკირებას.

ღია წესით ქირურგიული ჩარევისას საჭიროა დაახლოებით 2,5 სმ სიგრძის განაკვეთი. ჩარევა ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი გაუტკივარებით.

ლაპაროსკოპიული ოპერაციისას მცირე განაკვეთიდან შეჰყავთ სპეციალური ხელსაწყო - ლაპაროსკოპი, ოპერაცია ტარდება ამ ხელსაწყოთი კონტროლით ზოგადი გაუტკივარების ფონზე.

მართალია, ლაპაროსკოპიული ოპერაციისას განაკვეთი მცირეა, მაგრამ, ლიტერატურის მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელების დრო და ტკივილის ხანგრძლივობა თითქმის არ განსხვავდება. ვარიკოცელეს ოპერაციული მკურნალობის გართულებები იშვიათია.

ზოგ სამედიცინო ცენტრში ტარდება გაგანიერებული ვენების ემბოლიზაცია.

ოპერაციის შემდგომ

პაციენტები მალე უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ წესს. ტკივილი გრძელდება 1-2 დღე. რეკომენდებულია ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვისაგან თავის შეკავება 10-14 დღის განმავლობაში. თუ ჩარევის მიზეზი უნაყოფობა იყო, სპერმის გამოკვლევა (სპერმოგრამა) ტარდება ოპერაციიდან 3-4 თვის შემდეგ. 10 უნაყოფო მამაკაციდან 6 შემთხვევაში სპერმოგრამა უმჯობესდება.

ასევე დადებითი შედეგი აქვს სათესლე ჯირკვლის განვითარების შეფერხების გამო წარმოებულ ოპერაციას - 10-დან 8 პაციენტს შემდგომში ჯირკვალი ნორმალურად უვითარდება.

როდის მივმართოთ ექიმს

მართალია, ზოგ შემთხვევაში ვარიკოცელეს მკურნალობა არ არის საჭირო, მაგრამ თუ პაციენტი ამჩნევს სათესლე პარკის არეში შეშუპებას, ვენების გაგანიერებას, სტკივა, სათესლე ჯირკვლები განსხვავებული ზომისაა, აუცილებელია ექიმთან მისვლა.

უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი სიმპტომები შეიძლება სათესლე ჯირკვლების სხვადასხვა დაავადებას უკავშირდებოდეს. ზოგიერთის შემთხვევაში დიაგნოზის დროულად დადგენას და მკურნალობის სწრაფად დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარები (1)
გიორგიიი
გამარჯობა. არის თუ არა შესაძლებელი განმეორდეს ვარიკოცელე? და გთხოვთ მირჩიოთ სად ვიმკურნალო, რომელ კლინიკაში ჩავიტარო გამოკვლევები. ველოდები პასუხს.
თარიღი : 14-03-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში  საჭირო გახდეს ღია  წესით ოპერაციის ჩატარება“

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი, გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი,
სრულად
შარდკენჭოვანი დაავადება - რა უნდა გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის

თირკმლის კენჭები ნივთიერებებია, რომლებიც შარდში გამოლექილი კრისტალებისგან წარმოიქმნება.
სრულად
ანურია და ნიქტურია
ანურია და ნიქტურია
ანურია სიცოცხლისთვის მეტად საშიში სიმპტომია. ამ დროს შარდის ბუშტში შარდი აღარ გროვდება (აღარ ჩადის).
სრულად
შარდმდენი პრეპარატები - მედიკამენტური უსაფრთხოება

დიურეტიკების ანუ შარდმდენი პრეპარატების აღმოჩენა და მათი მკურნალობის აქტიური დანერგვა უდიდესი სამედიცინო მიღწევა გახლდათ.
სრულად
ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში
ენდრო და მისი გამოყენება მედიცინაში
ცოტა რამ ისტორიიდან - ენდრო, რომლის ფესვებსაც დღეს უმეტესად სააღდგომო კვერცხების შესაღებავად ვიყენებთ, უძველესი კულტურაა.
სრულად
მატიტელა
მატიტელა
მატიტელა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ბაცი მწვანე ფოთლები და თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები.
სრულად
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ რამდენიმე სამკურნალო რეცეპტს. გახსოვდეთ, რომ თუ რომელიმე დაავადების გამო დანიშნული გაქვთ მკურნალობა, თვითნებურად ნუ შეცვლით. თუმცა ექიმთან კონსულტაციის შედეგ, ძირითადი მკურნალობის ეფექტის გაძლიერების მიზნით, შეგიძლიათ ხალხური მედიცინის რეცეპტების გამოყენებაც.
სრულად
ვის და რატომ ემართება შარდსასქესო სისტემის დაავადებები

შარდსასქესო სისტემის დაავადებები ორივე სქესის პრობლემაა, თანაც ძალზე გავრცელებული. მათი ჩამოყალიბებისთვის, გარდა გენეტიკური განწყობისა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვარიკოცელე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები