უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

უროლოგია

ნეიროგენული შარდის ბუშტი ანუ შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ის ყველა ასაკში გვხვდება. ჯანმრთელი ადამიანი, ჩვეულებრივ, არც კი აქცევს ყურადღებას შარდის ბუშტის მუშაობას, ვერც კი ამჩნევს, როგორ შეუჩერებლივ ფუნქციობს ეს ორგანო. ნორმაში შარდის ბუშტი შარდის რეზერვუარის ფუნქციას ასრულებს. თირკმელებიდან შარდი შარდსაწვეთებით მასში ჩაედინება და ავსებს. ორგანოს ავსებისდა კვალად ჩნდება მოშარდვის მოთხოვნილებაც. შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციობას განაპირობებს ნერვული სისტემის, შარდის ბუშტისა და ურეთრის (შარდის გამომტანი მილის) რთული ურთიერთქმედება.
თანდაყოლილი ანომალიების 35-40% შარდსასქესო ორგანოების ანომალიათა წილად მოდის. ეს ანომალიები რამდენიმე ჯგუფად იყოფა: ერთეულ და მრავლობით, მსუბუქ (რომლებიც მთელი სიცოცხლე არ იჩენს თავს) და რთულ (რომელიც ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელია) ანომალიებად. ვინაიდან საშარდე და სასქესო სისტემების განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ასიდან 33 შემთხვევაში საშარდე სისტემის ორგანოთა ანომალიები სასქესო ორგანოთა ანომალიებთან არის შეუღლებული. შარდსასქესო ორგანოთა ანომალიებს შორის შემდეგ ჯგუფებს გამოყოფენ: თირკმლის სისხლძარღვების ანომალიებს; თირკმლის ანომალიებს; შარდსაწვეთების ანომალიებს; შარდის ბუშტის ანომალიებს; შარდგამომყოფი არხის ანომალიებს; ქალისა და მამაკაცის  სასქესო ორგანოთა ანომალიებს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობა - ღამის ენურეზი. "ენურეზი" ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. რა იღონონ მშობლებმა, როცა მათ შვილს ეს პრობლემა აწუხებს? გვესაუბრება პროფესორი გურამ ჩიტაია. - ღამის ენურეზი შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა. განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსიის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზი ძილის დროს შარდის ბუშტის უნებლიე დაცლაა, რაც კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთი რამ აღენიშნებათ 5 წელს გადაცილებულ ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 12 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად