როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს

ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?

იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ.

მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:

რას გვაძლევს სიგარეტი?

  • მოდუნების განცდას;
  • კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
  • მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).

რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?

  • ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
  • მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
  • მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
  • მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
  • აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
  • მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
  • სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.

ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.

უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი

სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.

შეიარაღდით მხარდაჭერით

მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.


მართეთ ემოცია

თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა, იოგა, ჩაი.

იფხიზლეთ

ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.

დაასუფთავეთ სახლი

უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.

ისევ გადააგდეთ

ბევრი აბსტინენციას ვერ უძლებს და ხელახლა იწყებს მოწევას. გააანალიზეთ, რატომ მიუბრუნდით სიგარეტს. დათქვით დღე, როდესაც თავს ისევ დაანებებთ.

მეტი იმოძრავეთ

სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.

დაივიწყეთ დიეტა

ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.

თავი დაისაჩუქრეთ

სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.

გახსოვდეთ ჯანმრთელობა

მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.