ტესტოსტერონის დონის გაზრდის სამი მარტივი გზა
- საკმარისი ძილი,
- სწორი კვება,
- ვარჯიში.
ტესტოსტერონი არეგულირებს სქესობრივ ლტოლვას, ძვლოვან და კუნთოვან მასას, პასუხისმგებელია ცხიმის განაწილებაზე, ასევე სისხლის წითელი უჯრედების და სპერმის გამომუშავებაზე. გარდა ამისა, არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ტესტოსტერონი მხარს უჭერს სივრცით მეხსიერებას ახალგაზრდებში და ასევე ხელს უწყობს მეხსიერების აღდგენას ხანდაზმულ მამაკაცებში.
დღის განმავლობაში მამაკაცის ჰორმონის დონე თანდათან იკლებს, შემდეგ ღამით აღდგება და დილით მაქსიმალურ დონეს აღწევს. თუ 7-9 საათზე ნაკლები გძინავთ, ორგანიზმს აღდგენის დრო აღარ ექნება.
ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა, მაგრამ ყველა არ ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას. ხანგრძლივი და დამღლელი კარდიო ვარჯიშის დროს, სხეული განიცდის სტრესს, რაც ამცირებს ტესტოსტერონის დონეს. ამიტომ, უმჯობესია აერობული ვარჯიშის გაკეთება ზომიერად და მისი მონაცვლეობა ძალოვან ვარჯიშებით.