ნამდვილი მამაკაცის სიმბოლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნამდვილი მამაკაცის სიმბოლო

რაც მთავარია, გარდერობში მისი არსებობა აუცილებელია და არა ერთ ეგზემპლარად.

საქმე ეხება მამაკაცის ქამარს, რომლის მნიშვნელობაც დროთა განმავლობაში არ შეცვლილა, რამეთუ ის წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს შტრიხს მამაკაცის იმიჯის სრული სურათის ჩამოყალიბებაში. ქამრის შეძენა ნიშნავს, შეიძინოთ მოხერხებული და მოდური აქსესუარი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მამაკაცის გარეგნული იერსახის შექმნაში.

ქამრის სახეობები

ეს აქსესუარი თანამედროვე მამაკაცის გარდერობში ასრულებს რამდენადმე განსხვავებულ ფუნქციას, ვიდრე ასი წლის წინ, როდესაც ქამარი განკუთვნილი იყო "შარვლის დასაჭერად". ის ხაზს უსვამს ადამიანის ქონებრივ მდგომარეობას: რაც უფრო მდიდრულად გამოიყურება ქამარი, მით უფრო გავლენიანია მისი მფლობელი.

დღეისათვის გამოყოფენ ტყავის და ტექსტილის, კლასიკურ და ექსტრავაგანტულ, ჯინსებისა და საქმიანი კოსტიუმისათვის განკუთვნილ ქამრებს.

კლასიკური ქამარი, როგორც წესი, 30-35 მმ სიგანისაა, არ არის გადატვირთული ზედმეტი დეტალებით და საკმაოდ მკაცრია. ტანსაცმლის თავისუფალი სტილის არჩევისას შეიძლება ფანტაზიას გასაქანი მივცეთ. ამ სტილის ქამარს შეიძლება დამატებითი ნაკერი, სამაგრი, ეფექტური ბალთა ან აპლიკაციაც კი ჰქონდეს და მკვეთრი ფერითაც გამოირჩეოდეს. ასეთი ქამრის სიგანე შეიძლება 35-დან 40 მმ-მდე ვარირებდეს.

კარგი ქამარი უნდა იყოს შეკერილი მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან, კიდეებში ოდნავ მომრგვალებული. ბალთა ერთი ფერის მეტალისგან უნდა იყოს. დასაშვებია ორი მეტალის შერწყმაც. სწორად შერჩეული ქამარი უნდა შეიკრას მესამე (შუა) შესაკრავზე.

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქამრის ზომას: თუ სიგრძე ძალიან დიდია, აუცილებელია მისი დამოკლება. არ გაუკეთოთ ქამარს დამატებითი ნახვრეტები - ეს შეამცირებს მის სიმტკიცეს. გარდა ამისა, ასეთი ნახვრეტები არაესთეტიკურადაც გამოიყურება. შეკრული ქამრის თავისუფალი ბოლო შარვლის სათავის პირველ საქამრეში უნდა გადიოდეს.

ფერი და სტილი

სოლიდური ფირმები შარვალს და ქამარს კომპლექტში ყიდიან, რათა მოხდეს როგორც ტყავის სტრუქტურის, ისე ფერის შეხამება. დაუშვებელია გამოვიყენოთ ნასუალ-ის სტილის ქამარი კოსტიუმთან.

გველისა თუ ნიანგის ტყავისგან შეკერილი მამაკაცის ქამრები შეიძლება მოუხდეს როგორც ჩვეულებრივი ქსოვილის შარვლებს, ისე ჯინსსაც. მამაკაცის ქამრებს არამარტო ტყავისგან კერავენ.

მყარი სინთეტიკური ქსოვილის მოდური ქამარი არანაკლებ რესპექტაბელურად გამოიყურება. ის უფრო ჯინსებს უხდება. ჯინსი, მიუხედავად ერთგვარი არაპრეტენზიულობისა, მაინც მოითხოვს განსაკუთრებულ ქამარს. ჩვეულებრივ, ჯინსის შარვლის ქამარი უფრო ფართოა, ვიდრე კლასიკური კოსტიუმისა, აქვს მასიური მეტალის ბალთა. ფერთა პალიტრა აქ დიდი არ არის. ლურჯ ჯინსს უხდება როგორც შავი, ასევე ყავისფერი ქამარიც.

ქამრის ხარისხი

თუ ქამარი კარგი ხარისხისა, ის შეიძლება 10 წელიც კი გვემსახუროს. იმისათვის, რომ მართლაც ხარისხიანი ქამარი შევარჩიოთ, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ტყავს, კონსტრუქციასა და ნაკერებს.

კოსტიუმის ქამრის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება გაამახვილეთ ტყავის სისქესა და ხარისხზე. კარგი ქამარი არც ძალიან სქელია და არც თხელი. ახლა ბევრი მარკა აწარმოებს ერთფენიან კოსტიუმის ქამრებს. ზოგჯერ ასეთი ქამრები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ორფენიანი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარგ ქამარს დრო ვერ აშინებს - წლებთან ერთად ის მხოლოდ დამატებით შარმს იძენს.

მოვლა და შენახვა

უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივი და ხანგრძლივი ხმარებისას ტყავმა შეიძლება დეფორმაცია განიცადოს, ამიტომ ტყავის ქამრებს პერიოდულად "დასვენება" სჭირდება. თუ ქამარი აღარ არის იდეალურად სწორი, მაშინ იგი უნდა დავკიდოთ საკიდზე ან დავახვიოთ და ისე შევინახოთ უჯრაში. ქამრის სხვაგვარად შენახვის წესები უბრალოდ მიუღებელია.

თუ ქამარი გასუფთავებას საჭიროებს, ის შეიძლება გავწმინდოთ საპნიანი წყლით და ამოვავლოთ ლიმონმჟავას სუსტ ხსნარში. შემთხვევითი ლაქების ამოსაყვანად შეიძლება ვისარგებლოთ სპეციალური საშუალებებით, რომლებიც ტყავის ნაწარმისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასე გასუფთავებულმა ქამარმა შეიძლება პერანგი დასვაროს. ასე რომ, როდესაც პერანგის, შარვლისა თუ პიჯაკის შეძენას გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ ქამარი, რადგან ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო აქსესუარი განუმეორებელ შარმს შესძენს თქვენს იმიჯს.