როგორ გავხდეთ სასურველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავხდეთ სასურველი

მამაკაცის რომელი თვისებები აღიზიანებთ ქალებს?

ძლიერი სქესის ზოგიერთი თვისება ქალებს საშინლად აღიზიანებთ. იდეალურობის მიღწევა ალბათ ძნელია, მაგრამ ღირს დაფიქრება საკუთარ თავზე, იმიჯზე. კრიტიკულად შეხედეთ საკუთარ თავს, საკუთარ ჩვევებს. თუ გსურთ, ქალისთვის სასურველი მამაკაცი გახდეთ, გაითვალისწინეთ ზოგიერთი რჩევა. ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა მამაკაცის ზოგი ისეთი თვისება, რაც ყველაზე ძალიან აღიზიანებს ქალების უმრავლესობას:

მანქანის სიყვარული

ქალი ფაქიზი, მგრძნობიარე და ამასთანავე გულუბრყვილო არსებაა, მას შეუძლია იეჭვიანოს იმის გამო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მანქანას დიდ ყურადღებას უთმობს, ზრუნავს მასზე და თავს ევლება, ქალი ამ დროს უსარგებლო ნივთად მიიჩნევს თავს, რადგან ხედავს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი უსულო საგანს, ლითონების გროვას ასე დაჰკანკალებს. ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ ყურადღება თანაბრად გაანაწილონ.

უკბილო ხუმრობები

ის, რაც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს მამაკაცისათვის და თავშეუკავებელ ხარხარს იწვევდეს მამაკაცთა საზოგადოებაში, შესაძლოა სრულიად არ ამხიარულებდეს ქალს. ქალსა და მამაკაცს განსხვავებული ინტერესები აქვთ, სიცილის საგანიც შესაბამისად განსხვავებული შეიძლება იყოს. რაზეც მამაკაცი ხარხარებს, ქალში ამან შეიძლება ღიმილიც კი არ გამოიწვიოს. ამიტომ ქალთან საუბრისას მოერიდეთ ისეთი ანეკდოტის მოყოლას, რომელიც რთული აღსაქმელია, მით უმეტეს ნუ გამოიყენებთ ბილწ სიტყვებს.

ბეჭდები და სხვა აქსესუარები ხელზე

ქალთა უმრავლესობას ნაკლებად მიმზიდველად ეჩვენება სამკაულასხმული მამაკაცი. ბევრ მამაკაცს მოსწონს ყელზე ოქროს დიდი ჯაჭვი, ხელზე სამაჯური, თითებზე ბეჭდები, შარვალზე გასაღებების ან საათის ჯაჭვი - მსგავსი აქსესუარები მამაკაცებზე ქალებს არ მოსწონთ. გაითვალისწინეთ ეს, როცა ქალის მოხიბვლას ცდილობთ.

უზომო ჭამა-სმა

ნურასოდეს გახდებით საკუთარი კუჭის მონა. ქალებს ნაკლებად მოსწონთ ჭამის მოყვარული მამაკაცები. ზოგ მამაკაცს ბევრი საჭმლის ჭამა სჩვევია, მისი განწყობილების გამოკეთება მხოლოდ გემრიელ კერძს შეუძლია. ასეთ შემთხვევაში ქალი იძულებულია დააკმაყოფილოს საყვარელი მამაკაცის გასტრონომიული მოთხოვნილებები და მუდმივად სამზარეულოში იტრიალოს.

ნუ აიძულებთ ქალს, მხოლოდ სამზარეულოში იტრიალოს. ქალი წინსაფრის გარეშე ბევრად უფრო მომხიბვლელია. ნუ მოუწყობთ გამოცდას მის ნებისყოფას. საშიშია, როცა ქალი მოთმინებას კარგავს.

ჭუჭყიანი ფეხსაცმელები

ქალმა შეიძლება ყურადღება არ გაამახვილოს ძვირფას ტანსაცმელზე, ლამაზ ჰალსტუხზე, მაგრამ უყურადღებოდ არ დატოვებს ფეხსაცმელს, შეუმჩნეველი არავითარ შემთხვევაში არ დარჩება მოუწესრიგებელი, ჭუჭყიანი ფეხსაცმელი, მოცვეთილი ქუსლი ან გახსნილი თასმები. ასეთი ფეხსაცმლის პატრონი მამაკაცი ბევრს დაკარგავს ქალის თვალში.

მოუვლელი ფრჩხილები

მამაკაცი, რომელსაც იდეალურად აქვს მოვლილი ფრჩხილები, ქალში უდიდეს პატივისცემასა და სიმპათიას იწვევს. წარმოიდგინეთ ნებისმიერი ქალის რეაქცია, როცა ჭუჭყიან ფრჩხილებს შეამჩნევს ხელზე მამაკაცს.

ინტერესი სხვა ქალის მიმართ

როცა საყვარელ ქალთან ერთად წვეულებაზე იმყოფებით და სხვა ქალებს დიდ ყურადღებას უთმობთ, არ იფიქროთ, რომ ეს თქვენს რეიტინგს რაიმეს შემატებს. პირიქით, ეს ტიპური მამაკაცური შეცდომაა. ნებისმიერ ქალს, მით უმეტეს წვეულებაზე, სურს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მას აქცევდეს ყურადღებას და მხოლოდ მისით იყოს აღფრთოვანებული. ნუ დაუშვებთ ასეთ შეცდომებს, ამან ქალში შეიძლება შურისძიების წყურვილი გააღვიძოს. ასე საყვარელ ქალს ადვილად დაკარგავთ.

საუბარი

საუბრის მიმზიდველი მანერით ბევრი ქალის მოხიბვლა და დაპყრობა შეიძლება. ქალები, ასევე, აფასებენ ისეთ მამაკაცებს, რომელთაც ყურადღებით მოსმენა შეუძლიათ. სიტყვაძვირი მამაკაცი იდუმალია, საინტერესო. ჩუმად ჯდომა და მოსმენა რთულია, მაგრამ მოთმინებაც მამაკაცის ღირსებად ითვლება.

საწოლში ჩუმად ყოფნა

ქალისათვის მძიმე ასატანია საწოლში მდუმარე მამაკაცი, რა თქმა უნდა, არც ისეთი მამაკაცი ვარგა, ენას რომ არ აჩერებს. მაგრამ ქალის გვერდით გარინდება, ფიქრში გადაშვება ნამდვილად აუტანელია.

საწოლში ბევრი ლაპარაკი

სექსის დროს პოლიტიკურ თემებზე ან სამსახურებრივ საკითხებზე ბჭობა ქალში ვნებას ნამდვილად ვერ აღძრავს, ეს აუტანელია, მოსაბეზრებელი და თუ გნებავთ, დამამცირებელიც კი. შეეცადეთ, ამ დროს მხოლოდ საალერსო სიტყვები და კომპლიმენტები წარმოთქვათ.

შეუფერებელი საჩუქარი

ქალი მამაკაცისაგან ყოველთვის რომანტიკულ საჩუქარს მოელის. ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ საჩუქრად მხოლოდ საოჯახო ნივთს ნუ მიართმევთ საყვარელ ქალს. თუ საყვარელ ქალს დაბადების დღეზე - ქვაბს, ხოლო სიყვარულის დღეს მტვერსასრუტს აჩუქებთ, ამით მას ვერ აღაფრთოვანებთ. პირიქით - ეს მას გააღიზიანებს.

არასასიამოვნო სურნელი

ალბათ არც ერთ მამაკაცს არ მოეწონება საყვარელ ქალს სხეულზე იმ დღის მომზადებული კერძის სუნი რომ ასდიოდეს. ახლა მის ადგილას საკუთარი თავი დააყენეთ...

ჩაცმის სტილი

ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი ყოველთვის იწვევს ქალის აღფრთოვანებას. ჩაცმის დახვეწილი სტილი ბევრ რამეზე მეტყველებს, განსაკუთრებით - მამაკაცის გემოვნებაზე, რასაც ასე აფასებენ ქალები. უგემოვნოდ ჩაცმული მამაკაცი ქალისათვის ნამდვილი სასჯელია. გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და თქვენ მუდამ სასურველი მამაკაცი იქნებით.