თავდაჯერებული მამაკაცის 10 თვისება
სინონიმი იყო. მაშ ასე, რაშია საკუთარ ძალებში დარწმუნებული ადამიანის ხიბლი? როგორია თავდაჯერებული მამაკაცი? ამერიკელი ფსიქოლოგი ენდრიუ სალტერი თავდაჯერებული ადამიანის ექვს ნიშანს გამოყოფს:
- საკუთარი გრძნობების დაუფარავად გამოხატვა და ურთიერთობისას სპონტანურობა;
- გრძნობების ვერბალური და არავერბალური გამოხატულების თანხვედრა;
- საკუთარი თავის რწმენა, საკუთარი აზრისა და სურვილების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის ასაღებად მზადყოფნა და საკუთარი სახელით საუბრის შესაძლებლობა. ასეთი პიროვნება საუბრისას ამბობს "მე" და არა "ჩვენ", არ ცდილობს ამოეფაროს გაურკვეველი ფრაზების ფასადს;
- კომპლიმენტების მიღებისა და გაცემის უნარი;
- უნარი, მიიღოს ადამიანი ისეთი, როგორიც არის.
თუმცა ეს ფსიქოლოგების აზრია. რას ფიქრობენ ყოველივე ამაზე ქალები - მამაკაცის ხიბლის ყველაზე მკაცრი და ზუსტი შემფასებლები? სუსტი სქესის აზრით, იყო თავდაჯერებული, ნიშნავს:
- იყო გამბედავი;
- გქონდეს მყარი ცხოვრებისეული პოზიცია;
- გარემოებათა მიუხედავად, იყო მტკიცე და შეუპოვარი, გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შეგეძლოს, ქალი მიიღო ისეთი, როგორიც არის;
- იყო დამოუკიდებელი;
- გქონდეს გარეგანი და შინაგანი კეთილშობილება;
- არ შეუშინდე ემოციებს;
- იყო გულღია;
- შეგეძლოს ოპტიმიზმის შენარჩუნება და სხვისთვის გადაცემა;
- უფრთხილდებოდე ოჯახს და ოჯახურ ურთიერთობებს.
ქალი ყოველთვის დაცულობისკენ მიისწრაფვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაჯერებული მამაკაცი ის არის, ვისაც მისი მთელი სამყაროსგან დაცვა შეუძლია.
არსებობენ ინფანტილური მამაკაცებიც. ისინი მუდამ ჭირვეულობენ, ისტერიკას მართავენ, გადაწყვეტილების მიღებისა ეშინიათ, გაურბიან პასუხისმგებლობას და ხშირად ცრუობენ. ინფანტილური მამაკაცისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული, გაღიზიანებადობა, გულმავიწყობა, სიზარმაცე, პრობლემებისგან გაქცევა, პასუხისმგებლობაზე უარის თქმა, მშობლებზე ძლიერი მიჯაჭვულობა. ასეთი მამაკაცი მთელი ცხოვრება სათამაშოებით ერთობა. ერთ-ერთი ამგვარი სათამაშო შეიძლება იყოს ოჯახიც. თუ ის მობეზრდა, მამაკაცი მას დაუნანებლად მიატოვებს და სხვა გასართობს მოძებნის.
ინფანტილური მამაკაცი პატარა ბავშვს ჰგავს: ის ითხოვს ყურადღებას, სიყვარულს, მზრუნველობას, სხვა დანარჩენი მას არ აღელვებს. მას გულწრფელად სჯერა, რომ უნდა მოუარონ, აჭამონ, ჩააცვან, მის მაგივრად მოძებნონ დაკარგული ნივთები, ჩაუდონ ჯიბეში ცხვირსახოცი, დილით გააღვიძონ და ა.შ. ის ასეა მიჩვეული, მხოლოდ ასეთი მდგომარეობაა მისთვის ბუნებრივი.
ინფანტილური მამაკაცები ორ ტიპად იყოფიან. პირველი ტიპის ინფანტილები ტიპური დედიკოს ბიჭები არიან. საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას ისინი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც დედასთან - ბავშვივით. ეს მამაკაცები ქვეცნობიერად ეძებენ ქალებს, რომლებიც განახორციელებენ მათზე მკაცრ კონტროლს და პატრონაჟს, მოუვლიან და მოემსახურებიან: აჭმევენ, ასმევენ და მოეფერებიან. საინტერესოა, რომ ასეთი ინფანტილი სრულიადაც არ არის დამჯერი ბიჭუნა. ის გამუდმებით ჭირვეულობს და იბუტება, არასოდეს ასრულებს დანაპირებს და მუდამ ცრუობს.
ინფანტილები, რომლებიც მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან, მკვეთრად უარყოფენ საკუთარი ინფანტილურობის გამო შენიშვნებსა და საყვედურებს. მათ იმ ქალების ხარჯზე თვითდამკვიდრება სჩვევიათ, რომლებიც არ გამოირჩევიან არც სილამაზით, არც ნიჭით და ამიტომ მომთხოვნებიც არ არიან. სწორედ ასეთი კატეგორიის ქალებზე ნადირობენ ინფანტილური მამაკაცები. ძლიერ და დამოუკიდებელ ქალთან ურთიერთობის ძალა მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ არ შეუძლიათ, ასეთი ქალების მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ, თუმცა არაფრით გამორჩეულ, უღიმღამო გოგონაზე დაქორწინებისას მის მიმართ თავდაპირველ სუსტ ინტერესსაც მალე კარგავენ, აღარ აფასებენ და შესაძლოა შეიძულონ კიდეც, თუმცა კი განშორებას არ ჩქარობენ.
რა უნდა ქნას ქალმა, რომელიც ინფანტილურ მამაკაცს გადაეყარა?
ყველაზე სწორი იქნება დროზე გავერკვეთ სიტუაციაში და გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა ასეთ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, "დედაშვილობანას" თამაში ღრმა შინაგან კომფორტს არ გგვრით. ინფანტილური მამაკაცის გარდაქმნა შეუძლებელია, რადგან ყოველი მისი ცხოვრებისეული თუ ყოველდღიური ქცევა აღზრდის შედეგია. ეს თავის ტვინის ქერქქვეშ ჩადგმული პროგრამაა, რომლის გადაწერა ან წაშლა შეუძლებელია.