რისი ბრალია მამაკაცების მხრივ სილამაზის სალონებისადმი გულგრილობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია მამაკაცების მხრივ სილამაზის სალონებისადმი გულგრილობა

მამაკაცი, ქალისგან განსხვავებით, პრაქტიკულია და ვერ გაუგია, რატომ უნდა იხადოს ვარცხნილობისთვის დიდი თანხა, როცა იმავეს გაკეთება უფრო იაფადაც შეუძლია ან რატომ უნდა წავიდეს სალონში მანიკიურის გასაკეთებლად, როცა თავადაც მშვენივრად ფლობს მაკრატელს.

სალონში მამაკაცებს არ შეუძლიათ მოდუნება, რადგან მიაჩნიათ, რომ "მტრის ტერიტორიაზე" აღმოჩნდნენ, სადაც გარს უამრავი ლამაზი ქალი ახვევიათ. ეშინიათ, დაუფარავად გამოხატონ ემოციები, რათა სასაცილოები არ გამოჩნდნენ. მამაკაცი სალონში გაქვავებული სახით შედის და მთელი თავისი იერით ამტკიცებს, რომ აქ იგი შემთხვევით აღმოჩნდა, მხოლოდ თმას შეიჭრის და უკანმოუხედავად გაიქცევა. მით უმეტეს, თუ სალონის თანამშრომელი მომხიბვლელი, მოღიმარი გოგონაა, რომელშიც იგი არა მხოლოდ სპეციალისტს, არამედ ქალსაც ხედავს. საზოგადოდ, მამაკაცები სილამაზის სალონს ქალთა საბრძანებლად აღიქვამენ, თუმცა მათ ასეთ დამოკიდებულებაში ნამდვილად არის ლოგიკა, ვინაიდან სილამაზის სალონები თავდაპირველად სწორედ ქალებისთვის იქმნებოდა და ამჟამადაც უმთავრესად ქალთა აუდიტორიაზეა ორიენტირებული.

მამაკაცი ქალისაგან იმითაც განსხვავდება, რომ ურჩევნია, ერთსა და იმავე სალონში იაროს. უფრო დისციპლინირებულია, იშვიათად კამათობს და ზუსტად იცავს რეკომენდაციებს. მამაკაცებს ვურჩევთ, დაამსხვრიონ ძველი სტერეოტიპები, ნუ შერცხვებათ სილამაზის სალონის მონახულებისა, რადგან საკუთარ გარეგნობაზე უნდა იზრუნოს ყველამ, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. სალონის მონახულება დღეს პირადი ჰიგიენის საკითხია.რაკი საქმე გარეგნობაზე მიდგა, მამაკაცის მოდის 2009-2010 წლის ტენდენციებსაც გადავხედოთ.

დავიწყოთ ფერთა გამით. შავი და რუხი ფერის ბრძოლა დომინანტობისთვის, შეიძლება ითქვას, ფრედ დასრულდა: ერთიცა და მეორეც მამაკაცის ყველა კოლექციის საფუძველია. რაც შეეხება კოსტიუმის თარგს, დიზაინერები აქცენტს აკეთებენ წელზე მომდგარი სილუეტის ერთბორტიან პიჯაკებზე. შარვლები უპირატესად საშუალო მოცულობისაა. ტანზე მომდგარი მოდელები უკვე აღარ წარმოადგენს მოდის სამყაროს პანაცეას. ზოგიერთი მოდის სახლი გალიფესაც კი გვთავაზობს - მოდელს, რომელიც წვივებზე მოტმასნილია, ხოლო ზევით ფართოვდება.

თუმცა ზოგიერთმა მოდის სახლმა 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში მაინც დატოვა ტანზე მჭიდროდ მომდგარი სამოსის ტენდენცია. უკვე რამდენიმე სეზონია, მოდიდან არ გადადის კარდიგანი, რაც ალბათ მისასალმებელია, რადგან იგი გარდერობის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ნაწილია, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც წარმატებული დამატება პრაქტიკულად ნებისმიერი ანსამბლისთვის. მას შეუძლია, გარდერობში დომინანტის როლიც შეასრულოს.

პალტოების, ლაბადების, ქურთუკების არჩევანი, ტრადიციისამებრ, ფართოა. მოდის სახლებმა წარმოადგინეს პალტოები კაპიშონით, სხვადასხვანაირი შესაკრავებით, ტყავის ღილკილოებით, თუმცა უცვლელია თარგი: პალტოები სწორი, თავისუფალი ფორმისა და დიდჯიბეებიანია. 2009-2010 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებებზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მამაკაცის მოდაში ბეწვეულის დაბრუნება. არაერთმა ცნობილმა მოდის სახლმა ბეწვი მხოლოდ ქურთუკებისა და პალტოების სარჩულად კი არ გამოიყენა, არამედ გააფორმა კიდეც ზოგიერთი მოდელი ბეწვის საყელოთი და მოკლე ქურქებიც კი წარმოადგინა.

პრაქტიკულად ყველა სამოდელო სახლმა გამოიყენა მამაკაცის გარდერობის ელეგანტური დეტალი - შარფი. სხვა აქსესუარების შერჩევისას მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვიწრო ჰალსტუხი ისე პოპულარული აღარ არის - მას პირველობა საშუალო სიგანის მოდელებმა ჩამოართვა, ფართო ქამრები კი ვიწრომ განდევნა. მთლიანობაში მოდელიორებმა აირჩიეს მიმართულება, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი წესისგან, კანონისა და ჩარჩოსგან. მოდაში დომინირებს თავისუფლება და ექსპერიმენტები. ასე რომ, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე, ჩაცმულობაში სხვადასხვა სტილისა და ელემენტის შეხამების უნარზეა დამოკიდებული.