შეიძლება თუ არა, მამაკაცმა პირველი პაემანი ისე წარმართოს, რომ თავადაც კმაყოფილი დარჩეს და გოგონასაც მოაწონოს თავი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძლება თუ არა, მამაკაცმა პირველი პაემანი ისე წარმართოს, რომ თავადაც კმაყოფილი დარჩეს და გოგონასაც მოაწონოს თავი?

სერიოზული ურთიერთობა რომც არ დავგეგმოთ, თავმოყვარეობა მოითხოვს, პირველ პაემანს გაგრძელება ჰქონდეს. დაინტერესებულმა მამაკაცმა, როცა ქალს სახლამდე მიაცილებს, უნდა წარმოთქვას სანუკვარი სიტყვები: "კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს?" რასაკვირველია, მათემატიკური სიზუსტით ვერ გამოვთვლით, რამ შეიძლება დააახლოოს პრაქტიკულად უცნობი ადამიანები. მამაკაცები პაემანზე ეპატიჟებიან იმ ქალებს, რომლებმაც რამით მოხიბლეს - თმის ფერით, თვალის ჭრილით, მოხდენილი ფეხებით, სიგამხდრით... მოკლედ, გემოვნებას გააჩნია.

პაემანზე მთავარია, ერთმანეთს თვალებში უყუროთ. ერთი შეხედვით ამაზე ადვილი რა უნდა იყოს, მაგრამ ბევრი თითქოს გაურბის დიდი ხნით პარტნიორზე მზერის შეჩერებას, რადგან ზედმეტად გულახდილი ემოციური კონტაქტი აშინებს. ხალხი გადაეჩვია სიმპათიისა თუ ანტიპათიის აშკარად გამოხატვა, ამიტომ მამაკაცი, რომელსაც შეუძლია, გულწრფელად გამოხატოს სიხარული, ძნელი დასავიწყებელია. თუ პირველი პაემანი ქალის გარეგნობის დამსახურებაა, მეორე საუბრის წარმართვის უნარზე მეტყველებს. ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ვერ იტანს ვერბალური ურთიერთობის ქალურ სტილს, განსაკუთრებით - თემიდან თემაზე გადახტომის ჩვევას. გარდა ამისა, მამაკაცები მონოლოგს ამჯობინებენ და ვაი მას, ვინც სიტყვას გააწყვეტინებს! მათ მხოლოდ უნდა უსმინოთ, თანაც რაც შეიძლება დიდი ინტერესით. ნებადართულია, შიგადაშიგ მორიდებულად ჩაურთოთ კითხვები თემის ირგვლივ. ყველა მამაკაცს, გარდა სპეცსამსახურის თანამშრომლებისა, ძალიან უყვარს საკუთარ თავზე, მიღწევებსა და შენაძენებზე საუბარი. ისინი ამით გაუცნობიერებლად აგზავნიან სიგნალს: "ხედავთ, თქვენს წინაშე ნამდვილი მამაკაცია!" ჭკვიანი ქალი მიხვდება ამ ქარაგმას და შეაქებს, კვერს დაუკრავს მას. ოღონდ კომპლიმენტი გულწრფელი უნდა იყოს.

შეიძლება თუ არა, მამაკაცმა პირველი პაემანი ისე წარმართოს, რომ თავადაც კმაყოფილი დარჩეს და გოგონასაც მოაწონოს თავი? დავიწყოთ იმით, რომ პირველ პაემანზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგეშინდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის. თუ თავს სილაღისა და გულახდილობის უფლებას მისცემთ, ეს დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ საკუთარი თავის რწმენა და არ იყოთ დამოკიდებული პარტნიორსა თუ გარემოებაზე. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცენზურო გამონათქვამები იხმაროთ, ბილწსიტყვაობის კორიანტელი დააყენოთ ან სისულელეები როშოთ (თუმცა საბოლოოდ ყველაფერი გოგონაზეა დამოკიდებული). უბრალოდ ეცადეთ, ისე მოიქცეთ, თითქოს მოხვდით გარემოში, სადაც ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ დაისვენოთ, მოეშვათ და იყოთ ის, ვინც ხართ. ნუ ეცდებით, გოგონას გულის მოსაგებად ყველა კაპრიზი აუსრულოთ. დაე, თავად შეამჩნიოს, რა კარგად გრძნობთ თავს და ეცადოს, თავადაც გამოსცადოს ეს. სილაღე, მით უმეტეს, ბუნებრივი, გადამდებია.

შეგიძლიათ, ეს ბუნებრიობა განაზავოთ მცირედი სითამამით, იუმორითა და იდუმალებით. წარმოიდგინეთ, თითქოს ეს ყველაფერი თამაშია და თქვენ ქალების გულთამპყრობელის როლს ასრულებთ. არაფერია იმაში დასაძრახი, თუ გოგონას ოდნავ მაინც შეაცბუნებთ. გოგონები ასეთ დროს წითლდებიან, ტუჩები ებურცებათ და ოდნავ უთრთით, თავდაჯერებულობა უქრებათ, თვალები გაურბით... ამ დროს გაიღიმეთ და შვებით ამოისუნთქეთ, ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი რიგზეა. რაც უფრო თავისუფლად იგრძნობთ თავს, მით უფრო ნაკლებ შებოჭილი იქნება გოგონაც. ეცადეთ, გოგონას პირველსავე პაემანზე აგრძნობინოთ სითბო. დაახლოების საუკეთესო საშუალება ცეკვაა, ამიტომ ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა. ბუნების ჭირვეულობაც კი შეიძლება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, ჭეშმარიტი ჯენტლმენი ყოველთვის მოხვევს ხელს მხრებზე შემცივნებულ ქალბატონს. ოღონდ ყურადღებით იყავით, "ეშმაკობა" ზომიერი უნდა იყოს. გოგონას პირველივე პაემანზე რომ აკოცოთ, ეს მოცემულ სიტუაციაში ან ბუნებრივი უნდა იყოს, ან მოულოდნელი. პირველი პაემნის შემდეგ გოგონას დრო უნდა მისცეთ საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. ალბათ ხვდებით, რისთვის - იმისათვის, რომ მიხვდეს, რა კარგად გრძნობდა თავს თქვენს გვერდით, როგორ აკლიხართ...