როგორ დავიცვათ მამაკაცის ჯანმრთელობა 40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ მამაკაცის ჯანმრთელობა 40 წლის შემდეგ

მატერიალური კეთილდღეობისა და ამბიციური მიზნების მიღწევისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ორგანიზმი არც ისეთი მდგრადია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ჯანმრთელობას ბზარი შეიძლება ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაუჩნდეს და დაავადებამ სრულიად მოულოდნელად იჩინოს თავი. ამ რისკის შემცირების ერთადერთი საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ექიმის კონსულტაცია.

ექიმების მოსაზრებით, მამაკაცები გულს, ქალებთან შედარებით, ნაკლებად უფრთხილდებიან. სხვადასხვა მიზეზების გამო კარდიოლოგთან ვიზიტის აუცილებლობა კაცებს ქალებზე გაცილებით ადრე უჩნდებათ. სიცოცხლის ხანგრძლივობაც მამაკაცებს უფრო ნაკლები აქვთ. სიკვდილობის მიზეზთა სიაში პირველ ადგილზე კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. ხშირად მამაკაცები სწორედ ამ მიზეზით იღუპებიან შრომისუნარიან ასაკში, რაც ბევრ სხვა მიზეზთან ერთად სქესსაც უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ქალებს, გარკვეულ ასაკამდე, ჰორმონები იცავენ ათეროსკლეროზისაგან და შესაბამისად, ინფარქტისა და ინსულტისაგან. მამაკაცებს ეს ჰორმონული დაცვა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, უკანასკნელ ხანს აღინიშნება ინფარქტის გაახალგაზრდავება. ჯანმრთელობას სერიოზულ დარტყმას აყენებს ასევე მავნე ჩვევები, სტრესი. გარდა ამისა, კაცებს ექიმებთან სიარულიც ნაკლებად უყვართ, რეკომენდაციებსაც იშვიათად იცავენ და არაეფექტურად მკურნალობენ. სიმპტომები, რომლებიც საგანგაშოა: ქოშინი, გულმკერდის არეში დისკომფორტი, არამოტივირებული სისუსტე, ოფლიანობა, შფოთვა შეიძლება იყოს გულის პათოლოგიის გამოვლინებები. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკური განწყობაც.

45 წლიდან საჭიროა, წელიწადში ერთხელ, რეგულარულად ექიმთან ვიზიტი.

მედიცინის მეორე მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც მამაკაცისთვის აქტუალურია, უროლოგიაა. უროლოგიური პრობლემები ხშირად 40 წლის შემდეგ იჩენს თავს, რაც განპირობებულია ჰორმონული ფონის შეცვლითა და ტესტოსტერონის აქტივობის დაქვეითებით. ერთ-ერთი, რაც ამ პროცესებს უკავშირდება, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიაა, რომელიც ვლინდება შარდვის ფუნქციის დარღვევით, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნებით და სხვა მსგავსი სიმპტომებით, რაც კაცს ექიმთან ვიზიტს აიძულებს. პრობლემები გაცილებით ადრე შეიძლება დაიწყოს, თუ ამას თან ახლავს ცხოვრებისა და კვების არასწორი რეჟიმი, მავნე ჩვევები.

შარდგამომყოფი სისტემის დაავადებებიც გაახალგაზრდავდა, გამონაკლისი არც პროსტატიტია. თუ 20-30 წლის წინ ამ დაავადებით ავადობდნენ მამაკაცები 35 წლის ზემოთ, ახლა პრობლემები გაცილებით ახალგაზრდა ასაკში შეიძლება დაიწყოს.

მამაკაცებს, ადრე თუ გვიან, აღენიშნებათ სახსრების, კისრის, ზურგისა და ხერხემლის ტკივილი. სათანადო მკურნალობის ჩატარების გარეშე დროთა განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება.

ზოგჯერ ადამიანები თავად იქმნიან პრობლემებს, მაგალითად, აქტიური დასვენებით. სპორტი და ვარჯიში სუფთა ჰაერზე ძალიან კარგია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მათთვის, ვისთვისაც ეს ცხოვრების წესია. თუ მჯდომარე ცხოვრების წესისას გადაწყვეტთ მწვერვალების დაპყრობას, სჯობს გამოიჩინოთ ზომიერება. თანამედროვე პროფესიების უმრავლესობა არ უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას, ამიტომ ორგანიზმი მისთვის მოუმზადებელია. მოუმზადებელ ხერხემალსა და სახსრებზე დიდი დატვირთვა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის.

ექიმთან რეგულარული ვიზიტი სათქმელად ადვილია, რეალურად კი მკაცრი სამუშაო გრაფიკი და ოჯახური პრობლემები სპეციალისტთან ვიზიტს გაურკვეველი ვადით სწევს. ამასთან, მიღებულია, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა უკავშირდება არასასიამოვნო პროცედურებს, რაც ამცირებს მოტივაციასაც. რეალურად კი, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდები მიმართულია არა მარტო მანიპულაციების ეფექტურობის, არამედ უმტკივნეულოდ და კომფორტულად ჩატარებისაკენ.

თანამედროვე საკვები პროდუქტების ხარისხის გამო აუცილებელია ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. საჭმლის მომნელებელი სისტემის ონკოლოგიური დაავადებები დიდი ხანია გავრცელებულ დაავადებათა ნუსხაში მესამე ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანია, 40-45 წლის შემდეგ ყოველწლიურად გამოვიკვლიოთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოები.

დაავადებების დროული პროფილაქტიკა და მკურნალობა პაციენტის დროისა და მატერიალური სახსრების ეკონომიის საშუალებაა, მამაკაცს კი საშუალებას აძლევს, ჯანსაღად იგრძნოს თავი 50, 60 წლის ასაკში და ზემოთ.