როგორ და რატომ იცვლება ხმა ტრაქეოსტომიის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიკორონავირუსიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედია

როგორ და რატომ იცვლება ხმა ტრაქეოსტომიის შემდეგ

ამოსუნთქვისას ჰაერი, როგორც წესი, ხორხში გაივლის, სადაც იწვევს სახმო იოგების ვიბრაციას და წარმოიქმნება ბგერა – ხმა.

ხორხი შედგება ხრტილებისაგან და ის განთავსებულია კისრის წინა ნაწილში. ბგერებისა და ხმის წარმოქმნა ხორხის ძირითადი ფუნქციაა. ხმა წარმოიქმნება სახმო იოგების რხევისას მათ შორის ამოსუნთქული ჰაერის გავლის დროს. ამ პროცესს არეგულირებს რიგი კუნთებისა. ხმის იოგების სიგრძეზეა დამოკიდებული ხმის ტემბრი. დანაწევრებული მეტყველების ფორმირებაში მონაწილეობენ ასევე ტუჩები, ენა, პირისა და ცხვირის ღრუ. ხორხი უშუალოდ გადადის ტრაქეაში.

ტრაქეოსტომიის დროს ჰაერი პირდაპირ სასულეში ხვდება ცხვირისა და პირის გვერდის ავლით.

ტრაქეოსტომიის დროს იკარგება ხმა, რადგანაც ჰაერი გადის ტრაქეოსტომიის მილში და არ გაივლის სახმო იოგებს.

რა არის ტრაქეოსტომია

ტრაქეოსტომია – ეს არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის შედეგადაც კისრის წინა ზედაპირზე ხდება ხელოვნური ხვრელის ფორმირება.

როდის და რატომ ტარდება ტრაქეოსტომია?

ტრაქეოსტომია კეთდება ზედა სასუნთქი გზების გამტარობის დარღვევის (ობსტრუქცია) დროს. ის შეიძლება განპირობებული იყოს ხორხის და ტრაქეის თანდაყოლილი ანომალიით (შევიწროება, მემბრანები, კისტები), ხორხის სიმსივნით, ინფექციურ-ანთებითი პროცესებით, უცხო სხეულებით, კისრის ორგანოების ტრავმებით. გამტარობის დარღვევის გარდა, არსებობს ტრაქეოსტომიის სხვა ჩვენებებიც. ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადებებისას, როდესაც არ არსებობს ყლაპვის ფუნქცია და ხველის რეფლექსი, აუცილებელია სასუნთქი გზების დაცვა ნერწყვის, საკვების ან კუჭის შიგთავსის მოხვედრისაგან.

სუნთქვისა და ყლაპვის პროცესი შეიძლება დაირღვეს თავისა და კისრის მასშტაბური ოპერაციების შემდეგაც. ზოგიერთ შემთხვევაში ტრაქეოსტომიის აუცილებლობა დგება ხორხის ქირურგიული მოშორების ან ტრაქეის ნაწილის ამოკვეთის შემდეგ.

ტრაქეოსტომია შეიძლება საჭირო გახდეს სუნთქვის უკმარისობის დროს. სუნთქვის მძიმე უკმარისობა, რომელიც საჭიროებს ფილტვების ხანგრძლივ ხელოვნურ ვენტილაციას, შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების სხვადასხვა მწვავე და ქრონიკულმა დაავადებებმა. ასეთ შემთხვევაში ტრაქეოსტომია აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას და შესაძლებელი ხდება გართულებების თავიდან აცილება.

ტრაქეოსტომიის ფორმირების შემდეგ პაციენტი ხელმეორედ სწავლობს სუნთქვას, ყლაპვას, საუბარს, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა სახმო იოგების შენარჩუნება. ტრაქეოსტომიის ოპერაციის ჩატარებისას ტრაქეის პირველ რგოლებში დგება ტრაქეოსტომიული მილი. ამ შემთხვევაში ხმა საერთოდ იკარგება.

ამოსუნთქვისას ტრაქეოსტომის სალაპარაკო მილის თითით ან სპეციალური მოწყობილობით დახურვისას შეიძლება ჰაერის ნაკადის ზემოთ მიმართვა სახმო იოგებისაკენ და ამგვარად საუბარი და ლაპარაკი.