როგორ შევარჩიოთ შარფი მამაკაცისთვის
მამაკაცის შარფის მრავალფეროვანი ფორმა, სტილი, მასალა და ფერი არსებობს.
შარფის საშუალებით მამაკაცი მოდურიც იქნება და თბილად მოსილიც. თავისთავად შარფმა შეიძლება მამაკაცს განსაკუთრებული კოლორიტი და ელეგანტურობა შესძინოს, ის ტანსაცმლის ყოველდღიურ სტილს ინდივიდუალურს ხდის.
რა მასალისგან ამზადებენ შარფს
შარფის შერჩევისას უნდა განისაზღვროს მისი სტილი და ხარისხი, რომელსაც რეგულარულად სიხარულით ატარებთ. სინთეტიკის შემცველმა მასალამ შეიძლება კისრის ნაზი და მგრძნობიარე კანი გააღიზიანოს და დისკომფორტი გამოიწვიოს.
შალის შარფები
სითბოს შენარჩუნება შესაძლებელია შალის შარფით. ეს შეიძლება იყოს ანგორა, ალპაკა, მოხერი, მერინოსი და ქაშმირი. შესაძლებელია მაღაზიებში ვნახოთ შარფის ორმხრივი მოდელები, როდესაც ერთი მხარე შესრულებულია თხელი შალისგან, მეორე კი ნატურალური აბრეშუმისაა. თუმცა, უფრო ხშირად, ეს ქალის შარფების მოდელებია.
მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტილიც. კლასიკურ მკაცრ კოსტიუმს ან მამაკაცის პალტოს იდეალურად ესადაგება ქაშმირის ან ბამბის შარფები. მსხვილი ქსოვის შარფები უფრო ქურთუკებს, ჯინსებსა და სვიტერზე წავა.
შალი ყველაზე კომფორტული და პრაქტიკული მასალაა, რომელსაც შეუძლია 30% ტენის შთანთქმა ისე, რომ დარჩეს მშრალი. ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მასალად ითვლება ქაშმირი. ამ მასალის აქსესუარები ძალიან თხელი, მსუბუქი და თბილია.
შარფის შერჩევისას ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას. თავი შეიკავეთ აკრილის მასალის შარფის შეძენისაგან. ისინი მართალია შეხებისას სასიამოვნოა, მაგრამ სიცივისაგან ნაკლებად დაგიცავთ.
მამაკაცის შარფის ფერი და სტილი
შარფების ფერები საკმაოდ კონსერვატულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შარფი შევარჩიოთ გარდერობის საერთო ფერთა გამის გათვალისწინებით. კლასიკური და პოპულარულია ლურჯი და რუხი, ასევე მსხვილი უჯრედული.
შეარჩიეთ შარფი ერთი-ორი ტონით მუქი ან ღია ძირითად ტანსაცმელთან (კოსტიუმი ან პალტო) შედარებით. მკაცრ, კლასიკური, საქმიანი სტილის ტანსაცმელთან სტილისტები გვირჩევენ შევარჩიოთ ერთი ტონის ან ორი ფერის მოდელები.
მამაკაცის შარფის კლასიკური ფერია თეთრიც. პალტოსა თუ კოსტიუმზე თეთრი შარფით გარანტირებულად მიიპყრობთ ყურადღებას და გამორჩეული იქნებით.
საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის შავი ფერის შარფი, უმრავლეს შემთხვევაში, ის ვიზუალურად აბერებს სახის კანს.
გარეგნობას გაახალისებს ცისფერი, მოლურჯო, ზღვისფერი ან ღია რუხი.
ფორმით შარფები ერთმანეთისგან განსხვავდება:
- ბანდანები;
- არაფატკები;
- მრგვალი შარფები;
- გრძელი შარფები;
- კვადრატული შარფები.
მამაკაცის შარფებს სტილის მიხედვითაც განარჩევენ.
სპორტული სტილი, ჩვეულებრივ, მსუბუქია და შესრულებულია რამდენიმე მასალის და ფერის კომბინაციით.
საქმიანი - ასევე მსუბუქი ქსოვილისაა და სწორკუთხა ფორმა აქვს.
საზეიმო შარფები - ხშირად ერთ ტონალობაშია (შავი ან თეთრი) და აბრეშუმის ან ატლასისგან მზადდება.
მნიშვნელოვანი დეტალები:
გრძელი, მართკუთხა აქსესუარები ნებისმიერი სტილის გარდერობისთვის შესანიშნავი დამატებაა. მრგვალი ან კვადრატული ფორმისას აქცენტი შარფზე გადადის.
მამაკაცის აქსესუარებზე არ იყენებენ ღილებს, სარჭებს, პომპონებს, ფუნჯებსა და ბისერს. ის არ უნდა იყოს გამჭვირვალე.
მამაკაცის შარფის სიგანე 15-35 სმ-ია. ოპტიმალური სიგრძე - 180-200 სმ.
საქმიანი სტილისთვის მიზანშეწონილია ვიწრო მოდელები, რომლის მორგებაც შესაძლებელი იქნება საქმიან კოსტიუმზეც და კლასიკურ პალტოზეც.
ფართო მოდელები იდეალურია სპორტული და ყოველდღიური სტილის ტანსაცმელთან.
1 მეტრზე მოკლე აქსესუარის ყელზე ლამაზად გაკეთება რთული იქნება, თუმცა, ყოველდღიურად სატარებლად იდეალურია.
რაც მეტი შარფია მამაკაცის გარდერობში, მით მეტად შეიძლება სტილის გამრავალფეროვნება. ლამაზი და მოდური აქსესუარები თანაბრად ახალისებენ ქალებსაც და მამაკაცებსაც.