როგორი უნდა იყოს მამაკაცის კვების რაციონი
ნახევარფაბრიკატებს, ჩიფსებს, მჟავეს, მარინადებს, ლუდსა და სხვა მავნე სასმელს. ახალგაზრდობისას მსგავსი საკვების უარყოფითი ზემოქმედება შესაძლოა არც გამოვლინდეს, მაგრამ 25 წლის შემდეგ აუცილებლად აისახება ჯანმრთელობაზე.
კაცებს უყვართ ხორცი. ალბათ, ქვეცნობიერად მათ ესმით, რომ ხარისხიანი ცხოველური ცილის გარეშე შესაძლებელია დაქვეითდეს ლიბიდო და გაუარესდეს შრომის უნარი. მაგრამ ყველა სახეობის ხორცი ერთნაირად როდი მოქმედებს. ხბოს, საქონლის, ქათმის, უცხიმო ღორის ან ცხვრის ხორცი მართლაც ატონიზებს ორგანიზმს და აშენებს უჯრედებს (მათ შორის, სასქესოს). მძიმე ხორცი, განსაკუთრებით ცხიმებით, მავნე ნახშირწყლებითა და საკვები ქიმიით გაჯერებული ნახევარფაბრიკატები, სერიოზული ზიანის მომტანია. თუ მამაკაცი სისტემურად მხოლოდ მზა, გაურკვეველი წარმომავლობის ხინკალსა და კატლეტს, ძეხვსა და სოსისებს მიირთმევს, ის ძალიან სწრაფად დაკარგავს სპორტულ ფორმას და იმატებს წონას. კაცისთვის ცხიმი ძალიან სახიფათოა, ის უფრო სწრაფად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – გულისა და ღვიძლის პრობლემებით დაწყებული ინტიმური წარუმატებლობით დამთავრებული. ამ ყველაფერს კი მეტაბოლური სინდრომი ეწოდება.
მამაკაცს რომ სქესობრივი პრობლემები არ ჰქონდეს, მას ცილის გარდა სჭირდება ფოლიუმის მჟავა, В6, В12, С, Е ვიტამინები, თუთია, სელენი, ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავები. სწორედ ეს ნივთიერებები მოქმედებენ პოტენციაზე, სპერმატოზოიდების ხარისხზე, კაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე. საკმარისი რაოდენობის თუთიისა და სელენის მისაღებად უნდა მივიღოთ პური და ბურღულეული, ზღვის პროდუქტები. თევზიდან უპირატესობა მივანიჭოთ ორაგულს, კალმახს, ქაშაყს, სკუმბრიას. ომეგა-3 მჟავებს შეიცავს ნიგოზი, სელის ზეთი.
სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობა არ ღებულობს ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს. შეეცადეთ ბოსტნეული გარნირის სახით მაინც მიიღოთ. მამაკაცისთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია წითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული – პიგმენტი ლიკოპენი, რომელიც მათ შესაბამის ფერს ანიჭებს, არის ანტიოქსიდანტი და იცავს ონკოლოგიური პრობლემებისაგან. ლიკოპენს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ასკილი, ბროწეული, საზამთრო.
მამაკაცები ლუდსა და ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს ამჯობინებენ, რაც ძალზე ასუსტებს მათ ჯანმრთელობას. ცხადია, მცირე რაოდენობით არაყი, კონიაკი და ღვინო არ იგულისხმება. ორგანიზმისთვის დამღუპველი მათი ხშირი მიღება ხდება, რადგან ძლიერი ალკოჰოლური სასმელები ამცირებს კუნთურ მასას. ხშირი მოხმარება არღვევს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, თრგუნავს ტესტოსტერონის გამომუშავებას და იწვევს მამაკაცის გარეგნობის შეცვლას: მცირდება კუნთური მასა, იზრდება სარძევე ჯირკვლები, იცვლება ხმის ტემბრი და წელზე გროვდება ცხიმოვანი ქსოვილი.
დიეტოლოგიის თვალსაზრისით იდეალურ სასმელად ითვლება წითელი მშრალი ღვინო და რძე, რომელსაც მამაკაცები პრაქტიკულად არ აღიარებენ. რძე, ხაჭო კუნთებისა და ყველა უჯრედისთვის ცილის იდეალური წყაროა. დღიური დოზაა – 1 ჭიქა რძე, იოგურტი, ხაჭოს ულუფა, რამდენიმე ნაჭერი ყველი.
მამაკაცის საუზმე უნდა იყოს ნოყიერი – ცილოვანი ან ნახშირწყლოვანი, ამიტომ მიირთვით ბურღულეულის ფაფა ხილით, კვერცხი პომიდვრით ან მიუსლი რძით. კარაქიანი თეთრი პურისა და ძეხვის ბუტერბროდი ტკბილი ჩაით ან ყავით დილის საუკეთესო დასაწყისი არ არის.
სადილად უნდა მიიღოთ ცილოვანი საკვებიც. ნებისმიერი თევზი, ზღვის პროდუქტები ან უცხიმო ხორცი – ქათმის ფილე, ღვიძლი, ენა, ხბოს ხორცი. გარნირად შეიძლება ბრინჯი, წიწიბურა ან ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი ისეთივე შეიძლება იყოს, როგორიც სადილი. თუ სადილად ხორცი გაქვთ, მაშინ ვახშამზე თევზი მიიღეთ. მთავარია, მენიუ დღის განმავლობაში მრავალფეროვანი, სრულფასოვანი იყოს და შეიცავდეს ბევრ ხილსა და ბოსტნეულს.
საღამოს, ტელევიზორთან, ჩიფსები უფრო სასარგებლო პროდუქტით, მაგალითად, გოგრის თესლებით ჩაანაცვლეთ, ის მდიდარია თუთიით.
მამაკაცის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს წითელი ღვინო, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტ რესვერატროლს. ეს უნიკალური ნივთიერება ადამიანის ნივთიერებათა ცვლაში ერთვება, ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას და იცავს გულსა და სისხლძარღვებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თავისი მოქმედებით რესვერატროლი ძალიან ჰგავს ვიაგრას. ის, ისევე როგორც ეს პრეპარატი, ზრდის სისხლძარღვებში აზოტის ოქსიდის შემცველობას და პოტენციასაც.