იმპოტენციის ასაკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმპოტენციის ასაკი

რომელ ასაკში ვითარდება იმპოტენცია?

50 წელს გადაცილებული მამაკაცების 52%-თან, 40-45 წლის მამაკაცების 49%-თან, 30-40 წლის მამაკაცებში გვხვდება 26%-თან, ხოლო 20-30 წლის მამაკაცების 22%-თან.

რატომ ვითარდება 50 წლის ზემოთ მამაკაცებთან იმპოტენცია?

ერექცია ხდება ელასტიკურ-კოლაგენური ბოჭკოების მუშაობის ხარჯზე. ასაკთან ერთად ეს ქსოვილები კარგავს თვისებებს და თანდათანობით იცვლება. სწორედ ამიტომ უფრო მეტია ერექციული დისფუნქციის განვითარების ალბათობა. ასაკთან ერთად უარესდება სისხლის მიმოქცევაც, რაც მღვიმოვანი სხეულის იშემიას იწვევს.

ახალგაზრდა ასაკში იმპოტენციის განვითარების მიზეზები

არსებობს ერექციული დისფუნქციის ორი სახე - ფსიქოგენური და ორგანული. პირველი განპირობებულია მამაკაცის ფსიქიკის სფეროსთან დაკავშირებული მიზეზებით და ფსიქოლოგიურ იმპოტენციას წარმოადგენს. მეორე შემთხვევაში მიზეზი ორგანიზმის მუშაობის დარღვევაა, ძალიან ხშირად კი - ამ ფაქტორების ერთობლიობა.

ადრეულ ერექციულ დისფუნქციას იწვევს ფსიქოტრავმული სიტუაცია, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი კომპლექსდება და კარგავს საკუთარი ძალების რწმენას. ამ შემთხვევაში ერექციის უნარი შენარჩუნებულია და ახალგაზრდა კარგავს მას ინტიმური სიახლოვის მომენტში.

ახალგაზრდა ასაკში იმპოტენციის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კუჭის წყლულისა და სხვა პათოლოგიების სამკურნალო პრეპარატების მიღება. ამ შემთხვევაში ერექციული დისფუნქცია წამლების მიღების შეწყვეტის ან უვნებელი ანალოგებით მათი ჩანაცვლების შემთხვევაში გაივლის.

იმპოტენციის განვითარების რისკის ძირითადი ფაქტორი ასაკია, თუმცა ეს მთავარი არაა. მნიშვნელოვანია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობაც. თუ მამაკაცი თავს უვლის, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, დიდხანს შეინარჩუნებს სქესობრივ სიჯანსაღეს. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც 40 წლისთვის უკვე დატვირთულნი არიან სხვადასხვა დაავადებით, რაც სქესობრივ სფეროსაც აზარალებს.

რისკის ფაქტორებს თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ცხოვრების უმოძრაო წესი და მავნე ჩვევები.

ნებისმიერ შემთხვევაში, პოტენციის დარღვევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც გამოკვლევისა და პაციენტთან გასაუბრების საფუძველზე გამოავლენს პრობლემას, აუცილებლობის შემთხვევაში კი დანიშნავს ეფექტურ მკურნალობას.