/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანდროლოგია

სასქესო ასოს გადიდების მეთოდები

სასქესო ასოს გადიდების მეთოდები
სასქესო ასოს ზომისა და ფორმის შეცვლის რამდენიმე მეთოდი არსებობს:1. სასქესო ასოს თავის გადიდება ჰიალურონის მჟავას გელით.სასქესო ასოს თავის გადიდება კეთდება მოცულობის, ფორმის კორექციისა და სასქესო ასოს თავის მგრძნობელობის დაქვეითების მიზნით. ჰიალურონის მჟავას გელის საშუალებით სასქესო ასოს თავის გადიდებისა და ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობის მსოფლიო გამოცდილება 12 წელს მოიცავს. ეს მეთოდიკა უსაფრთხო და ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არა მარტო მამაკაცებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, იმდენად რამდენადაც სასექსო ასოს თავის მოცულობის გაზრდა მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს.

სასქესო ასოს თავის გადიდება ხდება მონოპროცედურის სახით ან სასქესო ასოს ტანის გადიდებასთან ერთად.

რადგან ჰიალურონის მჟავა სრულად ბიოდეგრადირებადი პროდუქტია, მისი მოქმედების ვადა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია და ჩატარებული პროცედურის ეფექტიანობის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 8-დან 12 თვემდეა.

პროცედურა ამბულატორიულია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ჰიალურონის მჟავას თანამედროვე პრეპარატების გამოყენებით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პროცედურის უკუჩვენებაა: ანთებითი პროცესები, ჰიალურონის მჟავაზე ალერგიული რეაქცია, ნაწიბურების წარმოქმნისაკენ მიდრეკილება, სისხლის შედედების დარღვევა, ფსიქიკური დაავადებები. რეაბილიტაციის პერიოდი ორ კვირას მოიცავს, რომლის დროსაც პაციენტს ფიზიკური დატვირთვისა და სქესობრივი აქტივობის შეზღუდვა ევალება.

2. ცხიმოვანი ქსოვილის საშუალებით სასქესო ასოს ტანის გადიდება (სასქესო ასოს ლიპოფილინგი).

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ .გვაქ დიაგნოზი ნორმოსპერმია.მორფოლოგია5.ადგილზე მოძრავი 22.სწრაფად მოძრავი a16 b23.რა შეიძლება მიიღოს?</p>

სასქესო ასოს ტანის ლიპოფილინგი პროცედურების კომპლექსია, რომელიც მიმართულია სასქესო ასოს ტანის მოცულობის ცვლილებისკენ საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილის ტრანსპოზიციის საშუალებით.

სასქესო ასოს ტანის აუგმენტაცია კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც ანატომიური თავისებურებების გამო სასქესო ასოს ტანის დიამეტრი 3 სმ-ს არ აღწევს. ამ პროცედურის ჩატარება ესთეტიკური მიზნითაც დასაშვებია.

სასქესო ასოს ლიპოფილინგი უსაფრთხო და ეფექტური პროცედურაა, რომელიც სასქესო ასოს ფორმის შეცვლის საშუალებას იძლევა. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ აუტოცხიმის შეთვისების პროცესი ინდივიდუალურია და შეყვანისა და იმპლანტაციის შემდეგ საბოლოო მოცულობის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, სჯობს, აღნიშნული პროცედურა ჩატარდეს სასქესო ასოს თავის ჰიალურონის მჟავას პრეპრატებით გადიდებასთან ერთად.

აუტოცხიმის პროცედურის ტრანსპოზიციისთვის აუცილებელია ლიპოასპირაციის შესრულება. პროცედურა გრძელდება 45 წუთი და არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. ცხიმის ლიპოასპირაციისა და აუტოცხიმის მომზადების შემდეგ ის შეიყვანება სასქესო ასოს ტანის პროექციაში. შეყვანილი პრეპარატის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად.

ლიპოფილინგის უკუჩვენებაა ქრონიკული სომატური დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, ანთებითი პროცესები, ფსიქიკური დაავადებები და კოაგულოპათია.

რეაბილიტაციის დრო 4-6 კვირაა, რომლის განმავლობაში პაციენტი იძულებულია შეზღუდოს სქესობრივი და ფიზიკური დატვირთვა.

3. სასქესო ასოს გადიდება ძაფების მეთოდის გამოყენებით - ეს არის სასქესო ასოს ესთეტიკური კორექციის თანამედროვე, მცირეინვაზიური მეთოდი, რომელიც ერთეული ჩხვლეტით სასქესო ასოს დიამეტრს 1 სმ-მდე ზრდის. ამასთან, იზრდება პარტნიორისთვის სექსუალური მგრძნობელობაც.

ამ პროცედურებისთვის გამოყენებული ძაფები სრულად ბიოდეგრადირდება 1,5 წელში და შესაძლებელი ხდება პროცედურის გამეორება.

ძაფების ბიოდეგრადაციის შემდეგ ფორმირებული შემაერთებელი ქსოვილი ქმნის კარკასს, რომელიც სასქესო ასოს ტანის ფორმის ფიქსირებისა და მისი მოცულობითი დეფორმაციის აღკვეთის საშუალებას იძლევა.

სასქესო ასოს მოცულობითი კორექციისთვის ძაფების შეყვანის პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, თანამედროვე ანესთეტიკების გამოყენებით. ერთი ჩხვლეტით 4-დან 8-მდე სპირალური ფორმის ძაფი შეჰყავთ. გლუვბოლოებიანი კანულების გამოყენება ამცირებს სასქესო ასოს ქსოვილების დაზიანების რისკს, ამიტომ აღნიშნული პროცედურა მაქსიმალურად უსაფრთხოა სასქესო ასოს მოცულობითი პლასტიკის ყველა სხვა დანარჩენ მეთოდთან შედარებით. პროცედურის ხანგრძლივობა 30 წუთია.

უკუჩვენებაა ქრონიკული სომატური დაავადებები დეკომენსაციის სტადიაში, აქტიური ანთებითი პროცესი, ფსიქიკური დაავადებები და კოაგულოპათია.

რეაბილიტაციის პერიოდი, რომლის დროსაც პაციენტმა უნდა შეზღუდოს ფიზიკური დატვირთვა და სქესობრივი აქტივობა, 2 კვირას შეადგენს.

4. სასქესო ასოს დაგრძელება ლიგამენტოტომიით კარგად გამოცდილი მეთოდია, რომლის ჩვენებაც ერექციის დროს სასქესო ასოს მცირე ზომა (7-12 სმ ერეგირებულ მდგომარეობაში) და ესთეტიკური თვალსაზრისით სასქესო ასოს სიგრძის შეცვლაა. ამ მეთოდით სასქესო ასოს დაგრძელება საშუალოდ 2-3 სმ-ითაა შესაძლებელი.

უკუჩვენებაა ქრონიკული სომატური დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, აქტიური ანთებითი პროცესი, ფსიქიკური დაავადებები, მენჯის ტრავმები და კოაგულოპათია. რეაბილიტაციის პერიოდი 4 კვირას შეადგენს.

5. სასქესო ასოს დაგრძელება ექსტენდერის მეთოდით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მცირეინვაზიური მეთოდია, რომელიც სასქესო ასოს ქსოვილებზე თანდათანობით დისტრაქციულ ზემოქმედებას ეფუძნება. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია გარეგან ჰორმონულ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზრდის ამ პროცედურის ეფექტიანობას. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა მხოლოდ ექიმი-უროლოგ-ანდროლოგის კონტროლით ჩატარდეს.

კომენტარები (16)
ზაზა
მირჩიეთ კლინიკა,სადაც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარონ.წინასწარ დიდი მადლობა
თარიღი : 03-01-2025
გიორგი
ნომერი იქნებ მითხრათ
თარიღი : 27-08-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როდის და რატომ ვითარდება მამაკაცთა იმპოტენცია - როგორია მკურნალობის მეთოდები
როდის და რატომ ვითარდება მამაკაცთა იმპოტენცია - როგორია მკურნალობის მეთოდები
ერექციული დისფუნქცია, საყოველთაოდ ცნობილი როგორც იმპოტენცია, არის მდგომარეობა,
სრულად
ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
ჩაშუშული პომიდორი სპერმის ხარისხს აუმჯობესებს
შეფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნდა European Journal of Nutrition-ში.
სრულად
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
რა არის მამაკაცის "მენოპაუზა"?
ჰორმონალური ცვლილებები დაბერების ბუნებრივი ნაწილია.
სრულად
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
ოსლერ-რანდიუ-ვებერის დაავადება
(მემკვიდრული ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია)
სრულად
მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს
მამაკაცის შვილოსნობის შეფასებაა - MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს
სპერმოგრამა - ეს არის ეაკულატის კვლევა, სპერმის ანალიზი, რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა დადებითი
სრულად
რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება
რკინადეფიციტური ანემიის დროს რაციონი მდიდარი უნდა იყოს სურსათით, რომელშიც რკინა ჰემის ფორმით მოიპოვება
რჩევები მათთვის, ვისაც რკინადეფიციტური ანემია აწუხებთ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სასქესო ასოს გადიდების მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები