პოტენცია 50 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოტენცია 50 წლის შემდეგ

მიზეზები

ჰორმონული უკმარისობით გამოწვეული, პირველადი ერექციული დისფუნქცია შედარებით იშვიათია. პრობლემა უმეტესად მეორეული ბუნებისაა და წარმოადგენს ასაკოვანი მამაკაცისთვის დამახასიათებელი მრავალი დაავადების შედეგს. ეს დაავადებებია:

  • შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტი ტიპი 2 ხშირად სწორედ ამ ასაკში გვხვდება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს. მის გართულებათა შორისაა იმპოტენცია, ფეხების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, თირკმლის უკმარისობა;
  • ათეროსკლეროზი. უნდა ვიცოდეთ, რომ ათეროსკლეროზული ფოლაქები მხოლოდ გულის სისხლძარღვებს კი არ აზიანებს, არამედ სასქესო ასოს არტერიებსაც. ორგანოში სისხლის მიდენა მცირდება, რასაც პოტენციის დაქვეითებამდე მივყავართ;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები;
  • ენდოკრინული დაავადებები;
  • ნევროლოგიური დარღვევები;
  • ცხოვრების არაჯანსაღი წესი და მავნე ჩვევები;
  • სასქესო სისტემის ქრონიკული ანთებითი პროცესები (პროსტატიტი, ოქიტი, ურეთრიტი და სხვა);
  • ზოგიერთი მედიკამენტი. მაგალითად, არტერიული წნევის დამწევი საშუალებები.

აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს ერექციული დისფუნქციის ისეთი სიმპტომების აღმოცენებისას, როგორებიცაა:

  • ადეკვატური და სპონტანური ერექციის არარსებობა;
  • ერექციის სისუსტე;
  • ერექციის შენარჩუნების უუნარობა;
  • ნაადრევი ეაკულაცია;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • ორგაზმის არარსებობა.

დიაგნოსტიკა

აუცილებელი კვლევების ჩამონათვალი ასეთია:

  • მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის გამოკვლევა;
  • სისხლისა და შარდის ანალიზი;
  • სპერმის გამოკვლევა (სპერმოგრამა);
  • თანმხლები სომატური დაავადებების (რომლებიც შეიძლება პოტენციის დაქვეითების მიზეზი იყოს) კვლევა;
  • სასქესო ასოს ინერვაციის ტესტირება;
  • სასქესო ასოში სისხლის მიმოქცევის კვლევა;
  • ბიოთეზიომეტრია - სასქესო ორგანოს ვიბრაციული მგრძნობელობის განსაზღვრა მისი ინერვაციის დარღვევის დასადგენად.

მკურნალობა გულისხმობს:

  • ძირითადი პათოლოგიის მკურნალობას;
  • ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას;
  • ფიტოთერაპიას;
  • ქირურგიულ ჩარევას;
  • ფსიქოლოგიურ დახმარებას.

შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები ცხოვრების წესის თაობაზე. ივარჯიშეთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას, მოიშორეთ მავნე ჩვევები და ჭარბი წონა და დატკბით სიცოცხლით.