განაყოფიერების მექანიზმის ახლებული გაგება უშვილო წყვილებს დაეხმარება
რაოდენობა. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი, ყოველთვის ვერ ასახავს მამაკაცის სასქესო უჯრედთა ვარგისიანობას განაყოფიერებისთვის.
ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ წარმატებული განაყოფიერებისთვის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს სპერმატოზოიდის თავზე არსებული გარკვეული მოლეკულური მარკერი (ფოსფატიდილსერინი), რომელსაც აღიქვამს (და გარკვეულწილად ერგება) კვერცხუჯრედის ცილოვანი რეცეპტორი.
ეს აღმოჩენა, თამამად შეიძლება ითქვას, თავდაყირა აყენებს აქამდე არსებულ ტრადიციულ წარმოდგენას განაყოფიერების პროცესზე. აქამდე მიჩნეული იყო, რომ კვერცხუჯრედი მეტისმეტად პასიურ მონაწილეობას იღებს ჩასახვაში, მაგრამ როგორც ბოლო მონაცემებით ირკვევა, საბოლოოდ სწორედ კვერცხუჯრედი ახდენს ყველაზე “პერსპექტიული” სპერმატოზოიდის ამოცნობას და ხელს უწყობს მასთან შერწყმას. მეტიც, მეცნიერებმა ისიც კი დაადგინეს, რომ თუ “პერსპექტიულობის მარკერს” შევნიღბავთ სპერმატოზოიდის თავზე, ჩასახვა ვერ განხორციელდება.
ეს აღმოჩენა შეიძლება გამოყენებული იყოს მომავალში მამაკაცთა კონტრაცეპტივების შესაქმნელად და პირიქით, ჩასახვის პროცესის ალბათობის ასამაღლებლად საჭირო იქნება სპერმაში ფოსფატიდილსერინის აქტივობის გაზრდა.
სპეციალისტები ამ აღმოჩენაზე დიდ იმედებს ამყარებენ.
თინათინ გოცაძე