უძილობა სპერმის ხარისხს აქვეითებს
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ფიქსირდებოდა მამაკაცების ჯგუფის დაძინების დრო და მათი სპერმის ხარისხი. აღმოჩნდა, რომ ძილის ნაკლებობისას იმუნური სისტემა იწყებდა სპერმატოზოიდებზე შეტევას. ჩასახვას ხელს უშლიდა უძილობის ფონზე განვითარებული სტრესის დონის ზრდა.
ძილის ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე. ამასთან, თუ მამაკაცი გვიან წვება დასაძინებლად, მას აღარ რჩება პარტნიორთან სექსის დრო. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთსადაიმავე დროს დასაძინებლად დაწოლა. ოპტიმალურად ითვლება 7,5-8 საათიანი ძილი. ასეთი მოცულობის ძილის შემთხვევაში სპერმა გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის აღმოჩნდა.
ლალი ჩხიკვაძე