სპერმოგრამა რატომ და როდის უნდა გაკეთდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპერმოგრამა რატომ და როდის უნდა გაკეთდეს

რომელიც მამაკაცის შვილოსნობის უნარის შეფასების საშუალებას იძლევა და ავლენს სასქესო სფეროს ზოგიერთ დაავადებას. ანალიზისთვის სპერმის მიღების ძირითადი მეთოდი მასტურბაციაა. სპერმის ჩაბარების წინ 2 დღის მანძილზე საჭიროა ეაუკულაციისგან თავის შეკავება.

მამაკაცმა ანალიზისთვის უნდა ჩააბაროს ეაკულაციისას გამოყოფილი მთელი ეაკულატი. არაა რეკომენდებული ანალიზისთვის შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ორალური სექსის ან ლატექსის პრეზერვატივით მიმდინარე სექსის დროს მიღებული სპერმის ჩაბარება. ეს კვლევის არასწორ შედეგებს მოგვცემს.

მოცულობა - ეაკულატის მოცულობის შემცირება აღინიშნება სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობისას, რაც შეიძლება განპირობებული იყოს სისხლში მამაკაცის ჰორმონების დონის დაქვეითებით.

ეაკულატის მოცულობის გაზრდა აღინიშნება:

  • ვეზიკულიტის;
  • პროსტატიტის დროს.

ეაკულატის მოწითალო ან მუქი ფერი აღინიშნება:

  • სასქესო ორგანოების ტრავმებისას;
  • ქრონიკული ვეზიკულიტისას;
  • კალკულოზური ფორმის პროსტატიტისას.

ყვითელი ფერი ეაკულატს ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღებისას აქვს, ამიტომ მას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ ენიჭება.

pH-ის მომატებული ან დაქვეითებული მაჩვენებელი აღინიშნება:

  • ვეზიკულიტისას;
  • პროსტატიტისას.

ეაკულატის გათხევადების დროის მომატება აღინიშნება:

  • ქრონიკული პროსტატიტის;
  • ქრონიკული ვეზიკულიტის;
  • ორგანიზმში ფერმენტების დეფიციტისას.

ეაკულატის წელვადობა მომატებულია:

  • ქრონიკული პროსტატიტის;
  • ქრონიკული ვეზიკულიტის დროს.

სპერმის გათხევადების დროისა და სიბლანტის მომატება იმაზე მიუთითებს, რომ სპერმატოზოიდებს მეტი დრო სჭირდება სრულფასოვანი მოძრაობისთვის, რაც მათ საშოს მჟავე გარემოში უფრო ხანგრძლივ ყოფნას იწვევს და საშვილოსნოში შეღწევის შანსებიც მცირდება.

სპერმატოზოიდების კონცენტრაციის დაქვეითება (ოლიგოზოოსპერმია), ასევე რაოდენობის შემცირება აღინიშნება:

  • სისხლში მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითებისას;
  • სათესლეებში ანთებითი პროცესისას;
  • სათესლეს სპერმატოგენური ეპითელიუმის გადატანილი ანთებითი ან ტოქსიკური დაზიანებისას;
  • დასუსტებული იმუნური სისტემისას;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას.

სპერმატოზოიდების მოძრაობის მაჩვენებელი უშუალოდ უკავშირდება ბუნებრივი გზით ჩასახვის ალბათობას. მოძრაობის მიხედვით სპერმატოზოიდები იყოფა 4 ტიპად:

  • ტიპი A – სწორხაზოვნად, აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდები;
  • ტიპი B - სწორხაზოვნად, ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები;
  • ტიპი C – ბრუნვით ან რხევით, ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები;
  • ტიპი D - უძრავი სპერმატოზოიდები.

სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება, ასტენოზოოსპერმია, აღინიშნება:

  • სასქესო ჯირკვლების ანთებითი დაავადებების დროს;
  • სათესლეებზე ტოქსიკური და სითბური ზემოქმედებისას;
  • ურეაპლაზმოზისას.

სპემატოზოიდების მორფოლოგია

აღნიშნული მაჩვენებელი გამოხატავს განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების პროცენტს.

განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება - ტერატოზოოსპერმია აღინიშნება:

  • სასქესო ორგანოების რადიაციული და ტოქსიკური დაზიანებისას;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებისას;
  • სასქესო ორგანოების გადატანილი ინფექციური დაავადებებისას;
  • ცუდი ეკოლოგიური გარემოს შემთხვევაში.

ცოცხალი სპერმატოზოიდები

ეაკულატში ცოცხალი სპერმატოზოიდების რაოდენობის დაქვეითება - ნეკროსპერმია აღინიშნება:

  • სასქესო ორგანოების რადიაციული და ტოქსიკური დაზიანებისას;
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებისას;
  • სასქესო ორგანოების გადატანილი ინფექციური დაავადებებისას;

უნაყოფობის პროფილაქტიკისათვის საჭიროა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა.

აგლუტინაცია - სპერმატოზიდების ერთმანეთთან შეწებება აღინიშნება:

  • იმუნური სისტემის დასუსტებისას;
  • აუტოიმუნური ანთებითი პროცესებისას;
  • სასქესო ორგანოების ქრონიკული ანთებისას;

აგლუტინაციისა და აგრეგაციისას, როგორც წესი, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარი ქვეითდება.

აგრეგაცია აღინიშნება სასქესო ჯირკვლების ქრონიკული ანთებისას.

ლეიკოციტები:

ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა აღინიშნება სასქესო ორგანოების მწვავეე ან ქრონიკული ანთებითი პროცესებისას.

ეაკულატში ერითროციტების გამოჩენა აღინიშნება:

  • სასქესო ორგანოების ტრავმისას;
  • სასქესო ორგანოების სიმსივნური დაავადებებისას;
  • წინამდებარე ჯირკვალში კენჭების არსებობისას;
  • ქრონიკული ვეზიკულიტისას;
  • ქრონიკული პროსტატიტისას.

ამილოიდური სხეულაკებისა და ლეციტინური მარცვლების არარსებობა ეაკულატში აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, რაც, როგორც წესი, ხდება მისი ქრონიკული ანთებისას.

ეაკულატში დიდი რაოდენობით ლორწოს არსებობა აღინიშნება სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესებისას.

MAR - ტესტი, IgG

ეს ტესტი სპერმოგრამასთან ერთად კეთდება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით ცალკე არ ტარდება. ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს სპერმატოზოიდების ზედაპირზე G კლასის ანტისპერმული ანტისხეულების არსებობა (არარსებობა).

სპერმატოზოიდების ზედაპირზე ანტისპერმული გარსის წარმოქმნა იწვევს მათ იმუნოლოგიურ უნაყოფობას. ანტისპერმულ ანტისხეულებს მიეკუთვნება IgG, IgA და IgM ტიპის იმუნოგლობულინები, რომლებიც წარმოიქმნება სათესლეებში, მათ დანამატებსა და თესლის გამომყოფ სადინარებში. აღნიშნული ანტისხეულები მოქმედებს სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის მემბრანის ანტიგენის საწინააღმდეგოდ.

სპერმოგრამაში ანტისპერმული ანტისხეულებით დაფარული სპერმატოზოიდები ფასდება როგორც ნორმალური, სინამდვილეში, ისინი განაყოფიერებაში არ მონაწილეობენ. MAR-ტესტის საშუალებით განისაზღვრება ასეთი ანტისხეულების რაოდენობა. MAR-ტესტის დადებითი კრიტერიუმია 50%-იან ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი.

დადებითი MAR-ტესტი მამაკაცის იმუნოლოგიური უნაყოფობის დიდ ალბათობას მიუთითებს.