როგორ შეიძლება მამაკაცის პოტენციის შენარჩუნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ შეიძლება მამაკაცის პოტენციის შენარჩუნება

როგორ შეიძლება მამაკაცის პოტენციის შენარჩუნება
პოტენცია უშუალოდ მამაკაცურ სექსუალობას უკავშირდება. ეს გულისხმობსსასქესო ასოს არა მარტო დაჭიმულობის დონეს, არამედ სქესობრივი აქტის ხანგრძლივობასა და ერექციის აღმოცენების სიჩქარესაც.

პოტენცია - ორგანიზმის მიერ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრების წარმართვის უნარია. როგორც მრავალრიცხოვანმა სამედიცინო კვლევამ და პრაქტიკამ აჩვენა, პოტენციის მაქსიმალურ მაჩვენებელს მამაკაცი აღწევს სრულფასოვანი ფსიქოლოგიური კომფორტის დროს. ზოგჯერ ასეთი გაუმჯობესება მიიღწევა პარტნიორის ცვლილებით, დასასვენებელ ადგილას ან მამაკაცისთვის ისეთი მოვლენის შემდეგ, როდესაც ის თავს გამარჯვებულად მიიჩნევს. პოტენცია უარესდება დაავადების ფონზე, დამღლელი ფიზიკური აქტივობის შემდეგ, ფსიქოლოგიური კონფლიქტისას, პარტნიორის ფრიგიდულობის ან სექსისთვის შეუფერებელი ადგილის გამო.

ჯანმრთელმა
მამაკაცმა სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი მთელი სიცოცხლე შეიძლება შეინარჩუნოს. მავნე ჩვევები მნიშვნელოვნად აქვეითებს მამაკაცის პოტენციას. ძლიერი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობის აზრით, ალკოჰოლი ეხმარება სქესობრივი ლტოლვის გამოვლენას. თუმცა, ის დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე და ნეგატიურ გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონების სინთეზზე. ალკოჰოლი და პოტენცია შეუთავსებელია. გარდა ამისა, ეთილის სპირტი
უარყოფითად მოქმედებს სპერმის ხარისხზე, კერძოდ, სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარზე.

არ არსებობს 35 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცი, რომელსაც ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები არ შექმნოდა. ამის მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს: ენდოკრინული სისტემის დაავადებები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, თავის ტვინის დაავადებები, სასქესო ორგანოების დაავადებები, ფსიქოგენური ფაქტორები, სისხლძარღვოვანი პრობლემები და სხვა.

პოტენციის დარღვევას ხშირად ფიზიოლოგიური ბუნება აქვს. როგორც წესი, ის ამა თუ იმ დაავადების შედეგად ვითარდება, ამიტომ, მიზეზის მკურნალობის გარეშე, პოტენციის სრული აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, არსებობს პოტენციის ასამაღლებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმმა უნდა დანიშნოს. სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია დარღვევის ბუნების დასადგენად, სხვაგვარად ეფექტი არ იქნება.

ჩვეულებრივ, საჭიროა კომპლექსური, ფართო სამედიცინო მიდგომა, ყველა ნეგატიური ფაქტორის მოშორება და თანმხლები დაავადებების მკურნალობა. მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სტრესის მინიმიზება. პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებული ფარმაცევტული საშუალებების ჩამონათვალი ძალიან ფართოა. თუმცა, მამაკაცის პოტენციის ასამაღლებელ ყველა პრეპარატს გააჩნია ადგილობრივი, ვიწრო ზემოქმედების უნარი და მეტი ეფექტის მისაღებად საჭიროა კომპლექსური მკურნალობა. პოტენციის ასამაღლებელი და ერექტილური ფუნქციის გასაუმჯობესებელი პოპულარული პრეპარატებიდან უპირველესად უნდა აღინიშნოს ის საშუალებები, რომლებიც აჩქარებენ სისხლის მიდინებას პენისის კავერნოზულ სხეულში და ადუნებენ გლუვ კუნთებს. ყველა ამ პრეპარატს გააჩნია დოზირება და მიღების წესი. ამ სტიმულატორების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც აქვთ უკუჩვენება და ბევრი გვერდითი მოვლენა.

პოტენციის გაუმჯობესებაში მნიშნვლოვანია ზოგიერთი საკვები პროდუქტი და ეს არცაა გასაკვირი, რადგანაც საკვები უშუალოდ უკავშირდება ჯანმრთელობას, მათ შორის, ინტიმურსაც. დიეტოლოგები მამაკაცებს პოტენციის პრობლემის პროფილაქტიკისა და აღდგენისათვის ურჩევენ, რაციონში ჩართონ საკმარისი ოდენობით ხორცი, თევზი და ბოსტნეული, ანუ მიკროელემენტებითა და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. ხორცი ნამდვილ მამაკაცურ პროდუქტად ითვლება მისი მაღალენერგეტიკული და სასარგებლო თვისებების გამო. მისი მიღება სასურველია ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად. მაგრამ ხორცის ჭარბად მიღებას უკუეფექტიც შეიძლება აღმოაჩნდეს. თევზი უფრო ადვილად აითვისება. მენიუში ამ პროდუქტების ჩართვა სასურველია კვირაში 2-ჯერ. მდინარისა და ზღვის თევზს შორის არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეთ. მასში მეტი სასარგებლო ნივთიერებებია.

პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან კვების გარდა მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი, მათ შორის - ნორმალური ძილი, დაბალანსებული კვება, საკმარისი ფიზიკური აქტივობა, დასვენება და ა.შ. მავნე ჩვევების, მათ შორის თამბაქოს უკუგდება, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, მცირე მენჯის ორგანოების, ნერვული და ენდოკრინული სისტემის დაავადებების დროული მკურნალობა, სასქესო ორგანოების ტრავმების თავიდან აცილება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარტნიორთან სულიერი ურთიერთობა. ფსიქოლოგიური კომფორტი მამაკაცის პოტენციაზე მხოლოდ დადებითად აისახება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
15-05-2019
ერექციული დისფუნქცია არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ წყვილის პრობლემაა. მისი დელიკატურობიდან გამომდინარე,
05-03-2018
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
კატეგორიის სხვა სტატიები
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ქალი ორსულობისას
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
ვაზექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თესლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ამოკვეთას
ტესტოსტერონი კაცის სასქესო ჰორმონია. სწორედ მისი დამსახურებაა ბიჭის კაცად ჩამოყალიბება. ეს ჰორმონია პასუხისმგებელი
ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელიც საყოფაცხოვრებო თუ სამუშაო გარემოში, ჰაერსა თუ საკვებში გვხვდება, დროთა განმავლობაში
სპერმოგრამა - ეს არის ეაკულატის კვლევა, სპერმის ანალიზი,
ზაფხული, სხვა ღირსებებთან ერთად, ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
ჩვენს განწყობას ჩვენივე ტვინის ქიმია განსაზღვრავს. მისმა მცირე ძვრამაც კი შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად