როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონის დონე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონის დონე

როგორ გავზარდოთ ტესტოსტერონის დონე
ტესტოსტერონი კაცის სასქესო ჰორმონია. სწორედ მისი დამსახურებაა ბიჭის კაცად ჩამოყალიბება. ეს ჰორმონია პასუხისმგებელი სასქესო ორგანოების განვითარებაზე, მეორეული სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებაზე, კუნთოვანი მასის გაზრდაზე.

სქესობრივი მომწიფების შემდეგ ტესტოსტერონი განსაზღვრავს ლიბიდოს, მონაწილეობს ერექციის ფუნქციასა და სპერმის გამომუშავებაში. მდგომარეობას, რომლის დროსაც კაცის ორგანიზმში ტესტოსტერონი საკმარისი რაოდენობით არ გამომუშავდება, ანდროგენულ დეფიციტს უწოდებენ. ტესტოსტერონის დონის მომატებას განაპირობებს ფიზიკური აქტივობა, სპორტით დაკავება, სწორი კვება და რეგულარული სქესობრივი ცხოვრება (კვირაში არანაკლებ სამი სქესობრივი კონტაქტი).

ტესტოსტერონის გამომუშავებაზე დადებით გავლენას ახდენს შემდეგი საკვები:

ხორცი და თევზი - ქათმის კვერცხი, ასევე
ქათმისა და საქონლის ხორცი შეიცავს ცილას, რომელიც გავლენას ახდენს სათესლეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომლებშიც გამომუშავდება სასქესო ჰორმონი. ტესტოსტერონი წარმოიქმნება ცხიმისგან, რომლის ძირითადი წყაროა ხორცი და თევზი;

კოჭა და დარიჩინი - აუმჯობესებს ცხიმების მონელებას და შეწოვას, ზრდის ორგანიზმში ტესტოსტერონის სინთეზისთვის საჭირო "მასალის" რაოდენობას;

ნიორი და ხახვი
- აქვეითებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიზოლის - სტრესის ჰორმონის გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ აფერხებს სასქესო ჰორმონის გამომუშავებას;

ანანასი - შეიცავს ფერმენტ "ბრომელაინს", რომელიც აქვეითებს დაღლილობას, აჩქარებს კუნთოვანი მასის აღდგენას ვარჯიშის შემდეგ, უზრუნველყოფს ტესტოსტერონის მაღალი დონის შენარჩუნებას სისხლში;

ბროწეულის წვენი - შეიცავს რკინას და ვიტამინებს. კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, კანის, ფრჩხილების, თმის მდგომარეობაზე, ზრდის ჰემოგლობინის დონეს სისხლში და მიოგლობინის დონეს კუნთებში, ასევე ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს და აძლიერებს ლიბიდოს.

თინათინ გოცაძე


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული ექიმები
რეკომენდებული პროდუქტები
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
ღვიძლის დაცვა -60 აბი
ფასი: 42.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
მსგავსი სიახლეები
პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც ჰოპოფიზის წინა წილის ლაქტოტროპული
17-05-2019
ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი აძლიერებს იმუნიტეტს და აჩქარებს ფილტვის ქსოვილის რეგენერაციის
30-01-2019
ქათმის კვერცხი იდეალური საკვები პროდუქტია. დიეტოლოგი შერონ ნატოლი აღნიშნავს, რომ კვერცხი ეხმარება
29-01-2019
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
უნაყოფობის მიზეზთა კვლევისას მამაკაცებს ხშირად უნიშნავენ სპერმოგრამას - ანალიზს, რომლითაც ფასდება მოძრავი (აქტიური) სპერმატოზოიდების
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ყოველდღიურად 60 გრამი ნიგვზის, ფუნდუკისა და ნუშის მოხმარებამ შეიძლება გააძლიეროს მამაკაცის სექსუალური ლტოლვა
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ქალი ორსულობისას
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 741 მილიონ მამაკაცს აღენიშნება
ვაზექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თესლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ამოკვეთას
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად