ანდროლოგია

სპერმატოზოიდში აღმოჩენილი სტრუქტურა შესაძლებელია უშვილობის მიზეზი იყოს

სპერმატოზოიდში აღმოჩენილი სტრუქტურა შესაძლებელია უშვილობის მიზეზი იყოს
ტოლედოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ადამიანის სპერმატოზოიდში ნახეს ახალი სტრუქტურა - მეორე ცენტრიოლი - უჯრედის გაყოფისთვის აუცილებელი ორგანელა. ადრე ითვლებოდა, რომ კვერცხუჯრედში სპერმატოზოიდთან ერთად მხოლოდ ერთი ცენტრიოლი ხვდება, რომელიც მომავალი ორგანიზმის ტრილიონობით ცენტრიოლის საწყისია.

კვერცხუჯრედს საკუთარი ცენტრიოლები არ აქვს. ზიგოტა ამ ორგანელას სპერმატოზოიდთან ერთად ღებულობს. კვლევისას მეცნიერბმა აღმოჩინეს მეორე ცენტრიოლი, რომელიც ცილების აგებულებითა და სტრუქტურით რადიკალურად განსხვავდება პირველისაგან.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენილი ცენტრიოლის აგებულებისა და ფუნქციის ანომალიას შეუძლია ფერტილობასა და ემბრიონის განვითარებაზე გავლენის მოხდენა. ამით შეიძლება აიხსნას უნაყოფობისა და სპონტანური აბორტის მრავალი შემთხვევა,
რომელთა მიზეზის დადგენაც ადრე ვერ ხერხდებოდა. მკლვევარები აღნიშნავენ, რომ ახლად აღმოჩენილი სტრუქტურის ზუსტი ფუნქციები ჯერ დადგენილი არ არის.

ლალი ჩხიკვაძე

რეკომენდებული ექიმები
მსგავსი სიახლეები
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი წარმოადგენს ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა
23-03-2019
რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
19-12-2018
ენდომეტრიოზი სერიოზული პრობლემაა. ის ხელს უშლის ჩასახვას. გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის
24-05-2018