ცისტიტი - ვამსხვრევთ მითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცისტიტი - ვამსხვრევთ მითებს

მითი 1 - ცისტიტი გაციებისგან ჩნდება, მის თავიდან ასაცილებლად საკმარისია თბილად ჩაცმა

გაციებას ნამდვილად შეუძლია ცისტიტის პროვოცირება, მაგრამ მისი ჭეშმარიტი მიზეზი ბანალური ინფექციაა, რომლის გამომწვევიც შესაძლოა იყოს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, პათოგენური სოკო, ტრიქომონადა და სხვა. ეს მიკრობები შარდის ბუშტში სასქესო ორგანოებიდან ან, სასქესო ორგანოთა არასათანადო ჰიგიენის პირობებში, ნაწლავიდან იჭრება. ქალის შარდსადინარი მამაკაცისაზე მოკლეა, ამიტომ მასში შეღწევა ანთების გამომწვევთათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. შარდის შეგუბების გამო მათ იქ შესანიშნავი საკვები გარემო და აქტიური გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები ხვდებათ.

მითი 2 - ცისტიტს გინეკოლოგიურ დაავადებებთან საერთო არაფერი აქვს

მიუხედავად იმისა, რომ შარდის ბუშტი და სასქესო ორგანოები საკმაოდ არიან ერთმანეთისგან გამიჯნული, ცისტიტი თითქმის ყოველთვის ვლინდება საშოს მიკროფლორის ბალანსის დაღვევისა და სასქესო ინფექციების დროს, შესაბამისად, ქალებთან ცისტიტს მკურნალობენ როგორც უროლოგები, ისე გინეკოლოგებიც, რადგან ქრონიკული ცისტიტი იწვევს ანთებით პროცესებს, რომლებიც შესაძლოა უშვილობის მიზეზად იქცეს.

მითი 3 - ცისტიტი ადვილად იკურნება ხალხური საშუალებებით, სათბურათი, თბილი აბაზანებით

ნამდვილად არსებობს სამკურნალო მცენარეები, რომლებსაც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისებები აქვს და მათი გამოყენებაც ნამდვილად შეიძლება ცისტიტის დროს, მაგრამ მხოლოდ დამხმარე და არა ძირითად სამკურნალო საშუალებად. სათბურა ხელს უწყობს დაავადების შემაწუხებელი სიმპტომების შესუსტებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს დაავადების გამომწვევებს. გარდა ამისა, მისი რეგულარული გამოყენებისას მიკრობებმა შესაძლოა კიდევ უფრო ზემოთ გადაინაცვლონ და საქმე პიელონეფრიტამდეც მივიდეს. იკრძალება როგორც წყლის, ისე ორთქლის აბაზანები - მაღალი ტემპერატურა ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელებას და შესაძლოა, ძლიერი ანტიბიოტიკების გარეშე ვეღარც კი გავიდეთ ფონს.

მითი 4 - ცისტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი

მწვავე ცისტიტი საგრძნობლად ზღუდავს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, შეუძლებელს ხდის სამსახურში თუ სასეირნოდ სიარულს, მაგრამ თუ სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობთ, სულაც არ არის აუცილებელი წოლა. სპორტული დატვირთვისა და სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება კი გამოჯანმრთელებამდე მოგიწევთ.

მითი 5 - ცისტიტის სამკურნალოდ საკმარისია ანტიბიოტიკები

მკურნალობა აუცილებლად კომპლექსური უნდა იყოს, განურჩევლად იმისა, რომელი მიკროორგანიზმითაა დაავადება გამოწვეული. კვალიფიციური ექიმის დანიშნულება უნდა მოიცავდეს როგორც ბაქტერიციდულ, ისე ანთების საწინააღმდეგო და ნატურალურ (მცენარეულ) საშუალებებს. მწვავე ცისტიტის დროს, ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებს ენიჭება უპირატესობა, ქრონიკული ფორმის შემთხვევაში კი ფიტოპრეპარატები უფროა რეკომენდებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქრონიკული ფორმის დროს ანტიბიოტიკები საჭირო არ არის.

მითი 6 - ალკოჰოლი ანადგურებს მიკრობებს, ამიტომ ის ცისტიტის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა

სპირტიანი სასმელი განსაკუთრებით აღიზიანებს შარდის ბუშტის კედლებს და ცვლის შარდის შემადგენლობას, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების აქტივობის ზრდას. გარდა ამისა, წლის ცივ პერიოდში ალკოჰოლიანი სასმლის მიღებისას გარემოს ტემპერატურის ადეკვატური შეფასება ძნელია და ადამიანი იოლად ცივდება.

მითი 7 - ცისტიტი მხოლოდ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებს ემართებათ

დაავადება შესაძლოა ნებისმიერს დაემართოს, ძლიერი იმუნური სისტემის პატრონსაც კი, თუ სათანადოდ არ დაიცავს პირადი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. თუმცა დასუსტებული იმუნიტეტი ნამდვილად წარმოადგენს ცისტიტის განვითარების რისკფაქტორს.

მითი 8 - მჯდომარე ცხოვრების წესთან ცისტიტს საერთო არაფერი აქვს

დიდხანს ჯდომა იწვევს სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში, მათ შორის - შარდის ბუშტშიც, და აქვეითებს ამ უკანასკნელის დამცავ ფუნქციას. ასეთივე ეფექტი აქვს ძლიერ მოტმასნილ ტანსაცმელსაც. თუ თქვენი სამუშაო მრავალსაათიან ჯდომას მოითხოვს, ეცადეთ, გეცვათ მორგებული, თავისუფალი სამოსი, ხოლო 15-20 წუთში ერთხელ წამოდგეთ და გაიარ-გამოიაროთ, რათა მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის შეგუბება და მისი უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ. გირჩევთ, ჩაიცვათ ბამბის თეთრეული, რომელიც იწოვს გამონადენს, ოფლსა და ნესტს და ცისტიტის გამომწვევ მიკრობებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.