მჯდომარე სამუშაომ შესაძლოა პროსტატიტი გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მჯდომარე სამუშაომ შესაძლოა პროსტატიტი გამოიწვიოს

მასში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდის ბუშტიდან, შარდსადენი არხიდან, სწორი ნაწლავიდან, მცირე მენჯის სისხლძარღვებიდან თუ ლიმფური გზებიდან. თუმცა პროსტატაში ინფექციის მოხვედრამ შესაძლოა სულაც არ გამოიწვიოს დაავადება. უფრო მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ ასეთ არახელსაყრელ ადგილზე მდებარე ჯირკვლისთვის ინფექცია ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ხშირად ისე გაივლის, რომ მამაკაცი ვერაფერს ამჩნევს. ასეა თუ ისე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროსტატიტის განვითარებისთვის, გარდა ინფექციური აგენტისა, აუცილებელია ზოგიერთი სხვა ფაქტორიც. ფაქტორებს, რომლებსაც დაავადების პროვოცირება შეუძლია, მიეკუთვნება:

• ორგანიზმის გადაცივება;

• ხშირი შეკრულობა;

• მჯდომარე სამუშაო;

• ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება და გადაჭარბებული სექსუალური აქტიურობა;

• ჰიპოდინამია, მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვა;

• ქრონიკული ანთებითი პროცესები (მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი) და ინფექციის ქრონიკული კერები (მაგალითად, ტონზილიტი, არანამკურნალები კარიესული კბილები);

• გადატანილი ვენერული და უროლოგიური დაავადებები (გონორეა, ურეთრიტი);

• ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნური სისტემის დათრგუნვას (მაგალითად, გადაძაბვა სპორტული დატვირთვის დროს, რეგულარული გამოუძინებლობა, არასრულფასოვანი და არარეგულარული კვება, ქრონიკული სტრესი და სხვა).

ყველა ეს ფაქტორი ან უადვილებს მიკრობებს წინამდებარე ჯირკვალში შეღწევას, ან ხელს უწყობს მცირე მენჯის ორგანოების სისხლით მომარაგების გაუარესებას, ან იწვევს შეგუბებით პროცესებს, რასაც საბოლოოდ მიკროორგანიზმების გამრავლებამდე და ანთებითი პროცესის განვითარებამდე მივყავართ. იხილეთ სტატია "პროსტატიტი"