პროსტატა - მამაკაცის მეორე გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროსტატა - მამაკაცის მეორე გული

ადგილმდებარეობა და დანიშნულება

ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ზემოთ, მის ყელთან, და მთლიანად მოიცავს შარდსადენს. უკნიდან იგი სწორ ნაწლავს ეკვრის,  მის აქეთ-იქით კი მეტად მნიშვნელოვანი კუნთებია განლაგებული. წინამდებარე ჯირკვლის მთავარი ფუნქცია პროსტატის წვენის გამოყოფაა. ეს ტუტე რეაქციის მქონე სითხე სპერმის საერთო მოცულობის 10-30%-ს შეადგენს.  ამ უმნიშვნელოვანესი ბიოლოგიური გამონაყოფის დანარჩენი თხიერი ნაწილი თავად სათესლე ბუშტუკების მიერ გამომუშავებული სითხეა. პროსტატის წვენის ტუტე რეაქციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - იგი ასუფთავებს შარდის გამო მჟავა რეაქციის მქონე შარდსადენის არხს, რათა მჟავა არემ დამღუპველად არ იმოქმედოს სქესობრივი აქტის დროს მასში მოხვედრილი სპერმატოზოიდების სიცოცხლისა და განაყოფიერების უნარზე.

აგებულება

წინამდებარე ჯირკვალი ორი - მარჯვენა და მარცხენა ნაწილისგან შედგება. ზოგიერთი სპეციალისტი შუა წილსაც გამოყოფს. პროსტატაში ორი ტიპის ქსოვილი განირჩევა: ძირითადი ანუ ჯირკვლოვანი, რომლის უჯრედებიც  პროსტატის წვენს წარმოქმნის და კუნთოვანი ბოჭკოები. ჯირკვლოვანი ქსოვილი  ერთგვარ ლებნებად იზრდება, რომელთა შორისაც ხარიხებივით არის განლაგებული კუნთოვანი ბოჭკოები. ამ უკანასკნელთა ფუნქციაა, შეიკუმშონ და სადინარებში გადაისროლონ გამომუშავებული პროსტატის წვენი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სადინარებში წვენის დროული გადასვლა წინამდებარე ჯირკვალს სითხის შეგუბებისა და ამის შედეგად განვითარებული პროსტატიტისგან იცავს. ორგანოს ნორმალური მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მძლავრ მამაკაცურ ჰორმონზე - ტესტოსტერონზეა დამოკიდებული.

პროსტატის წვენი

პროსტატის წვენში შედის საკმაოდ ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება:

  • ბიოგენური ამინები;
  • ლიმონმჟავა;
  • ქოლესტეროლი;
  • ფოსფოლიპიდები;
  • პროტეოლიზური ფერმენტები;
  • თუთია.

ეს წვენი სპერმატოზოიდების საკვებია. პროსტატის წვენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი.


სტატისტიკა

პროსტატის დაავადებათა რიცხვმა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ორჯერ იმატა. იგი უმთავრესად 20-დან 50 წლამდე მამაკაცების პრობლემას წარმოადგენს. პროსტატის დაავადებებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ. ესენია ანთებითი დაავადებები - პროსტატიტები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს მწვავეც და ქრონიკულიც, და სიმსივნური პათოლოგიები. სიმსივნურ პათოლოგიებს შორის გამოიყოფა:

  • პროსტატის ადენომა. ეს  კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და ძირითადად კუნთოვანი ქსოვილისგან შედგება;
  • ავთვისებიანი სიმსივნე - კიბო, რომელიც ჯირკვლოვანი ქსოვილისგანაა განვითარებული.

ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეულ სიკვდილიანობის სტრუქტურაში პროსტატის კიბოს წილად 10% მოდის. იგი ხანდაზმულ მამაკაცთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მაგალითად, თუ 45 წლამდე ასაკის მამაკაცებში ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და მილიონზე 3 შემთხვევას შეადგენს, 70 წლიდან ის 400-ჯერ იზრდება და მილიონზე უკვე 1300 შემთხვევა მოდის.

საგულისხმო ფაქტები ქრონიკული პროსტატიტის შესახებ

პროსტატიტი ყველაზე ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და ამ ასაკოვან ჯგუფში ყველაზე გავრცელებულ უროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს. ოფიციალური სტატისტიკით, მწვავე პროსტატიტი უმთავრესად 30-დან 65 წლამდე ასაკის მამაკაცთა პრობლემაა. დაახლოებით 98%-ში ნებაზე მიშვებული ანთებითი პროცესი სერიოზულად გართულებულ პროსტატიტს იწვევს. იმ პაციენტთა 92%-ს, რომელთაც პროსტატიტი აქვთ, ანამნეზში აღენიშნება ვარიკოცელეც - სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება. პროსტატის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს სქესობრივი ცხოვრება. იმ მამაკაცებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი თვეში მხოლოდ 2-3-ჯერ აქვთ, პროსტატიტის განვითარების გაცილებით დიდი ალბათობა აქვთ, ვიდრე მათ, ვინც კავშირს კვირაში რამდენჯერმე ამყარებს. დაუცველი სქესობივი კავშირების მოყვარულთა 80%-ს ქრონიკული პროსტატიტი აღენიშნება. უმეტესად ეს არასრულფასოვნად ნამკურნალები გონორეის გართულებას წარმოადგენს. მამაკაცთა დაახლოებით 10%-ს აქვს ქრონიკული პროსტატიტი. მათი 25% ამას შემთხვევით აღმოაჩენს უროლოგთან ვიზიტის დროს. ქრონიკული პროსტატიტისთვის დამახასიათებელია რეციდივები, რომელთა სიხშირე, სრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობის პირობებშიც კი, 50%-ს აჭარბებს. ბაქტერიული გენეზის ქრონიკული პროსტატიტის წილი საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 10%-ს უდრის, არაბაქტერიულისა კი 90%-ს, მაშასადამე, ის 9-ჯერ ხშირია, ვიდრე პროსტატიტის ბაქტერიული ფორმა. ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი მხოლოდ 5-10%-ში მიმდინარეობს იზოლირებულად, დანარჩენ შემთხვევებში იგი შარდსასქესო სისტემის ზოგადი დაბინძურების თანმხლებია. ქრონიკული პროსტატიტის მქონე პაციენტების 5-12% უჩივის ტკივილს სქესობრივი კონტაქტის დროს. ქრონიკული პროსტატიტით იტანჯება რეპროდუქციული ასაკის  მამაკაცთა 40-70%, ამიტომ ეს პათოლოგია სოციალური მნიშვნელობის დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება. 30-დან 45 წლამდე ასაკის შრომისუნარიან მამაკაცთა 35%-ს ქრონიკული პროსტატიტი აქვს. ყოველ მეორე 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს აღენიშნება წინამდებარე ჯირკვლის ადენომა. მამაკაცების 65%-ს 75 წლის შემდეგ   პროსტატის კიბო ემუქრება. ქრონიკული პროსტატიტის მქონე მამაკაცთა მხოლოდ 8% აღნიშნავს, რომ ეს პათოლოგია არ ცვლის და არ აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს, 14%-ს არაერთგვაროვანი პასუხი აქვს, 77%-ზე მეტი კი ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას უჩივის.