გამონაყარი სასქესო ასოზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გამონაყარი სასქესო ასოზე

დაავადებებით;* დერმატოლოგიური დაავადებებით.

გამონაყარს მიეკუთვნება კანზე არსებული ყოველგვარი ახალწარმონაქმნი:

  • პაპილომა;
  • ეროზია;
  • კვანძები;
  • წყლული;
  • წერტილები;
  • სიწითლე და სხვა.

რაზე შეიძლება მიუთითებდეს სასქესო ასოზე არსებული გამონაყარი

კონტაქტური დერმატიტი

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება როგორც ალერგიული რეაქცია. დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • პრეზერვატივის შეცვლამ (ალერგია ლატექსზე);
  • კოსმეტიკურმა საშუალებამ;
  • ტანსაცმელმა, რომლის შესაღებადაც გამოყენებულია ქრომის მაღალი შემცველობის მქონე საღებავები.

კონტაქტური დერმატიტის დროს კანი შუპდება, ჩნდება წითელი, მქავანა ლაქები. ამ დაავადების მკურნალობისას მთავარია გამღიზიანებლის მოშორება - ამის შემდეგ სიმპტომები თანდათანობით ქრება. რაც უფრო მეტხანს გრძელდება კონტაქტი, მით მეტი დროა საჭირო მკურნალობისთვის. შეიძლება ქავილის შესამცირებელი მალამოების გამოყენებაც.

ატოპიური დერმატიტი

ესეც ალერგიული რეაქციაა, მაგრამ არა გარეგან გამღიზიანებელზე, არამედ საკვებზე ან სამკურნალო საშუალებებზე. ვლინდება მშრალი, ხორკლის მსგავსი გამონაყარის სახით და თან ახლავს ქავილი. ზოგს მიაჩნია, რომ გადაჭარბებულმა ჰიგიენურმა კონტროლმა შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი, მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური სტეროიდული მალამოები. მისი შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია გასინჯვის შემდეგ.

გენიტალური ჰერპესი

ეს ვენერული ვირუსული დაავადებაა. შესაბამისად, დასნებოვნება შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დროს. ხშირად დაავადება მიმდინარეობს ფარულად, უსიმპტომოდ. ასეთი ფორმით დაავადებული ადამიანი გადამტანია, ანუ შეუძლია სხვების დასნებოვნება, თანაც მით უფრო მეტად, რომ არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ. ამ დაავადების დროს სასქესო ასოზე ჩნდება გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი და მტკივნეულობა. ვინაიდან გენიტალური ჰერპესი წარმოადგენს ვირუსულ დაავადებას, მისგან სრულად განკურნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მკურნალობით შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების ჩაცხრობა და რეციდივის რისკის შემცირება. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით. მალამოები აქ უეფექტოა.

რძიანა

რძიანა ინფექციური დაავადებაა. მიიჩნევა, რომ ის სქესობრივი კონტაქტით გადაედება, თუმცა დაავადება ვითარდება და ვლინდება სოკოვანი ინფექციისთვის ხელსაყრელ პირობებში - იმუნიტეტის დაქვეითების, კლიმატის შეცვლის, ჰიგიენური ნორმების დაუცველობის და ძლიერი სტრესის დროსაც კი. გარდა წითელი ლაქებისა, სასქესო ასოზე შეიძლება გაჩნდეს ხაჭოსებრი გამონადენი. კანდიდოზის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს.

ათაშანგი

ათაშანგით დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის დროს ხდება. სასქესო ასოზე ჩნდება მცირე ზომის ვარდისფერი წყლული, რომელსაც აქვს მკვრივი კიდეები და მბრწყინავი ფსკერი. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. კომპლექსური მკურნალობის ბაზისია ანტიბიოტიკები. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდაც. ასე ხშირად ხდება 16-დან 23 წლამდე.

თეთრი გამონაყარი სასქესო ასოზე

ხშირად გამონაყარს მიაკუთვნებენ ცხიმგროვებსაც (მათ თეთრ გამონაყარს უწოდებენ). ისინი მცირე ზომისაა, ჩნდება შემთხვევითი თანმიმდევრობით მთელ ასოზე. ასეთი წარმონაქმნები საშიში არ არის და არც რაიმე დაავადებაზე მიანიშნებს. დაავადების თანმხლები გამონაყარი, ჩვეულებრივ, წითელი ან ვარდისფერია. მისი მიზეზისა და ბუნების გასარკვევად მამაკაცმა გამონაყარის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პერიოდში სქესობრივ კონტაქტებს ერიდოს.