გამონაყარი სასქესო ასოზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

გამონაყარი სასქესო ასოზე

გამონაყარი სასქესო ასოზე
სასქესო ასოზე გამონაყარი შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული:* გაღიზიანებით;* ინფექციით;* ვენერული დაავადებებით;* დერმატოლოგიური დაავადებებით.

გამონაყარს მიეკუთვნება კანზე არსებული ყოველგვარი ახალწარმონაქმნი:

  • პაპილომა;
  • ეროზია;
  • კვანძები;
  • წყლული;
  • წერტილები;
  • სიწითლე და სხვა.

რაზე შეიძლება მიუთითებდეს სასქესო ასოზე არსებული გამონაყარი


კონტაქტური დერმატიტი

ყველაზე ხშირად ეს დაავადება ვლინდება როგორც ალერგიული რეაქცია. დერმატიტი შეიძლება გამოიწვიოს:

  • პრეზერვატივის შეცვლამ (ალერგია ლატექსზე);
  • კოსმეტიკურმა საშუალებამ;
  • ტანსაცმელმა, რომლის შესაღებადაც გამოყენებულია ქრომის მაღალი შემცველობის მქონე საღებავები.

კონტაქტური დე­რ­მატიტის დროს კანი შუპდება, ჩნდება წითელი, მქავანა ლაქები. ამ დაავადების მკურნალობისას მთავარია გამღიზიანებლის მოშორება - ამის შემდეგ სიმპტომები თანდათანობით ქრება. რაც უფრო მეტხანს გრძელდება
კონტაქტი, მით მეტი დროა საჭირო მკურნალობისთვის. შეიძლება ქავილის შესამცირებელი მალამოების გამოყენებაც.

ატოპიური დერმატიტი

ესეც ალერგიული რე­აქციაა, მაგრამ არა გარეგან გამღიზიანებელზე, არამედ საკვებზე ან სამკურნალო საშუალებებზე. ვლინდება მშრალი, ხორკლის მსგავსი გამონაყარის სახით და თან ახლავს ქავილი. ზოგს მიაჩნია, რომ გადაჭარბებულმა ჰიგიენურმა კონტროლმა შეიძლება დააჩქაროს გამოჯანმრთელების პროცესი,
მაგრამ სინამდვილეში ეს მხოლოდ აუარესებს მდგომარეობას. ამ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება სპეციალური სტეროიდული მალამოები. მისი შერჩევა მხოლოდ ექიმს შეუძლია გასინჯვის შემდეგ.

გენიტალური ჰერპესი

ეს ვენერული ვირუსული დაავადებაა. შესაბამისად, დასნებოვნება შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის დროს. ხშირად დაავადება მიმდინარეობს ფარულად, უსიმპტომოდ. ასეთი ფორმით დაავადებული ადამიანი გადამტანია, ანუ შეუძლია სხვების დასნებოვნება, თანაც მით უფრო მეტად, რომ არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ. ამ დაავადების დროს სასქესო ასოზე ჩნდება გამჭვირვალე სითხით სავსე ბუშტუკები. დაავადებას თან ახლავს ძლიერი ქავილი და მტკივნეულობა. ვინაიდან გენიტალური ჰერპესი წარმოადგენს ვირუსულ დაავადებას, მისგან სრულად განკურნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მკურნალობით შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომების ჩაცხრობა და რეციდივის რისკის შემცირება. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატებით. მალამოები აქ უეფექტოა.

რძიანა

რძიანა ინფექციური დაავადებაა. მიიჩნევა, რომ ის სქესობრივი კონტაქტით გადაედება, თუმცა დაავადება ვითარდება და ვლინდება სოკოვანი ინფექციისთვის ხელსაყრელ პირობებში - იმუნიტეტის დაქვეითების, კლიმატის შეცვლის, ჰიგიენური ნორმების დაუცველობის და ძლიერი სტრესის დროსაც კი. გარდა წითელი ლაქებისა, სასქესო ასოზე შეიძლება გაჩნდეს ხაჭოსებრი გამონადენი. კანდიდოზის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს.

ათაშანგი

ათაშანგით დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის დროს ხდება. სასქესო ასოზე ჩნდება მცირე ზომის ვარდისფერი წყლული, რომელსაც აქვს მკვრივი კიდეები და მბრწყინავი ფსკერი. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. კომპლექსური მკურნალობის ბაზისია ანტიბიოტიკები. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს უმიზეზოდაც. ასე ხშირად ხდება 16-დან 23 წლამდე.

თეთრი გამონაყარი სასქესო ასოზე

ხშირად გამონაყარს მიაკუთვნებენ ცხიმგროვებსაც (მათ თეთრ გამონაყარს უწოდებენ). ისინი მცირე ზომისაა, ჩნდება შემთხვევითი თანმიმდევრობით მთელ ასოზე. ასეთი წარმონაქმნები საშიში არ არის და არც რაიმე დაავადებაზე მიანიშნებს. დაავადების თანმხლები გამონაყარი, ჩვეულებრივ, წითელი ან ვარდისფერია. მისი მიზეზისა და ბუნების გასარკვევად მამაკაცმა გამონაყარის შემჩნევისთანავე უნდა მიმართოს ექიმს, ხოლო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პერიოდში სქესობრივ კონტაქტებს ერიდოს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 20-01-2019
Giorgi
Sasqeso organos tavis qvesh maqvs wvrili gamonayari davtu vinmem icis rit sheidzleba mkurnaloba gtxovt maswavlet.dzlieri qavili gamoiwvia am gamonayarma da ukve 2 kviraa rac vitanjebi am gamonayarit. 574077069
თარიღი : 16-09-2018
ზურა
გამარჯობათ ვარ 36 წლის მამაკაცი სასქესო ორგანოზე გამიჩნდა თეთრი წვრილი გამონაყარი როგორც მივხვდი თქვენს მიერ დაწერილ სტადიაში ბოლოში რომ გამონაყარი წერია ეგ მჭირს როგორ შეიძლება მოვირჩინო სახლის პირობებში
თარიღი : 12-09-2018
Zviadi
Asks irgvliv raga mechechebivit gamomivida risi brains cover megabit.571188041
თარიღი : 28-08-2018
17
გამარჯობათ იქნებ მითხრათ ან მირჩიოთ ჩუჩის გადაწევისას რამოდენიმე გამონაყარი გამიჩდა დაემატა ხორცმეტივით რამოდენიმე ადგილზე არც ქავილი მაქვს არც წვა მაგრამ ეს სიმპტომები აღინიშნება რა შეიძლება იყოს რა დაავადება?
თარიღი : 21-08-2018
თორნიკე
გამარჯობათ. თუ შეიძლება მითხარით რომელ ექიმთან მივიდე სასქესო ორგანოსთან დაკავშირებით, გამონაყარზე,, უროლოგთან? დერმატოლოგთან? სექსოლოგთან? გმადლობთ.
რეკომენდებული პროდუქტები
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
5 HPT დეპრესიის საწინააღმდეგო -60 აბი
ფასი: 49.5
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად