წითელი ლაქები სასქესო ასოზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

წითელი ლაქები სასქესო ასოზე

წითელი ლაქები სასქესო ასოზე
სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს გენიტალური ჰერპესიც. ამ დროს სიწითლე ასოს თავის მიდამოშია, ხოლო მთელ საზარდულის არეში აღინიშნება ქავილი.

სქესობრივი აქტივობა მამაკაცის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, თუმცა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მასზე. არა მხოლოდ იმპოტენციამ, არამედ სასქესო ორგანოზე ერთი შეხედვით უმნიშვნელო ლაქებმა და გამონაყარმაც კი. მართლაც, მამაკაცები ხშირად მიმართავენ ექიმს სასქესო ასოზე წითელი ლაქების არსებობის გამო.


რა აჩენს ლაქებს?
ჯანსაღი სასქესო ორგანო ლაქებით და გამონაყარით არ უნდა იყოს დაფარული. წითელი ლაქები ხშირად დაავადების ნიშანია. მისი მიზეზები ორ ჯგუფად
იყოფა: ინფექციურად და არაინფექციურად. არაინფექციური მიზეზები დაკავშირებულია გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებასთან. ეს შეიძლება იყოს საცვლის ქსოვილით, ქიმიური ნივთიერებებით, მათ შორის - ლატექსით, გამოწვეული გაღიზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ არატოქსიკური საშუალებები და ვატაროთ ისეთი ქსოვილის საცვალი, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. პირადი ჰიგიენის დაუცველობამაც შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე. რეგულარული
შხაპი, სუფთა თეთრეული თავიდან აგვაცილებს მის განვითარებას. ინფექციური მიზეზი გაცილებით მეტია. ერთ-ერთი მათგანია რძიანა. ის გადაედება სქესობრივი გზით, თუმცა იშვიათად იმუნიტეტის დაქვეითების შედეგადაც ვითარდება. რძიანას გამომწვევია სოკო კანდიდა. მისი ძირითადი სიმპტომია თეთრი, ხაჭოსებრი ნადები სასქესო ასოს თავზე. ამ დროს სასქესო ორგანოზე შეიძლება გაჩნდეს არა მარტო სიწითლე, არამედ გამონაყარიც, თან ახლდეს ქავილი და უსიამოვნო, მჟავე სუნი. მსგავსი სიმპტომების არსებობისას უნდა მიმართოთ ექიმს. გამოკვლევის საფუძველზე ის დასვამს დაიგნოზს და დანიშნავს მკურნალობას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით. წითელი ლაქების მიზეზი შეიძლება ფსორიაზიც იყოს. გარეგნული ნიშნებით სასქესო ასოზე განვითარებული ფსორიაზი არ განსხვავდება სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილას არსებულისგან. მისთვის დამახასიათებელია ვარდისფერი, მკვეთრად შემოსაზღვრული ბალთები აქერცლილი ზედაპირით, ზოგჯერ - ქავილიც. ფსორიაზი ზამთრობით მწვავდება. სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს გენიტალური ჰერპესიც. ამ დროს სიწითლე ასოს თავის მიდამოშია, ხოლო მთელ საზარდულის არეში აღინიშნება ქავილი. გენიტალური ჰერპესი იდენტიფიცირდება გარკვეული ნიშნით - სითხით სავსე ბუშტუკებით. ამ მდგომარეობას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან შესაძლოა გავრცელდეს პროსტატაზე ან შარდის ბუშტზე. ლაქები შეიძლება იყოს კიბოს მანიშნებელიც. სასქესო ასოს სიწითლის მიზეზის დადგენა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. თუ მამაკაცმა სიწითლე შეამჩნია, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. სათანადო ცოდნის გარეშე შეუძლებელია გაირკვეს, ჩვეულებრივი გაღიზიანებაა ეს თუ მძიმე დაავადების სიმპტომი. არაფრით არ შეიძლება მისი უგულებელყოფა ან თვითმკურნალობა - ამან შესაძლოა არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს.

როგორ ვუმკურნალოთ

რამდენადაც ლაქებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, მკურნალობაც მრავალფეროვანია. თუ ლაქა ალერგიული რეაქციის შედეგია, მკურნალობა მარტივია, თუმცა სხვადასხვაგვარი უშუალო მიზეზის შესაბამისად. თუ ლაქები პრეზერვატივის გამოყენების შედეგად გაჩნდა, მკურნალობის ყველაზე მარტივი გზაა ლატექსის შეცვლა პოლიურეთანით. თუ გაღიზიანების წყაროს მოცილებიდან გარკვეული ხნის შემდეგ ლაქები არ გაქრა, მიმართეთ ექიმს. თუ მიზეზი ალერგიული ხასიათისა არ არის, ე.ი. ინფექციურია. ამ შემთხვევაში პარტნიორმაც უნდა იმკურნალოს. დაიცავით ჰიგიენა. ნუ გამოიყენებთ სხვის პირსახოცს და თეთრეულს. იხმარეთ ისეთი ქიმიური საშუალებები, რომლებსაც მინიმუმამდე დაჰყავს ალერგიული რეაქციების რისკი. ერიდეთ შემთხვევით, დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს. აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობამ შესაძლოა არათუ შედეგი არ გამოიღოს, არამედ გააუარესოს კიდეც მდგომარეობა. სწორი დიაგნოზი გამოჯანმრთელების საწინდარია.


გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-04-2020
უსახელო
არცერთ კომენტარს არ სცემთ სათანადო პასუხს პირდაპირ ექიმთან პირდაპირ ექიმთან კაით რააააა
თარიღი : 20-11-2018
უცნობი
კონსულტაციისთვის რომელი მიმართულების ექიმს უნდა მივმართოთ მსგავსი სიმპტომების აღმოჩენისას???
თარიღი : 25-03-2018
გიორგი
სექსის შემდეგ რამდენიმე საათში დამეწყო ქავილი საზარდულში და საკვერცხეებზე თითქოს კანი მქონდა გადამძვრალი. ერთი დღის შემდეგ ვნახე რომ დამწვრობის მაგვარი ლაქები მაქვს საკვერცხის კანზე. სხვა არაფერიმაწუხებს. და რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 01-03-2018
უცნობი
რა ასოს ჩაჭრა ხე კი არაა ახალი რო ამობიდეს დდდდდ
თარიღი : 19-08-2016
კითხვა
gamarjobat tqveni daxmareba mjirdeba da sheidzleba erti cota uxerxuli magram sajiro kitxva dagisvat??urologiastan dakavshirebit mokled... bolo ramdenime dgea penisis gadmoweevis dros ganvicdi tkivils.. tkivils ara ufro mewvis vidre mtkivaa...siwitle ar maqvs...magram mewvis es ramdenime dgeaa.. rac sheexeba smegma titqmis 3 tveze metia maqvs.. da ras mirchevt rogor vimkurnalo saxlis pirobebshiiii?? კალიურმის პერმანგანანტი... ბეტადინი, ჰექსიკონი.. am preparatebis gamokeneba mirchies... araferze alergiuli ar var da sheidzleba amati gamokeneba?? an gamokenebis wesi rom amixsnat tu shegidzliat?? madloba winaswar
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
ასიმეტრიული განვითარების შედეგად სასქესო ასოს თანდაყოლილი გამრუდება
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად