შარდვის დარღვევა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

შარდვის დარღვევა

შარდვის დარღვევა
შარდვის დარღვევის ბავშვებში გავრცელებულ ზოგიერთ ფორმაზე გვესაუბრება გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ქირურგი ნუკრი შალამბერიძე.

ენურეზი - შარდის შეუკავებლობა
- რას ნიშნავს ენურეზი?
- “ენურეზი” ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას, შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. განასხვავებენ შარდის შეუკავებლობის ორ ტიპს - შარდის შეუკავებლობას დღის საათებში და ღამის ენურეზს. ბავშვებში განსაკუთრებით არის გავრცელებული ღამის ენურეზი.


განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის  ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი
ღამის ენურეზის დროს ძილში შარდის ბუშტის უნებლე დაცლა კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება. ღამის ენურეზს განაპირობებს:


ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით წარმოშობს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

- როგორია გენეტიკური ფაქტორების როლი?
- დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა, ის ბავშვსაც განუვითარდეს, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ენურეზზე პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია ზოგიერთ ქრომოსომაზე და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ღამის ენურეზი აქვთ?



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 29-03-2016
2016-03-29
გამარჯობატ ვარ21 წლის მაქვს ხშირი შარდვა ტკივილით არაფერი არ მტკივა სიცივეში უფრო ხშირატ ვშარდავ და ვარ ნერვიული
თარიღი : 07-07-2015
nino chyonia
გამარჯობატ ჩემი შვილი არი 7წლის აქვს ღამე შარდვა იქნებ დამეხმაროტ და მირჩიოთ როგორ მოვიქცე
დიეტოლოგია
სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:
ბრიტანეთის კვების სამეცნიერო-საკონსულტაციო კომიტეტი ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან ბრძოლას გვირჩევს
უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რა რგებს ან რა ვნებს ხერხემალს და დასკვნები თვითონვე გამოვიტანოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, უროგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
გამონაყარს მიეკუთვნება კანზე არსებული ყოველგვარი ახალწარმონაქმნი:
საშარდე გზების ინფექცია არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე სისტემაზე ახდენს ზეგავლენას,
ხშირი შარდვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მრავალი დაავადების ნიშანია, მათ შორის დიაბეტის, მენოპაუზის და სხვ.
შარდის შეუკავებლობა სამედიცინოს გარდა სოციალური პრობლემაცაა. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას,
„მუცელი მტკივა“ – ამბობს ადამიანი და მიზეზს ყველა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებში ეძებს.
რამ შეიძლება დააზიანოს გულის კუნთი, თუ პაციეტს არასოდეს ჰქონია გულის დაავადება?
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია.
ოთახის მცენარეები ცალსახად სასარგებლოა. განსაკუთრებით დიდი ფოთლებიანი მცენარეები ატენიანებენ ჰაერს.
ზღვის მარილის გამოყენების ყველაზე იოლი გზა მისი აბაზანის მიღებაა. ის ხსნის კუნთურ დაძაბულობას, ასუფთავებს ფორებს, არბილებს კანს და ამზადებს მას კოსმეტიკური პორცედურებისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად