შარდის გამოყოფის დარღვევა შარდსასქესო სისტემის ინფექციების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის გამოყოფის დარღვევა შარდსასქესო სისტემის ინფექციების დროს

- შარდსასქესო სისტემის ინფექციებს იწვევს მრავალი მიკროორგანიზმი, რომელთა შორის არიან პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკრობები. პათოგენური მიკრობები ყოველთვის იწვევენ ინფექციურ დაავადებებს და არასოდეს შედიან ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობაში. პირობითად პათოგენური მიკრობები ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, მაგრამ არ იწვევს ინფექციურ-ანთებად დაავადებებს, ვიდრე არ წარმოიშობა ხელშემწყობი პირობები - იმუნიტეტის დაქვეითება, მძიმე სომატური დაავადება, ვირუსული ინფექცია, კანისა და ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანება და სხვა. ამ დროს პირობითად პათოგენური მიკრობები პათოგენურები ხდებიან და ინფექციურ-ანთებად დაავადებებს იწვევენ. შარდსასქესო ინფექციებს ყველაზე ხშირად იწვევენ შემდეგი მიკროორგანიზმები: გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, ქლამიდია, ტრიქომონა, მკრთალი ტრეპონემა, კოკები (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი), ჩხირები, სოკოები, კლებსიელა, ლისტერია, კოლიმორფული ბაქტერიები, პროტეუსი, ვირუსები - ციტომეგალოვირუსი, ჰერპესვირუსი და პაპილომავირუსი. კოკები, ნაწლავის ჩხირი და კანდიდას ტიპის სოკოები პირობითად პათოგენურ მიკრობებს მიეკუთვნება, ყველა დანარჩენი პათოგენურია. ყველა იწვევს ინფექციურ-ანთებად პროცესს, მაგრამ ყველას სხვადასხვა, დამახასიათებელი კლინიკა აქვს.

- რას გვეტყვით საშარდე გზების ინფექციების რისკფაქტორებზე?

- შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ამ პრობლემებით ექიმს მიმართავს ათეულობით მილიონი ადამიანი, მათი 20% - ცისტიტის გამო. შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პაციენტთა ნახევარს უმეორდება, იღებს ქრონიკულ ხასიათს და შესაძლოა, თირკმელების ქრონიკულ უკმარისობამდე და ინვალიდობამდეც მიგვიყვანოს. შარდგამომყოფ სისტემაში ინფექციური პროცესის დასაწყებად დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას - მის გადაცივებას, თანმხლებ დაავადებებს, განსაკუთრებით - რესპირატორულს. საშარდე გზების დაავადებათა განვითარების რისკფაქტორებს უნდა მივაკუთვნოთ:

  • პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა;
  • სახიფათო სქესობრივი კონტაქტი ბარიერული კონტრაცეპტივების გამოუყენებლად;
  • სასქესო ორგანოების ტრავმები;
  • შარდკენჭოვანი დაავადება;
  • არასწორი კვება;
  • ქრონიკული დაავადებები;
  • მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
  • არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
  • შარდის არარეგულარული გამოყოფა;
  • ახლაწარმონაქმნები საშარდე გზებში;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
  • ინფექციური აგენტის გადატანა სხვა ორგანოებიდან და სხვა.

- რა გზით ინფიცირდება შარდსასქესო სისტემა?

- დღეისათვის ცნობილია შარდსასქესო ინფექციებით დასნებოვნების სამი ძირითადი გზა:

  • საშიში სქესობრივი კონტაქტი  (ნებისმიერი ტიპისა - ვაგინალური, ორალური, ანალური) ბარიერული კონტრაცეპტივების გამოუყენებლად;
  • აღმავალი ინფექციები (მიკრობების მოხვედრა კანიდან ურეთრაში ან საშოში და მათი აღმასვლა თირკმელებამდე) ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფის შედეგად;
  • სისხლისა და ლიმფის ნაკადით სხვადასხვა დაავადების კერიდან (კარიესი, ფილტვების ანთება, გრიპი, კოლიტი, ენტერიტი, ანგინა და სხვა).

ბევრ პათოგენურ მიკროორგანიზმს აქვს მიდრეკილება რომელიმე ორგანოსადმი, რომლის ანთებასაც იწვევს. ზოგიერთ მიკრობს რამდენიმე ორგანოსადმი აქვს მიდრეკილება, ამიტომ ძალუძთ ანთების გამოწვევა ერთ ორგანოში, ერთდროულად რამდენიმეში ან ყველაში. მაგალითად, ანგინას ხშირად იწვევს B ჯგუფის სტრეპტოკოკი, რომლის სამიზნეებია ნუშურა ჯირკვლები და თირკმლის ქსოვილი, ესე იგი მას შეუძლია გამოიწვიოს ანგინა და გლომერულონეფრიტი.


- რა სიმპტომები ახასიათებს შარდსასქესო სისტემის ინფექციებს?

- ნებისმიერი მათგანისთვის დამახასიათებელია:

  • ტკივილი და არასასიამოვნო შეგრძნებები შარდსასქესო სისტემის ორგანოებში;
  • ქავილი;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • გამონადენი ვაგინიდან (ქალებში) და ურეთრიდან (მამაკაცებში);
  • შარდის გამოყოფის განსხვავებული დარღვევები (წვა, ქავილი, შარდვის გახშირება და სხვა);
  • არადამახასიათებელი სტრუქტურების წარმოქმნა გარეთა სასქესო ორგანოებზე.

გარდა ამისა თითოეულ დაავადებას აქვს მისთვის დამახასიათებელი კლინიკა.

- შარდის გამოყოფის რა სახის დარღვევები ახასიათებს შარდსასქესო სისტემის ინფექციებს?

- შარდსასქესო სისტემის ინფექციურ-ანთებადი დაავადებები მიმდინარეობს რთულად და თან ახლავს შარდგამომყოფი გზების ლორწოვანი გარსების დაზიანება, ამიტომ, ბუნებრივია, ამ ინფექციური პროცესების დროს ირღვევა შარდის გამოყოფის ნორმალური პროცესი. მოსალოდნელია როგორც მთელი სისტემის, ისე კონკრეტული ორგანოს ანთებისთვის დამახასიათებელი დარღვევები. სისტემისთვის დამახასიათებელია შარდის რაოდენობის, ფერის, გამჭვირვალობის, კონსისტენციის და სხვა მახასიათებლების შეცვლა. ურეთრიტის დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს:

  • წვა და მკვეთრი ძლიერი ტკივილი;
  • მოშარდვის სურვილი 15-20 წუთში ერთხელ;
  • სისხლის წვეთების გაჩენა მოშარდვის დროს;
  • შარდის ფერის შეცვლა (“ხორცის ნარეცხის” ფერი).

ცისტიტისთვის დამახასიათებელია:

  • ხშირი (10-15 წუთში ერთხელ) შარდვა მცირე ულუფებით;
  • მღვრიე შარდი;
  • მტკივნეული შარდვის პროცესი.

პიელონეფრიტის დროს შარდის გამოყოფა არ ირღვევა, თუ პროცესი ძლიერ არ არის გართულებული. ქრონიკული პიელონეფრიტის დროს შესაძლოა დაქვეითდეს შარდის ხვედრითი წონა. პროსტატიტის დროს შარდის გამოყოფა უმნიშვნელოდ იცვლება. მწვავე ფორმის შემთხვევაში გამორიცხული არ არის შარდის შეკავება (შეხუთვა).