შარდი - ბიოლოგიური სითხე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

შარდი - ბიოლოგიური სითხე

შარდი - ბიოლოგიური სითხე
შარდი ბიოლოგიური სითხეა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დროს თირკმელებში სისხლის ფილტრაციის შედეგად წარმოიქმნება.

იგი ერთგვარი ხსნარია, რომელშიც მარილები და ორგანული ნივთიერებებია გახსნილი. მისი ძირითადი ნაწილი წყალია - 95%, 5%-ს კი მყარი ნაშთი შეადგენს. მასში გახსნილია ასობით კომპონენტი. ზოგიერთი მათგანი დღესაც არ არის ბოლომდე შესწავლილი. ყოველდღიურად შარდის საშუალებით ორგანიზმიდან 50-70-მდე ტიპის მშრალი ნაშთი გამოიდევნება. მათ დიდ ნაწილს შარდოვანა და ნატრიუმის ქლორიდი შეადგენს.


მყარი ნაშთის 2% შარდოვანაა, 0,05 პროცენტი - შარდის მჟავა, 0,075% კი კრეატინინი და მარილები, მათ შორის - ნატრიუმისა და კალიუმისა.
დღე-ღამეში ორგანიზმიდან შარდით გამოიყოფა 25-30 გრამი შარდოვანა და 25 გრამი არაორგანული ნაერთი. თირკმელების დაავადებებისას, ხანმოკლე ფიზიკური დატვირთვისას შარდში შესაძლოა გაჩნდეს ცილაც, რომელიც, ჩვეულებრივ, მასში არ არის. ამ ბიოლოგიური სითხის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ვარირებს ჯანმრთელ ადამიანებში, ამიტომ მისი ანალიზის დროს აუცილებელია მიღებული შედეგების ფრთხილი ინტერპრეტაცია.

შარდის ფიზიკური
თვისებები

რაოდენობა
შარდის წარმოქმნა ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც გორგლის კაფსულაში უწვრილესი წვეთების სახით ძალიან დაბალი კონცენტრაციის შარდი წარმოიქმნება. ეს პირველადი შარდია და შემადგენლობით ძალზე განსხვავდება იმ სითხისგან, რომელიც ორგანიზმიდან საბოლოოდ გამოიყოფა. ერთი ნეფრონი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის, სულ კი 24 საათში ორგანიზმში 60-90 ლიტრი პირველადი შარდი გამომუშავდება. გორგალი ამ სითხეს ხელახლა გადაამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს. სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნება მეორეული შარდი, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს დღე-ღამეში, ადამიანი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. გამოყოფილი შარდის დღეღამური რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის - მიღებული სითხის რაოდენობაზე, თირკმელების მდგომარეობაზე, შარდის წარმოქმნის პროცესის სარეგულაციო მექანიზმებზე. შარდის წარმოქმნის პროცესზე ჰუმორული გზებით მოქმედებს ანტიდიურეზული ჰორმონი ვაზოპრესინიც, რომელიც ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეტორულ უჯრედებში გამომუშავდება. ეს ჰორმონი აძლიერებს თირკმელებში პირველადი შარდიდან წყლის რეაბსორბციას (უკუშეწოვას), რაც ზრდის მარილთა კონცენტრაციას მეორეულ შარდში. ამიტომ, როცა ჰიპოთალამუსის დაზიანებისას ირღვევა სისხლში ვაზოპრესინის ნორმალური კონცენტრაცია, შარდის გამოყოფა დღე-ღამეში 20-25 ლიტრამდეც კი იზრდება. ჰორმონთა გარდა, გამოყოფილ შარდის რაოდენობაზე გავლენას ახდენს მიღებული სითხე, მარილიანი საკვები და ფიზიკური დატვირთვა. აღნიშნულ ფაქტორთა გარდა, შარდის დღეღამური რაოდენობის ცვლილება, უმეტესად შარდსასქესო სისტემაში, იშვიათად კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ლოკალიზებულ პათოლოგიურ პროცესებს უკავშირდება, ამიტომ შარდის წარმოქმნისა და გამოყოფის დარღვევისას, მისი რაოდენობა იმატებს თუ დაიკლებს და, ამასთან, ეს პროცესი ორ დღეში არ რეგულირდება, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია და პროცესის დარღვევის გამომწვევი მიზეზის დროული დადგენა.

ფერი
ჯანმრთელი ადამიანის შარდის ფერი ბაცი ან მუქი ყვითელია. მას ფერს აძლევს შარდის პიგმენტები: უროქრომინი A და B, უროეთრინომი და ურორეზინომი. გაძლიერებული შარდვისას, სითხის ჭარბად მიღების შემდეგ შარდი ღია ყვითელი ფერისაა, დიურეზის შემცირებისას კი მუქდება. მუქი ყვითელი ფერის შარდი, ჩვეულებრივ, გაცილებით კონცენტრირებულია და მაღალი ხვედრითი წონა აქვს, ბაცი ყვითელი ფერისა კი მცირედ კონცენტრირებულია, აქვს დაბალი ხვედრითი წონა და დიდი რაოდენობით გამოიყოფა. შარდის ფერის ცვლილება ზოგჯერ უკავშირდება საღებავების შემცველი საკვების მიღებას, რაციონის ცვლილებას. მას ფერს უცვლის ზოგიერთი მედიკამენტიც. შარდი ფერს იცვლის ისეთი პროდუქტების მიღების შემდეგ, როგორებიცაა ჭარხალი, სტაფილო, შავი მოცხარი, ბროწეული. მედიკამენტებიდან ეს დამახასიათებელია რკინის პრეპარატებისთვის, ასპირინის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის. ზოგჯერ იცვლება შარდის ნალექის ფერიც, მაგალითად, ურატების სიჭარბისას ნალექი მოყავისფრო ხდება, შარდმჟავას სიჭარბისას - ყვითელი, ფოსფატების სიჭარბისას კი მოთეთროა.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 13-12-2014
ზურაბი შუბითიძე
შარდის ფიზიკური თვისებები ნორმაში-ფერი-შარდის ფერი დამოკიდებულია მასში არსებულ პიგმენტებზე-უროქრომზე, ურობილინსა და უროერითრინზე, რომლებიც ნორმის ფარგლებში, თითქმის, ერთი და იგივე რაოდენობით გამოიყოფიან; შარდის ფერი, უპირველეს ყოვლისა, შარდის თხიერ ნაწილზეა დამოკოდებული. ძირიტადად, ბაცი მოყვითალო ან ჩალისფერი სითხეა. გამჭვირვალობა-ახლად გამოყოფილი შარდი სრულიად გამჭვირვალეა. სუნი-ახლად გამოყოფილ შარდს თავისებური არომატული(უსიამოვნო) სუნი აქვს. ხანგრძლივად დგომისას ამიაკის სუნს იძლევა(ხრწნის გამო). შარდის სადღეღამისო რაოდენობა-ჩვეულებრივ პირობებში, ჯამრთელი ადამიანი დღეღამეში შარდის სახით გამოყოფს მიღებული სითხის 3/4-ს (ითვლება საკვების სახით მიღებული სითხეც). შარდის რაოდენობა დამოკიდებულია მიღებული სითხისა და გამოყოფილი ოფლის რაოდენობაზე, აგრეთვე ფაღარათისა და პირღებინების არსებობაზე.ზდასრულები გამოყოფენ მამაკაცები-800-1800 მლ/დღე-ღამეში, კალები600-1600მლ/დღე-ღამეში, 60 წელზე მეტის 250-2400მლ/დღე-ღამეში. შარდის ხვედრითი წონა(სიმკვრივე)-შარდის ხვედრითი წონა დამიკიდებულია დიურეზსა და შარდში მკვრივ ნივთიერებათა შემცველობაზე. ზდასრულები-1,002-1,030, სადღეღამისო შარდი-1,015-1,025.შარდის რეაქცია-ზდასრულები-4,5-8PH,საშვალოდ-6,25+ან -0,36PH. შარდის ქიმიური შემადგენლობა-ალბუმინი-ზდასრულები-
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდის შეუკავებლობა სამედიცინოს გარდა სოციალური პრობლემაცაა. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას,
„მუცელი მტკივა“ – ამბობს ადამიანი და მიზეზს ყველა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებში ეძებს.
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად