პოლიურია და ხშირი შარდვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500 Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373

პოლიურია და ხშირი შარდვა

პოლიურია და ხშირი შარდვა
ადამიანთა უმრავლესობა დღე-ღამეში 4-6-ჯერ შარდავს. შარდის გამოყოფა მეტწილად დღისით ხდება, ღამით კი ეს პროცესი უმეტესად ერთჯერადია. გამოყოფილი შარდის რაოდენობა სხვადასხვაა - 700 მილილიტრიდან 3 ლიტრამდე.

შარდვის გახშირება რამდენიმე სახისაა:


  • იზრდება გამოყოფილი შარდის მოცულობა, რასაც მედიცინის ენაზე პოლიურია ეწოდება;
  • ხშირდება შარდვა, თუმცა გამოყოფილი შარდის ჯამური მოცულობა უცვლელია;
  • შარდვაც ხშირდება და შარდის მოცულობაც იმატებს.

შარდვის გახშირებას შესაძლოა თან ახლდეს დისკომფორტი შარდვისას, შარდის შეკავების გაძნელება. ზოგჯერ პაციენტები ხშირ შარდვას უჩივიან, თუმცა მათ ეს შეგრძნება მხოლოდ იმიტომ უჩნდებათ, რომ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე უწევთ შარდის ბუშტის დაცლა,
რეალურად კი გამოყოფილი შარდის მოცულობა უცვლელია. ღამით შარდვის გახშირებას მედიცინაში ნიქტურიას უწოდებენ. ის ზოგჯერ დაავადებაზე მიუთითებს, არცთუ იშვიათად კი იმის ბრალია, რომ ადამიანი საღამო ხანს ან უშუალოდ ძილის წინ იღებს სითხეს, ან
და დღის განმავლობაში იმაზე მეტ წყალს სვამს, ვიდრე სხვები.

მიზეზები
ამრიგად, შარდის რაოდენობის მომატება და შარდვის გახშირება, რომლის დროსაც ნორმალური რაოდენობის შარდი გამოიყოფა, სხვადასხვა რამაა. ბუნებრივია, მიზეზიც სხვადასხვა აქვს, თუმცა ამ ორ მდგომარეობას მაინც ერთად განიხილავენ, რადგან შეუძლებელია, დიდი რაოდენობის შარდი ისე გამოიყოს, შარდვა არ გახშირდეს. შარდვის გახშირების მიზეზებია:

  • შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექცია, უმეტესად - ქალებსა და ბავშვებთან;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • პროსტატის - წინამდებარე ჯირკვლის - გადიდება, რომელიც არ არის დაკავშირებული სიმსივნესთან, ანუ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (50 წლიდან);
  • ქვედა საშარდე გზებში კენჭის (კონკრემენტის) არსებობა.

შარდის რაოდენობის მომატებას იწვევს:

არაკონტროლირებული ან არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი. ეს პოლიურიის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი არარსებობა არ გამორიცხავს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს. დიაგნოზი არ ემყარება კლინიკურ სიმპტომებს, შაქრიანი დიაბეტის გამორიცხვის მიზნით აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონტროლი.

დიდი რაოდენობით სითხის მიღება. ამ მდგომარეობას მედიცინაში პოლიდიფსია ეწოდება.

უშაქრო დიაბეტი - ამ დაავადების დროს დარღვეულია ანტიდიურეზული ჰორმონის პროდუქცია. ეს ჰორმონი უზრუნველყოფს თირკმლის მილაკებში სითხის უკუშეწოვას და არეგულირებს გამოყოფილი შარდის რაოდენობას. განასხვავებენ ორი ტიპის უშაქრო დიაბეტს. ცენტრალური ტიპის დიაბეტის დროს ჰორმონი ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება. ზოგჯერ თირკმელი სათანადოდ ვერ რეაგირებს ამ ჰორმონზე. ამ შემთხვევაში ნეფროგენულ (თირკმლისმიერ) უშაქრო დიაბეტზე საუბრობენ.

შარდმდენი პრეპარატების ან ისეთი ნივთიერებების მიღება, რომლებიც აძლიერებს შარდის გამოყოფას (მაგალითად, ყავისა, ალკოჰოლისა).  თირკმლის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს შარდი თავდაპირველად ასევე დიდი რაოდენობით გამოიყოფა, ვინაიდან დარღვეულია სითხის უკუშეწოვა დაზიანებული თირკმლის მიერ.

გახშირებული შარდვისას საჭირო გამოკვლევები
გახშირებული შარდვისა და შარდის რაოდენობის მატების გამო ექიმს ბევრი მიმართავს. ზოგჯერ ეს პაციენტის მცდარი შთაბეჭდილებაა - შარდის რაოდენობის მატება გამოკვლევით არ დასტურდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ჩივილს საკმაოდ მძიმე დაავადება უდევს საფუძვლად, ამიტომ სასურველია ვიცოდეთ სიმპტომები, რომელთა იგნორირებაც საშიშია. ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ, თუ ხშირ შარდვას და შარდის რაოდენობის მომატებას თან ახლავს:

  • ქვედა კიდურების სისუსტე - არ არის გამორიცხული ზურგის ტვინის დაზიანება;
  • ტემპერატურის მომატება და წელის ტკივილი - სავარაუდოა საშარდე სისტემის ინფექცია;
  • სიმპტომების მოულოდნელი აღმოცენება ან აღმოცენება სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში;
  • ღამით ოფლიანობა, ხველა, წონის კლება, განსაკუთრებით - როცა პაციენტი მწეველია;
  • ფსიქოლოგიური პრობლემები.

ექიმი გულდასმით კრებს ინფორმაციას სიმპტომების შესახებ, ატარებს სრულყოფილ გასინჯვას. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იბადება ეჭვი ამა თუ იმ დაავადების თაობაზე. ქვემოთ მიმოვიხილავთ შარდვის გახშირებისა და შარდის რაოდენობის მომატების გამომწვევ დაავადებებს და გაგაცნობთ მათ დამადასტურებელ სადიაგნოზო კვლევებს.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-09-2016
ketevan arjevanidze
გამარჯობათ მე ნიუიორკიდან გაწუხებთ,მყავს 5 წლის გოგონა,ერთი შელია რაც ქეთ ვცხოვრობთ,ბავშვს დაეწყო ხსშირი შარდვა და ვერ იკავებს შარდს,ვის არ მივმართეთ მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ,დაუდგინდა სისხლში ტყვია 17-პროცენტი,ვიმკურნალეთ და უკვე დგება თავის კალაპოტში,ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რამე,ვის მივმართო აღარ ვიცი,ბავშვიც ძალიან წუხს,სკოლაშიც პრობლემები გვაქვს უკვე,ხშირად დადის საჭირო ოთახში და გაკვეთილზე თითქმის არ ზის,ეხლა პამპერსი დავდივართ,მაგრამ იმდენი შარდის გამოყოფა აქვს რომ პამპერსიც არ ჰყოფნის,ანალიზები კარგი აქვს,გამოკვლევებიც გაუკეთდა საშარდე გზების და თირკმელების,ყველაფერი ნორმაში აქვს,ოქტომბრის შუა რიცხვებსში საშარდე მილში უნდა ჩაუდგან ზონდი რითიც მოხდება შიგნიტ საშარდე ბუშტის დათვალიერება.გთხოვთ ექიმო მირჩიეთ რა ვქნა,რა გზებს მივმართო.....მადლობთ
თარიღი : 06-09-2015
r
Bavshvebis shemtxvevashi vis mivmartot gamit aqvs xshiri shardva
თარიღი : 13-07-2015
lika1998.ge@mail.ru
Ukacravad roca fexmized xar da xshir xshirad shardav tanac cot cotas risi brali unda iyos
თარიღი : 05-06-2015
robi
ექიმების 90 % აზრზე არ არის.ვის უნდა მიმართო.დადიხარ ტყვილად.და ხარჯავ ფულს-შედეგი კი ნოლია.უროლოგი და სექსოლოგი ერთმანეთთან გაგზავნიანდ ჯიბეს ისქელებენ.შენი პროსტატა კი ფეხებზე ჰკიდიათ.
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
შარდის შეუკავებლობა სამედიცინოს გარდა სოციალური პრობლემაცაა. როგორ აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ შარდის შეუკავებლობას,
„მუცელი მტკივა“ – ამბობს ადამიანი და მიზეზს ყველა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებში ეძებს.
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად