ენურეზი და ფსიქოლოგიური პრობლემები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

ენურეზი და ფსიქოლოგიური პრობლემები

ენურეზი და ფსიქოლოგიური პრობლემები
შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთი სახეობაა ღამის ენურეზი. განასხვავებენ ღამის ენურეზის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის ენურეზის დროს შარდის შეკავების უკვე გამომუშავებული რეფლექსი ქრება.

ღამის ენურეზი მულტიფაქტორული მდგომარეობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობას მრავალი მიზეზი აქვს. ფიზიოლოგიური თუ გენეტიკური მიზეზების გარდა უმრავლეს შემთხვევაში ფსიქოლოგიური ხასიათის მომენტები არსებობს.


ბავშვს შარდის შეუკავებლობა შესაძლოა დღისითაც ჰქონდეს. ამ დროს აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა. ბავშვები ხშირად ასველებენ ლოგინს განსაკუთრებული, ამაღელვებელი შემთხვევების, მაგალითად, დაბადების დღის აღნიშვნის, ცირკში
წასვლის შემდეგ. ადრეულ ასაკში შარდის შეუკავებლობის ხშირი მიზეზია ოჯახში ახალი ბავშვის გაჩენა. შესაძლოა, უფროსი ბავშვი შეუგნებლად ცდილობდეს ჩვილ ასაკში დაბრუნებას. სამი წლის ბავშვი 6 თვის განმავლობაში მშრალი იღვიძებდა, მაგრამ ზაფხულში, აგარაკზე რომ გადავიდნენ, ისევ დაიწყო ლოგინში ჩასველება. ბავშვს გაუცხოების მომენტი ჰქონდა, შესაძლოა გარკვეული შიშიც, აშკარად
ენატრებოდა თავისი სახლი, თუმცა გარეგნულად არაფერი ემჩნეოდა. ომის დასაწყისში ლონდონიდან ბავშვები გაიყვანეს. ისინი ოჯახებს, მეგობრებს, ჩვეულ გარემოს დააშორეს და... მრავალ მათგანს ღამით შარდის შეუკავებლობა დაეწყო. ზოგჯერ შარდის შეუკავებლობის მიზეზი ღამის ქოთანზე დაჯდომის დაძალებაა. ყოველღამე წამოყენება ქოთანზე დასასმელად ბავშვს უფრო მეტად დაარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ პატარაა. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვები ლოგინს განგებ არ ასველებენ - მათ ხომ ამ დროს ღრმად სძინავთ. შარდი ბავშვს ხშირად იმ დროს ეპარება, როცა დაესიზმრება, რომ საფრთხეშია, მარტოა, მზრუნველობა და დაცვა აკლია. თუ პატარას სახლი ენატრება, მშობლებმა რამდენიმე დღის განმავლობაში მეტი დრო უნდა დაუთმონ მას, მარტოობა არ აგრძნობინონ და ახალი საცხოვრებელი ადგილი შეაყვარონ. თუ ოჯახში ახალშობილი გაჩნდა, მშობლებმა უნდა დაარწმუნონ უფროსი შვილი, რომ ის კვლავაც ისე უყვართ, როგორც უყვარდათ. არ შეარცხვინოთ ბავშვი სველი ლოგინის გამო, ის ისედაც შეწუხებულია. ჯობს დაარწმუნოთ, რომ სულ მალე ასეთი რამ აღარ გამეორდება. ზოგჯერ მშობლები შვილს ჩასველებული ზეწრების გარეცხვას აიძულებენ. ეს დაუშვებელია. ზოგიერთ ბავშვს უჩნდება შიში, მისმა ტოლებმა არ გაიგონ მისი სამარცხვინო საქციელის შესახებ და არ დასცინონ. ამ დროს მას ძალიან სჭირდება მშობლების თანაგრძნობა, მხარდაჭერა, იმის რწმენა, რომ სხვებსაც ჰქონიათ ამგვარი პრობლემა და დაუძლევიათ და თავადაც აუცილებლად დაძლევს ამ სირთულეს. სპციალისტები (პედიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები) საჭიროდ არ მიიჩნევენ სითხის შეზღუდვას ან შუაღამისას ბავშვის გაღვიძებას მოსაშარდად. 5-7 წლის ბიჭუნას შესაძლოა სტიმული მისცეს ოქროსფერი ვარსკვლავების დაწებებამ კალენდრის იმ რიცხვებზე, როდესაც მან მშრალად გამოიღვიძა. ან იქნებ ჯილდოც დაიმსახუროს - ველოსიპედი, სათამაშო მანქანა, მისთვის სასურველი რაიმე სხვა ნივთი... უფრო უკეთესი იქნება, თუ ბავშვს მაშინვე მისცემთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა, თქვენ კი უარს ეუბნებოდით სწორედ ლოგინის დასველების გამო. ამ ღონისძიებათა მიზანია, ბავშვმა რაც შეიძლება მალე იგრძნოს თავი თანასწორუფლებიანად თანატოლებს შორის. რათა არ დაუქვეითდეს თვითშეფასება, არ სძლიოს სტრესმა, სოციალურ იზოლაციაში არ მოექცეს. მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, ნეგატიური განწყობა ვნებს ბავშვს. ნუ დასჯით ბავშვს იმისთვის, რომ ღამით ჩაისველა, მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდაწრებით. გახსოვდეთ, პატარას  საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! აცნობეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელს ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის მოთხოვნისთანავე გაუშვან ტუალეტში, ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს. საჭიროა დიდი ტაქტი მშობლებისა თუ პედაგოგების მხრიდან. შეადგინეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი ღამეები, ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ. ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას, პირიქით, არ დაუშალოთ ექსკურსიებზე სიარული, უქმე დღეების მეგობრებთან ერთად გატარება. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება, ბავშვი უფრო თავდაჯერებული ხდება, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი. ვინაიდან ღამის ენურეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენაა და პათოლოგიად არ ითვლება, მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. უპირველეს ყოვლისა, მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს საკმაოდ ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება. ასეც რომ არ მოხდეს, არც ეს არის საშიში; ღამის ენურეზის ტიპის დადგენის შემდეგ შემუშავდება მკურნალობის ტაქტიკა. იგი ინდივიდუალურია და ემყარება არა მარტო ბავშვის, არამედ მშობელთა პიროვნულ თვისებებს, მოტივაციის ხარისხს და მოთმინების უნარს. შერჩევა მანამდე გრძელდება, სანამ არ მოიძებნება მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ექიმების მიზანია, ბავშვმა თავი საზოგადეობის სრულფასოვან წევრად იგრძნოს. გახსოვდეთ, ღამის ენურეზი სამუდამო განაჩენი არ არის.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
გონებრივი აქტიურობის შენარჩუნებისათვის.-30აბი
ფასი: 32.9
სპორტით დაკავებული მამაკაცებისთვის-30 აბი
ფასი: 39.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლად.-28 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
უროლოგიურ პრობლემას ადამიანები ხშირად სირცხვილის გამო მალავენ. ამასთანავე, საზოგადოებაში
ვარიკოცელე სათესლე ბაგირაკის ვენური წნულის ვარიკოზული გაგანიერებაა.
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).
შარდვის დარღვევა სიმპტომების მთელი ჯგუფია, რომელთაგან თითოეული შეიძლება
გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?
ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად