როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება
სტატისტიკური მონაცემებით, ცისტიტი ქალებს მამაკაცებზე ხშირად ემართებათ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისგან არავინ არის დაზღვეული. შარდის ბუშტის ანთებაზე გვესაუბრება ექიმი უროლოგი ზაზა ბაინდურიშვილი.

- ბატონო ზაზა, რა დაავადებაა ცისტიტი?
- ცისტიტი შარდის ბუშტის კედელში (უპირატესად - მის ლორწოვან გარსში) მიმდინარე ინფექციურ-ალერგიული პროცესია. ეს დაავადება მედიცინის ორი სფეროს - უროლოგიისა და გინეკოლოგიის - გადაკვეთის წერტილში დგას.

ცისტიტი უროლოგიური პრობლემაა, მაგრამ მიზეზი, რომელსაც ყველაზე ხშირად მივყავართ მის განვითარებამდე, - ვაგინალური მიკროფლორის დარღვევა, - გინეკოლოგიის კომპეტენციის სფეროა. ცისტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ
დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

- როგორი შეიძლება იყოს ცისტიტი?
- ცისტიტის კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა კუთხით:


პრინციპულად მნიშვნელოვანია პირველადი და მეორეული ცისტიტების გარჩევა, რადგან ისინი სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. გოგონებთან უმეტესად პირველადი ცისტიტი გვხვდება, ბიჭებთან - მეორეული.

- მწვავე და ქრონიკული ცისტიტი ახსენეთ. რა განსხვავებაა მათ შორის?
- მწვავე ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. გაურთულებელი ცისტიტის დროს ზიანდება მხოლოდ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი, უფრო ღრმად მიკროორგანიზმები აღარ ვრცელდება. ქრონიკული ცისტიტი როგორც დამოუკიდებელი დაავადება, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. უმეტესად მას მეორეული ხასიათი აქვს - წარმოადგენს საშარდე სისტემაში უკვე არსებული დაავადების (ქრონიკული პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, პროსტატის ადენომის, დივერტიკულის, შარდის ბუშტის კიბოს და სხვათა) გართულებას.

- რა კლინიკური სიმპტომებია მოსალოდნელი ცისტიტის დროს?
- შარდის ბუშტის ანთება, უპირველესად, გამოიხატება შარდვის გახშირებით. ამ დროს სიხშირე არ შეესაბამება გამოყოფილი შარდის რაოდენობას. ხშირად აღნიშნავენ ტკივილს შარდვის დასასრულს. ზოგჯერ შარდში სისხლი ჩნდება. მწვავე ცისტიტის დროს იმატებს ტემპერატურა, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. თუ განვითარდა ცისტიტის ყელის ფორმა, აღინიშნება შარდის შეუკავებლობის ეპიზოდებიც. მწვავე ცისტიტი იწყება მოულოდნელად, ორგანიზმის გადაცივებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით უფრო ხშირია მოშარდვის სურვილი და ინტენსიურია ტკივილი. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შარდავს. მწვავე ცისტიტის დროს ტკივილი ბოქვენზედა არეში მოშარდვის აქტისგან დამოუკიდებლად შეიგრძნობა, ხოლო შარდის ბუშტის საპროექციო არე პალპაციით მკვეთრად მტკივნეულია. მუდმივი ტკივილის იმპულსები შეშუპებული ლორწოვანი გარსიდან იწვევს დეტრუზორის (შარდის ბუშტის კუნთების) შეკუმშვას და ბუშტშიდა წნევის მომატებას, ცოტაოდენი შარდის დაგროვებაც კი მოშარდვის დაუძლეველ სურვილს წარმოშობს. ბიჭებში ხშირად გვხვდება შარდის მწვავე შეკავება, რაც განპირობებულია შარდის გავლით ანთებადი შარდის ბუშტის ყელთან. ამ დროს ტკივილები შესაძლოა გადაეცეს შორისის არის, უკანა ტანისა და ასოს თავის მიმართულებით. ქრონიკული ცისტიტის დროს კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც მწვავე ცისტიტის დროს, ოღონდ ნაკლებად მკვეთრი.

- მოსახლეობის რომელ ჯგუფში გვხვდება ეს პათოლოგია ყველაზე მეტად?
- შარდის ბუშტის ანთება გაცილებით ხშირად ემართებათ ქალებს. მაგალითად, ყოველ ქალზე მწვავე ცისტიტის წელიწადში 0,5-0,7 შემთხვევა აღირიცხება, მაშინ როდესაც მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 1000-ზე 6-8 ეპიზოდს შეადგენს. გოგონები ცისტიტით შესაბამისი ასაკის ვაჟებზე 3-4-ჯერ მეტად ავადობენ. განსაკუთრებით ხშირია ეს დაავადება 4-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებთან.

- რისი ბრალია ასეთი განსხვავება?
- ამის მიზეზია ქალის შარდსასქესო სისტემის აგებულების ანატომიურ-ტოპოგრაფიული თავისებურებები: მოკლე შარდსადინარი, საშოსა და ანუსის სიახლოვე შარდსადინარის გარეთა ხვრელთან. ასეთი განლაგება ქმნის საუცხოო პირობებს პათოგენური მიკროფლორის ურეთრისა და შარდის ბუშტისკენ გასავრცელებლად. მამაკაცებში შარდის ბუშტის ინფიცირება მოსალოდნელია პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, სათესლე ჯირკვლის დანამატისა და შარდსადინარში არსებული ანთების კერებიდან.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 04-06-2018
ნინა
მაინტერესებს ცისტიტი მხოლოდ გათხოვილ ქალბატონებში გვხვდება თუ შესაძლებელია ქალიშვილსაც დაემართოს?
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად