მამაკაცის უშვილობა მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

მამაკაცის უშვილობა მიზეზები და მკურნალობა

მამაკაცის უშვილობა მიზეზები და მკურნალობა

უშვილობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, აქტუალური პრობლემაა. ადრე, თუ წყვილს შვილი არ უჩნდებოდა, ამას მხოლოდ ქალის რეპროდუქციული სისტემის არასწორ მუშაობას აბრალებდნენ. არადა, საკმაოდ ხშირია უნაყოფობა მამაკაცებში და ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალის გამოკვლევა და მისი მკურნალობა შედეგს ვერ გამოიღებს. ამჯერად სწორედ მამაკაცის უშვილობის მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.


- ბატონო ალეკო, ჩვენი საუბრის თემა მამაკაცთა უშვილობაა, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხზე გადავიდოდეთ, გაგვარკვიოთ - სქესობრივი თანაცხოვრების დაწყებიდან რა

ხნის შემდეგ შეიძლება უშვილობაზე საუბარი? ჩვენი აზრით, ეს მეტად საგულისხმო საკითხია, რადგან ზოგიერთი, პირველსავე თვეს თუ არ დაორსულდა, ნერვიულობას იწყებს, რითაც მხოლოდ ვნებს თავს, ზოგიერთი კი წლობით არ მიდის ექიმთან, მკურნალობა გვიანდება და, საბოლოო ჯამში, უშედეგოა.
- წყვილი უშვილოდ მიიჩნევა, თუ ქალი დაუცველი სქესობრივი ცხოვრების
12 თვის განმავლობაში არ დაორსულდა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამ ვადას ორ წლამდეც სწევს. ჩვეულებრივ, პირველ 6 თვეში დაორსულების ალბათობა 25%-ია, ხოლო ერთი წლის თავზე - 90%. თუ ორსულობა 12 თვის შემდეგაც არ დადგა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ წყვილი უშვილოა, ვინაიდან არსებობს მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაორსულების 23%-იანი და კიდევ ერთი წლის შემდეგ დაორსულების 10%-იანი ალბათობა.


- რამდენად ხშირია მამაკაცების უშვილობა?
- უშვილო წყვილის შემთხვევაში ქალის ფაქტორი 50%-ს უტოლდება, მამაკაცისა - 30%-ს, თუმცა უკანასკნელ ხანს ამ მაჩვენებელმა მკვეთრად იმატა, შერწყმული ფაქტორი კი 20%-ში გვხვდება. აქედან გამომდინარე, უშვილობის დროს ერთდროულად იწყება როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა მიზეზის გამოსავლენად.


- რა იწვევს მამაკაცთა უშვილობას?
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევის თანახმად, რომელშიც 10 469 უშვილო მამაკაცის მონაცემები შევიდა, მიზეზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. იდიოპათიური უშვილობა (როდესაც მიზეზი უცნობია) - 31%;
2. ვარიკოცელე - 15,6%;
3. ჰორმონული დარღვევები - 8,9%;
4. უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები - 8%;
5. იმუნოლოგიური ფაქტორები - 4,5%.


- რედაქციის საფოსტო მისამართზე და ჩვენს ინტერნეტსაიტზე მოსული კითხვებიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მამაკაცებში საკმაოდ ხშირია ვარიკოცელე. რას გვეტყვით ამის თაოიბაზე?
- ვარიკოცელეს გავრცელება, ზოგადად, 20%-ს შეადგენს, მაგრამ იმ მამაკაცთაგან, ვინც უშვილობის გამო მიმართავს ექიმს, ეს დაავადება 40%-ს უდასტურდება. პათოლოგიის ასეთი სიხშირე და უშვილო მამაკაცებში მისი გამოვლენის მაღალი ალბათობა იწვევს ეჭვს, რომ ვარიკოცელე უშვილობის უშუალო მიზეზია. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, ვინაიდან ვარიკოცელეს წარმატებული მკურნალობის შემდეგ ოპერაციიდან 6-12 თვის განმავლობაში სპერმის მაჩვენებლები 50-80%-ში უმჯობესდება.


- რატომ 100%-ში არა?
- ეს სავსებით სამართლიანი კითხვაა და მასზე პასუხს ეძიებს უშვილობის პრობლემაზე მომუშავე მთელი სამედიცინო საზოგადოება. მე ჩემს აზრს მოგახსენებთ: უნდა დადგინდეს ის შემთხვევები, როდესაც უშვილობა უშუალოდ ვარიკოცელეს ბრალია.


- რა პარამეტრებს ეფუძნება ვარიკოცელეს დიაგნოზი?
- არსებობს ვარიკოცელეს სხვადასხვა სტადია და მათი გამოსავალი ძალზე ინდივიდუალურია. ვარიკოცელეს დასადგენად აუცილებელია მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი აპარატურა, ამ მიმართულებით გამოკვლევის მწარმოებელი სპეციალისტის დიდი გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ამიტომ ყველა პაციენტს, ვინც უშვილობისა და ვარიკოცელეს გამო მოგვმართავს, პირადად ვუტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას, რასაც, ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა აქვს.




გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 01-11-2018
ია
ჩემს მეუღლეს დაუდგინეს ასთენოზოოსპერმია.ეს ექვემდებარება განკურნებას ხომ ვერ მეტყვით?
თარიღი : 07-10-2018
Pandors
3 welze metia daojaxebuli var tavidan pirvelive tves darcha meugle orsulad da moshorda shemdeg isev qonda cru orsuloba tu ragac msgavsi. Ra problema sheileba mqondes?
თარიღი : 13-03-2017
svani123
gtxovt datovet sakontaqto. tel. da misamarti sadac shemiclia pirdapir mosvla gmadlobt
თარიღი : 04-04-2015
Mamakaci var
სასკესო ორგანოს თავზე გამონაყარი უშვილობის მისეზი შეიძლებბა იყოს?
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადებები, რომლებზე საუბარსაც ადამიანები, მათი ინტიმური ბუნების გამო, ყოველთვის გაურბიან.
ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა.
ფიმოზი უკანასკნელ პერიოდში ანდროლოგები და უროლოგები ბიჭებს სულ უფრო ხშირად უსვამენ ფიმოზის დიაგნოზს,
შარდკენჭოვანი დაავადება ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ქრონიკული მორეციდივე პათოლოგიაა,
ვარჯიში შესაძლებელია ოფისის სავარძელში, საჭესთან, ლიფტში და დივანზეც კი.
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად